კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ექიმის რჩევები

კითხვა: რა ასაკამდე უნდა მიიღოს ბავშვმა ადაპტირებული რძის ნარევი?
პასუხი: ადაპტირებული ნარევის მიცემა 1 წლის შემდეგ აღარ არის აუცილებელი, თანდათან შეიძლება, საერთო კვებაზე გადასვლა.
კითხვა: შეიძლება თუ არა 9 თვის ბავშვს აჭამო ღორის ღვიძლი და თუ არ შეიძლება, რატომ? და   რამდენ გრამ ფაფას უნდა ჭამდეს ამ ხნის ბავშვი?
პასუხი: ამ ასაკის ბავშვი მხოლოდ ძროხისა და ქათმის ან ინდაურის ხორცს უნდა ჭამდეს, რადგანაც სხვა ხორცის გადამუშავება ბავშვის ორგანიზმისათვის ძალიან ძნელია. 9 თვის ბავშვი უნდა ჭამდეს 200-220 მილილიტრ ფაფას.
კითხვა: მითხრეს, თუ ქუნთრუშას დროს ავადმყოფი ანტიბიოტიკს მიიღებს, 24 საათის შემდეგ ინფექცია გადამდები აღარ არისო, მართალია თუ არა?
პასუხი: ანტიბიოტიკების გამოყენება ამცირებს ქუნთრუშას გართულებებს, თუმცა მონაცემები მათი მიღებისას დაავადების გადაცემის რისკის შემცირების შესახებ ლიტერატურაში არ მოიპოვება.
კითხვა: ვარ 23 წლის. საჯდომზე მაქვს გამონაყარი ორივე მხარეს (მინიმუმ 3-4 მაინც – მოზრდილები), ზოგი თეთრი თავით, ზოგი – არა. ბავშვობიდანვე მაწუხებს ეს პრობლემა. იქნებ მირჩიოთ რაიმე საშუალება, რომ მომირჩეს?
პასუხი: აუცილებელია დღეში ორჯერ მაინც ამ მიდამოს დაბანა თბილი წყლითა და საპნით. შეგიძლიათ, გვირილის ნახარშის გამოყენება. გამონაყარი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, შემდეგ გამოიყენეთ გენტამიცინის ან 10-პროცენტიანი სინტომიცინის მალამო. უნდა გეცვათ ბამბის ქსოვილის საცვალი. თუ რჩევები არასაკმარისი აღმოჩნდა, მიმართეთ დერმატოლოგს.
კითხვა: მაწუხებს ხელის გულების სიმხურვალის შეგრძნება და წვა. მაქვს ჰიპოთირეოზი. შეიძლება, ამას უკავშირდებოდეს?
პასუხი: ჰიპოთირეოზს, პირიქით, ხელების სიცივე ახასიათებს ხოლმე, თუ წამლის დოზა სწორად გაქვთ შერჩეული და ჰორმონი დარეგულირებულია, მსგავსი შეგრძნება ჰიპოთირეოზთან არ უნდა იყოს კავშირში. ხელების სიმხურვალე ხშირად უკავშირდება ემოციურ ფონს, ხერხემლის პათოლოგიას, სისხლძარღვოვან პრობლემებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3