კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ჩემს ძმას ცოლი ღალატობს და ამის გამო მტრად მე გადამეკიდა

  მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ ვდგამდით, არანაირი საიდუმლო არ არსებობდა და არც რაიმე გვქონდა დასამალი. თუმცა, ასეთი სამაგალითო ძმობის მიუხედავად, სამტროდ მოვიძულეთ ერთმანეთი. სანამ ცოლს მოიყვანდა, მართლა მისაბაძი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ რაც ის საშინელი გოგო შემოვიდა ჩვენს ოჯახში, ყველაფერი თავდაყირა დადგა. თავიდან ანგელოზად გვაჩვენებდა თავს. შეგვიყვარდა, მივიღეთ, მაგრამ სულ მალე გამოაჩინა თავისი ზრახვები. ფაქტია, გათხოვება იმის შირმად და გადასაფარად უნდოდა, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა. როცა ჩემი ძმა სამსახურში იყო, ხშირად ურეკავდა ვიღაცას და ოთახში ჩაკეტილი საათობით ელაპარაკებოდა. მესმოდა, როგორ უწოდებდა: საყვარელო, ჩემო სიცოცხლე... ჯერ მეგონა, დაქალს ესაუბრებოდა, მაგრამ მერე მივხვდი, ის ობიექტი მამაკაცი იყო. რასაკვირველია, სანამ ასი პროცენტით არ დავამტკიცებდი ამას, მანამდე ხმა არ ამომიღია. თუმცა, ამ ზაფხულს ჩემი თვალით ვნახე იმ ბიჭთან, ჩემს საკუთარ სახლში, მაგრამ ამას ჩემს ძმას ვერ ვუმტკიცებ. მშობლები სოფელში იყვნენ წასული დასასვენებლად. ჩემმა ძმამ გადაწყვიტა, შაბათ-კვირას ჩვენც ჩაგვეკითხა. ჩემმა რძალმა თავი გაიგიჟა: ვერ წამოვალ, ჩემმა ნათესავმა ოპერაცია გაიკეთა და რომ არ ვნახო, სამუდამოდ დამკარგავს, თქვენ წადითო. ჩემმა ძმამ კი დაუჯერა, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, იტყუებოდა. შაბათ დილით, მანქანაში რომ ჩავსხედით, მაშინ გადავწყვიტე, რამე მომეფიქრებინა, სოფელში არ წავსულიყავი და სახლში დავბრუნებულიყავი. ქალაქის გასასვლელს რიმ მივუახლოვდით, ჩემს ძმას ვუთხარი: ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, რაღაც სამსახურს მთავაზობენ, უნდა დავბრუნდე. გავიგებ, რა სამუშაოა, ხომ იცი დიდი ხანია, სამსახურის დაწყება მინდა. შენ წადი, მე მარშუტკით ჩამოვალ და ხვალ ერთად დავბრუნდეთ-მეთქი. მისი ცოლი კი გზაში ისტერიკულად ურეკავდა: უკვე გახვედით ქალაქიდან? ხომ კარგად მგზავრობთ? ხვალ რომელზე ჩამოხვალთო... ერთი სიტყვით,  ჩემმა ძმამ დამიჯერა, მანქანა გამიჩერა და ჩამოვედი. ფეხი ავითრიე, რომ დრო გამეყვანა, მერე ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. გული მიგრძნობდა, კარგი ამბავი არ დამხვდებოდა. მართალი აღმოვჩნდი – ჩემს საკუთარ სახლში ჩემს რძალს, ვიღაც უცხო ბიჭი ჰყავდა აყვანილი. რომ შევედი, მაგიდაზე ყავის ჭიქები და ტკბილეული ეწყო, ის ბიჭი, სავარძელში იყო მოკალათებული, ჩემი რძალი კი დაბნეული შემომეგება. გამაცნო: გიო, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ბაღშიც და სკოლაშიც ერთად დავდიოდით, მერე უცხოეთში ცხოვრობდა და ახლა ჩამოვიდაო. ყველა მეგობარზე ყვებოდა და გიო არასოდეს უხსენებია. რასაკვირველია, მივხვდი, როგორი მეგობარიც იყო და კატეგორიულად მოვთხოვე სახლის დატოვება. ჩემი რძალი ამაზე გადაირია, რას კადრულობ, რატომ მარცხვენო. იმ ტიპმა კი სახლი უჩუმრად დატოვა, დამშვიდობების გარეშე. ეს ამბავი ჩემს ძმას მოვუყები. მიჭირდა ამეხსნა, რომ ჩემი ყურით მქონდა მოსმენილი მათი სატელეფონო საუბრები, სახლშიც მაშინ მიიყვანა, როცა იცოდა, ჩვენ არ ვიქნებოდით... თუმცა, ჩემს ძმას არ სჯერა, რომ ცოლი ღალატობს. პირიქით, მე დამადანაშაულა, მეჩხუბა: ჰალუცინაციები ხომ არ დაგეწყო? რას იგონებ, მე არ ვიცი, ჩემი ცოლი რისი გამკეთებელია? რა გჭირს, ბიჭო, რაც ცოლი მოვიყვანე, ეგოისტი ქალივით დაიწყე ეჭვიანობაო? მივხვდი, ჩემი ძმის დარწმუნება გამიჭირდებოდა, ქალბატონიც ეხუტებოდა და ცრემლებს ღვრიდა: ეს რაებს მაბრალებს? მრცხვენია, რომ ვუსმენ, ამის გამკეთებელი ვარო? მოკლედ, ჩემი ძმა იმ დღიდან მტრად გადამეკიდა, მე მამიდასთან გადავედი საცხოვრებლად. ზუსტად ვიცი, რქებს ისევ დაადგამს ქალბატონი, სულ მალე მიხვდება, რა ამორალურ ქალთან ცხოვრობს და მერე, ბოდიშსაც მომიხდის.
ზუკა, 29 წლის.
скачать dle 11.3