კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მოგეხსენებათ, დღეს ქუჩაში უამრავ მათხოვარს ვხვდებით. მათ შემხედვარეს, ორგვარი განცდა მეუფლება, თან მინდა, დავეხმარო, თან ვფიქრობ, რომ მეც მიჭირს და არ მაქვს იმდენი, სხვას გავუნაწილო. იმასაც ვფიქრობ, ხომ შეუძლიათ (ზოგიერთ მათგანს მაინც), თვითონაც იმუშაონ და ხელგამოწვდილები არ იდგნენ სხვის იმედად. ხომ არ ვცოდავ ამ ფიქრებით და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მართლმადიდებელი ქრისტიანი?
პასუხი: ამის თაობაზე გთავაზობთ მღვდელმონაზონ იოანეს გაფრთხილებას: „ყურადღებით იყავით საკუთარი თავის მიმართ, როდესაც გაჭირვებული კაცი მოგმართავთ დახმარებისთვის, ფარული მტრები ამ დროს გაშმაგებით გებრძვიან, რაც გულს გაგიქვავებთ, გაგაცივებთ და უგრძნობელს გაგხდით სხვისი გაჭირვებისადმი. უნდა სძლიოთ თავს და გადალახოთ ეს ქრისტეს საწინააღმდეგო განწყობილებანი. გააღვივეთ თქვენს გულში თანალმობიერი სიყვარული თქვენივე მსგავსი ადამიანის მიმართ, და რასაც გთხოვენ, შეძლებისდაგვარად აასრულეთ, რათა ქრისტე მაცხოვარმაც შეგიყვაროთ “.
კითხვა: სამწუხაროდ, ხშირად ისე ვლოცულობ, გონებიდან ვერ ვიშორებ ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ პრობლემებს. აქვს თუ არა ასეთ ლოცვას აზრი?
პასუხი: მორწმუნემ ლოცვა აუცილებლად გონებითა და გულით უნდა წაიკითხოს. უფალი მხოლოდ ასეთ ლოცვას შეიწირავს. ამიტომ, როდესაც ლოცვისთვის დგებით, სათანადო განწყობის შექმნა გმართებთ, რათა ამსოფლიურ ვნებებს განეშოროთ. როდესაც მომზადებული იწყებთ ლოცვების წაკითხვას, უფრო გულმოდგინებით ილოცებთ.
კითხვა: შეუძლია თუ არა მიცვალებულთა სულებს ცოცხლებთან კონტაქტი? მსმენია, როდესაც ოჯახის წევრი ან სხვა ახლობელი ადამიანი გარდაეცვლებათ, ის ადამიანები ხშირად გრძნობენ გარდაცვლილთა სულების სიახლოვეს.
პასუხი: ადამიანის სულს აქვს ცნობიერების უნარი და მასთან კონტაქტი ლოცვით მიიღწევა. ჩვენ გარდაცვლილთა სულებს ლოცვით ვეხმარებით იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ასევე, გარდაცვლილებიც ლოცულობენ ჩვენთვის. უდიდესი მადლი აქვს ეკლესიაში ლოცვას ღვთისმსახურების დროს მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში. რაც შეეხება გამოცხადებებს, ამ მოვლენას ჩვეულებრივი მოკვდავები დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან ხშირად ასეთი რამ ეშმაკის ხელითაც ხდება. ჭეშმარიტი ხილვები, ღვთის ნებით, უპირატესად წმიდანებს აქვთ. დაუშვებელია სულებთან კონტაქტისთვის სპირიტული სეანსების ჩატარება. ასეთი რამ ბოროტი ძალების დახმარებით ხდება, რაც ადამიანს უფალთან აშორებს და მიცვალებულთა სულებს აფორიაქებს.
კითხვა: რით უნდა გამოხატოს ადამიანმა სიყვარული უფლისადმი?
პასუხი: ადამიანი ღმერთის მიმართ თავის ჭეშმარიტ სიყვარულს უფლის ათი მცნების ერთგულად დაცვით გამოხატავს.
скачать dle 11.3