კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ბრძოლა საკუთარ თავთან

  ერთადერთი უმთავრესი სიკეთე ადამიანისათვის არის ბრძოლა საკუთარ თავთან, რომელიც შეიცავს ყოველ ვნებათაგან თავის დაცვას.
  კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისაგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი  კი – ამაო.
  ბრძოლა თავის თავთან დიდ-სულობაა და მებრძოლი იგი ახოვნების ბაირაღით შევალს უვნებელობის საყდარში, სადაცა განისვენებს მეუფება მაღლისა.
  ადამიანი მარადის უნდა იყოს აღჭურვილი საბრძოლად თავის სიბოროტესთან, ვინაიდგან ყოველი ვნება მას შინა შესისხლხორცებული იზიდავს მას მონებად და ამ მონებითა კარგავს იგი კაცობრივ მაღალ სიმტკიცეს და ღირსებას და ერთვის ბუნებასა პირუტყვისასა.
  შენ გეტყვი, საყვარელო ძმაო, რომელსაც გიღელავს გული წინ წასვლისათვის მიღებად მაღალ განათლებისა, უეჭველად თანა გაძს ძლიერის ბრძოლით გასწორება საკუთარი თავისი ნაკლულევანებისა, რამეთუ ასეთი ქცევა აღიყვანს კაცსა სულით და ხორცით უმაღლეს განათლებისადმი და ჰყოფს მას ზნეობრივ მსოფლიოში ძლევამოსილ მეფედ, რომლის მრევი ცის ქვეშე ვერა იპოვო რა.
  ესე ვითარი კაცი გოდოლი არს მსოფლიო ზღვასა შინა აღგებული, რომელსაც ღელვა ზღვისა ვერარას ავნებს, დაღაცათუ ეკვეთოს, გარნა უკუნ იქცევიან შემუსვრილი.
  ხოლო არიან, რომელნიც უდებ-ჰყოფენ გზასა ამას და თვით გაუსწორებელნი მისდევენ გასწორებასა ქვეყნისასა. ესე ვითართა პირთათვის მშვენივრად მოეზავების სიტყვა ესე მაცხოვრისა: „მკურნალო, ნაიკურნე პირველად თავი თვისი“. ყოველი რომელიც თავის შინაგან ცხოვრების გასწორებას არ ეცდება და არ დაამყარებს თვის შორის სრულ მშვიდობას. იგი საერთოდ კაცთა შორის მშვიდობიანობას ვერ დააფუძნებს, არამედ პირიქით, ხშირად დაარღვევს მას.
  აი, რას მოგახსენებთ, შვილნო და ძმანო, ბრძოლა თავის თავთან არის ნამდვილი ბრძოლაცა ქვეყნის სიბოროტესთან, რამეთუ უკეთუ ყოველი კაცი სულიერის ბრძოლითა დავამშვიდებთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ უეჭველად დავამშვიდებთ მთელს მსოფლიოს, შევამცირებთ სიბოროტეს.
  „დასდვეს ცათა შინა ენა მათნი, ხოლო გული მათნი ერთია ქვეყანასა ზედა“ ფსალმუნი 72. მუხ. 9.
ვისთვის იტყვის ბრძენი იგი დავით წინასწარმეტყველი ამ სასაყვედურო სიტყვებს, რომლის კილო ერთობ შესანიშნავია მით, რომ ჯერ აღამაღლებს ცათა შინა ენასა მათსა და შემდეგ დაამდაბლებს გულსა მათსა ქვეყანასა ზედა.
  სიტყვა ესე უეჭველად ნათქვამია იმათ შესახებ, რომელთაც გონება-სიბრძნე თვისი აღამაღლეს ცათა შინა და სიბრძნის მომცემელი ღმერთი კი უარყვეს და აგრეთვე ვარსკვლავთ მრიცხველებისა, გარნა არა იმათ, რომლებიც ბუნების კვლევა-ძიებით დიდებასა ღმრთისასა მიიღწევიან და უფროსად ამაღლდებიან ღმრთისადმი განათლებითა, ვითარცა იოანე დამასკელი დიონისე არიოპაგელი და სხვანი, არამედ რომელნი შთავარდნენ უგულისხმოებასა დიდსა და ვერ ამაღლდნენ უმაღლესისადმი და შთამოვარდენ ბნელის აზრით შემოსილნი გზადაბნეულნი, უგუნურთა პირუტყვთა თანა იარად მთრეველნი ქვეყანასა ზედა.
ეჰა, სამწუხარო შრომა და ძიება უნაყოფო თქვენი; ვარსკვლავთმრიცხველებო და ბრძენნო უღმრთონო, რომელთაც არა ღმერთის სადიდებლად და სამეცნიეროდ გამოგყავთ შრომა და ძიება თქვენი, არამედ თავხედობისა გამო ოდენ. აი, თქვენთვის იტყვის სული ღმერთისა ყვედრებასა ამას, რამეთუ ენა თქვენი დასდევით ცათა შინა სიბრძნის მოთხრობად მხოლოდ ცნობისმოყვარეობითა და არა თქვენი ცნობის მომცემის სადიდებლად და თქვენდა საცოდავნო თვით ესე მეცნიერება, რომელიც თქვენ შორის არის, კმა საოყოფელ არს თქვენდა გამამტყუნებლად, რამეთუ რომელმან დასდვა მეცნიერება, ნუ უკუე თვით არა არის ბრძენ და მეცნიერ? ვაი თქვენდა, საწყალობელნო, რასაც ხედავთ, იმასაც ვერ სცნობთ! რამეთუ ხედავთ თქვენში მეცნიერებას – სიბრძნეს და ვერ სცნობთ მიზეზსა მისაა.
„წმიდა ალექსი ბერის მოძღვრებანი“
скачать dle 11.3