კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 გამეორდება თუ არა ისტორია, როდესაც რუსეთმა თურქეთი კავკასიაში დაამარცხა ქართველების მეშვეობით, პირიქით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის 27 სექტემბრის გამთენიისას დაწყებული საომარი მოქმედებები გრძელდება და ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მხარემ გარღვევა მოახერხა. თუმცა თვალშისაცემია, რომ, თუკი თურქეთმა იმავე დღეს გამოუცხადა ბაქოს მხარდაჭერა, სომხეთის მოკავშირეები დუმილის უფლებას იყენებენ, იმას გარდა, რომ მხარეებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ცეცხლი. იბადება კითხვა: რატომ არ ეხმარება რუსეთი (პოლიტიკური განცხადებების დონეზე მაინც) თავის ერთადერთ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ აკეთებენ მხარდამჭერ განცხადებებს დსთ-ის სახელმწიფოთა ლიდერები და „ო დე კა ბე“, მით უფრო, რომ „ო დე კა ბეს“ წევრ ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა „ო დე კა ბეს“ წევრ სახელმწიფოებზე თავდასხმად განიხილება? – ამ თემას კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– რატომ არ ეხმარება არავინ ფაშინიანს?
– უპირველესად, მადლობა, რადგან თქვენი ჟურნალის მეშვეობით არაერთხელ ვისაუბრეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებზე და მომეცა საშუალება, რომ სწორედ, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მეცნობებინა საინტერესო ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ის, რაც ხდება ყარაბაღში, არის შედეგი 30 წლის წინათ ერებსა და ქვეყნებს შორის კრემლის მიერ პროვოცირებული დაპირისპირების. ანუ ამ კონფლიქტის მიზეზი არის პროვოკაცია, რომელიც მოხდა თავის დროზე და მეორე მიზეზია ის, რომ პროცესი გააჯანჯლეს და სხვადასხვა პოლიტიკური მანიპულირებისთვის იყენებდნენ ყარაბაღის გაყინულ კონფლიქტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნებსაც ანგრევდა და ადამიანების სიცოცხლეს იწირავდა. სტალინური ავტონომიების შექმნის პოლიტიკური დატვირთვაც ზუსტად ის იყო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეძლებოდათ პოლიტიკური ვითარების დაძაბვა და ხელის შეშლა. ფაშინიანს არავინ ეხმარება, ჯერ ერთი, იმიტომ რომ 30 წლის წინათ სომხეთმა მოახდინა ამ ავტონომიური წარმონაქმნის ოკუპაცია, ისევე, როგორც საქართველოში მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. მინდა, მკითხველმა იცოდეს, რომ იმ ხანად პოლიტიკური აზრი ორად იყო გაყოფილი: ერთი ნაწილი მხარს უჭერდა ყარაბაღში ომის დაწყებას, მეორე – ჯავახეთში.
– დიახ და ორი ხმით გაიმარჯვეს ყარაბაღისთვის ომის დაწყების მსურველებმაო. ეს ამბავი თავის დროზე რამაზ კლიმიაშვილმა მიამბო.
– ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ვიღაცის დარბევისკენაა მიმართული, საბოლოოდ შედეგი არ მოაქვს. მეორე მიზეზი, რის გამოც ფაშინიანს არ ეხმარება არავინ, არის ის, რომ, რადგან ამ კონფლიქტის მთავარი მაპროვოცირებელი იყო კრემლი, ყველა იშვერს ხელს კრემლისკენ და ამბობს, რომ დაიწყო ეს კონფლიქტი რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ამიტომ თვითონ დაალაგოს. ხოლო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ეხმარება სომხეთს იმიტომ, რომ აზერბაიჯანი უკვე მარტო აღარ არის ამ კონფლიქტში და, თუ რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს სომხეთს, ის გამოჩნდება, როგორც მხარე და თურქეთს უკვე აქვს იურიდიული უფლება, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რომ სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს დაეხმაროს ცოცხალი ძალითაც კი.
