კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 საკვები სოდა – სახის კანის მოვლის იდეალური საშუალება

ნინო კანდელაკი ანი რევია

  თუ კვირაში ერთხელ მაინც სოდის ნიღაბს გაიკეთებთ, შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. გახსოვდეთ, რომ სოდის გამოყენება, სახის მოსავლელად ყოველდღიურად არ შეიძლება.
  საკვები სოდა საკმაოდ კარგია პირის დასაბანად. ის აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყსა და ცხიმს, ასუფთავებს ფორებს და ხელს უშლის აკნეს განვითარებას. აიღეთ ცოტა საკვები სოდა და დაუმატეთ წყალი იმ რაოდენობით, რომ პასტისებური მასა მიიღოთ, კანი დაისველეთ თბილი წყლით და ნაზი, წრიული მოძრაობით სახეზე წაისვით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  სოდა, შაქარი და შვრია – საკვები სოდა  და შვრია ერთად კანის ძლიერი გამწმენდი საშუალებაა. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ სოდა, შვრია და წყალი. მიღებული მასა თითების წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე. ამ მეთოდით ადვილად მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს და გააღიავებთ შავ წრეებს თვალის ქვეშ.
  სოდა და ლიმონი – საკვები სოდა ლიმონთან ერთად კანის საკმაოდ ეფექტური სადეზინფექციო საშუალებაა. ეს ნარევი წმენდს ცხიმიან კანს, ამცირებს ასაკობრივ ლაქებს და კანს თანაბარ ელფერს აძლევს. ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა და 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი ჭიქაში. შეავსეთ ჭიქის 1/4 ლიმონის წვენით და აურიეთ კარგად. ეს ნარევი ფრთხილად წაისვით სუფთა და ოდნავ ტენიან კანზე. დაიტოვეთ 10 წუთით, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  სოდა და ქოქოსის ზეთი – ქოქოსის ზეთი კარგი დამატენიანებელი საშუალებაა. საკვებ სოდასთან კომბინაციაში კი კანს არბილებს, ეფექტურია მშრალი კანისა და ნებისმიერი ანთებითი პროცესის სამკურნალოდ. მის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ერთმანეთს და წაისვათ სახეზე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, დაიბანეთ თბილი წყლით. იმ შემთხვევაში, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ქოქოსის ზეთის დოზა უნდა გააორმაგოთ.
მსუბუქი პილინგი სოდით კანიდან მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ. ამისათვის, იმ კოსმეტიკურ საშუალებაში, რომლითაც პირს იბანთ, ცოტა სოდა შეურიეთ და წრიული მოძრაობებით დაიმუშავეთ სახის კანი.
  თუ პრობლემური კანი გაქვთ, შემდეგი ნიღაბი დაგეხმარებათ: 2 სადილის კოვზ ფქვილს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. გახსენით თბილ წყალში – ფაფისმაგვარი მასა უნდა მიიღოთ. ნიღაბი წაისვით სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სასურველია, ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.
  თუ მუწუკები და აკნე გაწუხებთ, წყალში გახსენით სოდა, ისე რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. წაისვით პრობლემურ ადგილებზე და რამდენიმე საათი გაიჩერეთ. სოდიანი მასა კარგად ებრძვის გაღიზიანებას და კანზე წარმოქმნილ ანთებით პროცესებს.
თუ ხშირად გისივდებათ თვალის უპეები და ქუთუთოები – აიღეთ 1 ჭიქა წყალი და გახსენით მასში 1 ჩაის კოვზი სოდა. დაასველეთ მასში ბამბის დისკი და 10-15 წუთით დაიდეთ შეშუპებულ ადგილებზე.
  სოდის პილინგი –  პირსაბან ქაფს ან გელს დაუმატეთ ერთი მწიკვი საკვები სოდა და სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ. რამდენიმე წუთი დაიმასაჟეთ და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, ხსნის ფორებს და კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება.
ფერიმჭამელების სამკურნალოდ თბილ წყალში გახსნილი სოდა გამოგადგებათ – სოდიანი წყალი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ანთებით პროცესს ამცირებს. ცალკეულ მსხვილ მუწუკებზე შეგიძლიათ, სოდისა და წყლისგან მომზადებული ფაფა წაისვათ და რამდენიმე საათით გაიჩეროთ.
  ნიღაბი პრობლემური კანისთვის – ერთმანეთში აურიეთ 1 კოვზი სახამებელი,  1 კოვზი შვრია  და 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა, გააზავეთ თბილი წყლით ფაფისებური მასის მიღებამდე. წაისვით გასუფთავებულ სახეზე, წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, გაიჩერეთ 10-15 წუთით და სახე თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ. პროცედურა, კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.
скачать dle 11.3