კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ ჩააგდო შოკში „მინუსოვკას“ თამაშმა ოთარ შამათავა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ბიძინა ბარათაშვილი ისხენებს: „ტელეიმედის“ დირექტორი ვიყავი და ერთ კვირა დღეს ჩემს ოთახში ვსხედვართ: მე – დირექტორი, ჩემი მოადგილე ოთარ ბაქრაძე, სპორტული განყოფილების უფროსი ლევან სალუქვაძე, წამყვანი ვახო გეგელია და პროგრამების დირექტორი გია ტოგონიძე. ეს ხუთეული ტოტალიზატორის ბილეთს ვწერდით და ეგრეთ წოდებული, „მინუსოვკა“ უნდა გვეთამაშა. აი, მაგალითად, წერ ექვს წყვილს და თუკი აქედან ოთხი „გაიმაზა“ (გაფუჭდა) და ორი წყვილი დაჯდა, ბილეთი მოგებულია. ამას თავისი დათვლის სპეციფიკა აქვს და სხვადასხვა მინუსზე სხვადასხვა თანხა უნდა დადო. მოკლედ, არც თუ ისე იოლი დასათვლელია. ამ ისტორიას ოთარ შამათავა უფრო  კარგად ყვება, რადგან მისი რეაქცია იყო ამ ყველაფერზე და ვეცდები, როგორმე მეც გადმოგცეთ. მოკლედ, შემოდის ოთარი და ამ დროს მე ვეკითხები დანარჩენებს – ექვსს მინუს ოთხი რამდენია-მეთქი? ოთარს თვალები გაუფართოვდა და იფიქრა – „იმედის“ დირექტორი ექვსს ოთხს ვერ აკლებს და სხვებს ეკითხებაო. კითხვა რომ დავსვი, დანარჩენებმა თითებზე დაიწყეს თვლა. ოთარს თავზე შემოუწყვია ხელები და ფიქრობს – რა გვეშველება, ტელევიზიას ასეთი დირექტორი ჰყავს თავის უახლოესი თანამშრომლებიანად, რომლებიც ექვსს ოთხს ვერ აკლებენო. ამიტომ, ოთარმა მორიდებით გვითხრა – ორიო. რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციეთ, ყველამ ხელი ჩავიქნიეთ და ანგარიში განვაგრძეთ. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა – თექვსმეტიო და წერა გავაგრძელეთ. ამან კი ოთარი, საერთოდ, შოკში ჩააგდო.“

скачать dle 11.3