–  სწორედ ესაა საქმე, ანალოგიური სამხედრო ხელშეკრულება აქვთ სომხეთსა და რუსეთს. 27 სექტემბერს დილითვე გააკეთა განცხადება თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომ მხარს უჭერენ ბაქოს. რუსეთის დუმილი პარტნიორის მიტოვებას ჰგავს, არადა აქამდე სწორედ იმით იწონებდა თავს მოსკოვი, რომ არასდროს მიუტოვებია პარტნიორები, მაგალითად, სეპარატისტი ოსები და აფხაზები და აშშ-ს ამუნათებდა, რომ საქართველო მიატოვა ომში. უხერხულად არ ჩანს გარედან რუსეთის პასიურობა?
– თქვენს კითხვაშივეა პასუხი. მეოთხე მიზეზი: რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიული საგარეო პოლიტიკა სირიასა და ლიბიაში ალაგმა თურქეთმა და რუსეთს არ უნდა, რომ ნებსითა თუ უნებლიეთ, გაეხვიოს კავკასიურ ომში. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში აუცილებლად გამოიწვევს ჩრდილო კავკასიელების გააქტიურებას და მთელი ისლამური სამყაროს აქტიობას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს არც სამხედრო თვალსაზრისით შეუძლია, რომ ეს ომი მოუგოს თურქეთს და არც ეკონომიკურით. როგორც ირკვევა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, თურქეთი ეკონომიკურადაც უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთი და სამხედრო თვალსაზრისითაც უკეთაა მომზადებული. ამას დაამატეთ აზერბაიჯანის ძლიერი ეკონომიკა და ცოცხალი ძალის მრავალრიცხოვნობაც. შეიარაღებაც, როგორც უფრო მდიდარმა ქვეყანამ, როგორც ჩანს, უკეთესი შეიძინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი ისრაელიდან ელჩს არ გამოიწვევდა. და ბოლოს – რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს, სარგებელი ნახოს ამ დაპირისპირებაში. ერთი ის, რომ ერევნის ამბიციებს, თავად განსაზღვროს თავისი პოლიტიკა, მოუღოს ბოლო და მეორე, ყარაბაღის კონფლიქტის დამთავრების შემდეგ თურქეთთან დაიწყოს დიალოგი კავკასიაში არსებული სხვა კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის მიზნით.
– ჩვენც გვისაუბრია ამ თემაზე წინარე ინტერვიუებში, ერდოღანმა ადრე განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტები უნდა დასრულდეს და ყარაბაღთან ერთად ახსენა ჩვენი აღიარებული რეგიონებიც. შესაბამისად, თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ომის სპექტაკლის პირველი აქტი?
– ერდოღანმა ეს თქვა, როდესაც რამდენიმე თვის წინათ ბაქოში იყო ჩასული, მაგრამ ჩავუშოღლუმ იგივე გაიმეორა რამდენიმე დღის წინათ. მან ახსენა ყარაბაღი, საქართველო და ყირიმი. ასე რომ, ეს არ არის სპექტაკლის პირველი აქტი. პირველი აქტი იყო სირიაში, მეორე – ლიბიაში, მესამე აქტია ყარაბაღში და რა თქმა უნდა, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი და ყირიმი წინაა. უბრალოდ, დღეს არავინ ვიცით, რომელი იქნება პირველი: ყირიმი თუ საქართველო. ამდენად, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, რეალური წინააღმდეგობა რუსეთს შეიძლება, შეხვდეს უკრაინა-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობის შემთხვევაში. საქართველო მაინც პატარა ტერიტორიაა...
– თან, ყირიმი მიიერთა რუსეთმა, ჩვენი ტერიტორიები მხოლოდ აღიარა, ანუ თვისებრივად განსხვავებული სიტუაციებია.
