კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ვაშლის დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

ვაშლში შემავალ პექტინს შეუძლია, ნებისმიერ საკვებს შეუმციროს კალორიულობა. ის იწოვს ზედმეტ ნახშირწყლებსა და ცხიმებს და გამოაქვს ორგანიზმიდან. არ მიაქვს სხვა სასარგებლო ნივთიერებები, ვიტამინები და მიკროელემენტები, ამიტომაც, ფაქტობრივად, ორგანიზმს მხოლოდ მავნე ნივთიერებებს აცლის.
პირველი დღე
საუზმე: გახეხეთ 2 ვაშლი, დაუმატეთ ცოტა თხილი ან ნიგოზი და მოასხით ლიმონის წვენი.
სადილი: გახეხეთ სამი ვაშლი, წვრილად დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვი, ყველაფერი აურიეთ და მოაყარეთ მოხარშული და გახეხილი კვერცხის ცილა. ჩაის კოვზით მოასხით ზეითუნის ზეთი ან ნატურალური იოგურტი.
ვახშამი: 2 ვაშლი.
მეორე დღე
საუზმე: 1 მუჭა მოხარშული ბრინჯი და 3 ვაშლი. შეგიძლიათ, აურიოთ ერთმანეთში და ისე მიირთვათ
სადილი:  გათალეთ 3 ვაშლი, დაჭერით 4 ნაწილად თითოეული და მოასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ, დაუმატეთ ერთი ლიმონის გახეხილი კანი და წვენი. ერთ მუჭა მოხარშულ, უმარილო ბრინჯს მოასხით ზემოდან მომზადებული ვაშლის პიურე და მიირთვით.
ვახშამი:  ერთი ულუფა უმარილო მოხარშული ბრინჯი.
მესამე დღე
საუზმე:  2 ვაშლი და 100 გრამი ხაჭო.
სადილი: დაჭერით ვაშლი პატარა ნაჭრებად, მოასხით ლიმონის წვენი. უცხიმო ხაჭოს შეურიეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, მოასხით ერთი სუფრის კოვზი თაფლი, დაუმატეთ ვაშლის ნაჭრები და მიირთვით.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო.
მეოთხე დღე
სადილი: გახეხეთ 2 სტაფილო და 1 ვაშლი, შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით ზეითუნის ზეთი.
სადილი: იგივე სალათა, რაც საუზმეზე მიირთვით, ოღონდ ზეთის ნაცვლად მოასხით თაფლი, ზემოდან კი მოაყარეთ ლიმონის გახეხილი ცედრა.
ვახშამი:  2 ვაშლს ამოაჭერით გული, ჩაასხით თაფლი და შეწვით ღუმელში.
скачать dle 11.3