– რა თქმა უნდა, ამას, ალბათ, გადაწყვეტენ. ფაქტია, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებიც მოიხმარა, როდესაც თურქეთის პოლიტიკურმა ხელძღვანელობამ ასეთი მკვეთრი განცხადებები გააკეთა. რამდენიმე წლის წინათ, სწორედ თქვენი ჟურნალის მეშვეობით, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გავაფრთხილეთ, რომ საქართველოსთან დაეწყო ცივილიზებული დიალოგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მაინც მოუწევდა პოზიციების დათმობა და მივიდა აქამდე საქმე. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: რუსეთი ჩაიკეტა, სირაქლემასავით თავი რომ ჩარგო ქვიშაში, ჰგონია, რომ პრობლემები მოეხსნება. „ნატო“ მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, გაიხმოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარებები და ესაა პირველი „მესიჯი“ რუსეთისადმი, რომ, თუ გაჯიუტდება და მაინც განაგრძობს ცხინვალისა და სოხუმის, როგორც „დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ დახმარებას, ამისთვისაც მოიძებნება მალამო. საქართველოს, თურქეთსა და უკრაინას შეუძლია, აღიარონ, 1992 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ სავაჭრო სასწორის პინები გათანაბრდება. აფხაზებისა და ოსების რეფერენდუმებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, იმიტომ რომ ქართველ მოსახლეობას მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა არა დუდაევმა, არამედ მანამდე ზაკაევმა, ეს არგუმენტია დევნილობაში ჩეჩნეთის დამოუკიდებელი მთავრობისთვის, რომ სტატუსი შეუნარჩუნდეს. ჩვენი სავსებით გულწრფელი სურვილია, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გახდეს ადეკვატური და მან ადეკვატური, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში მოქცეული ურთიერთობა დაამყაროს ჩვენთან და ყველა სხვა მეზობელთან. საქართველოს ინტერესი არც ადრე ყოფილა რუსეთის დაშლა და დაბეჩავება, არც ახლაა და არც მომავალში იქნება, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუმცა 30 წელია, რუსეთი ცდილობს, დაგვაჩაჩანაკოს და დაგვაჩოქოს, ქართველები შორსმჭვრეტელი ხალხი ვართ და ბევრად უფრო კარგად გვაქვს განვითარებული სახელმწიფოებრივი აზროვნება, ვიდრე ზოგიერთ მეზობელს. არც მომავალშია ჩვენთვის ხელსაყრელი რუსეთის დაშლა და დაჩაჩანაკება, რადგან ძალიან ბევრი ცუდი პროცესი მოჰყვება ამას.
– ჩვენ ვიცით, როგორი ამბიციაც აქვს პუტინს, ისეთივე აქვს ერდოღანს, ნეოოსმალური იდეოლოგიაა მისი მოქმედების საფუძველი. თურქეთის კეთილშობილებაში რატომ ვართ დარწმუნებული? ერთმორწმუნე რუსეთმა ისეთი ამბავი დაგვაყარა, მტერი რომ არ გაგიკეთებდა. იმის თქმა მინდა, რომ ყველას თავისი ინტერესები აქვს.
– უფრო მეტს გეტყვით, 100 წლის წინათ თურქეთზე რუსეთმა გაიმარჯვა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო დადგა რუსეთის მხარეს და კავკასიაში შემოუშვა რუსეთი, თორემ მანამდე, პეტრე პირველის დროსაც კი, რუსეთი ხარკს უხდიდა თურქეთს. საქმე ის არის, რომ ახლა გარანტია გვაქვს: ერთი მხრიდან არის რუსეთის აბსოლუტურად გაუაზრებელი კავკასიური პოლიტიკა, რომელიც 1989 წლიდან მხოლოდ შურისძიებასა და დამცირებაზეა აგებული, მეორე მხრივ, არის თურქეთის ძლიერი და მიზანმიმართული პოლიტიკა, რეგიონში გაზარდოს თავისი გავლენები. როდესაც რუსი ამბობს, საქართველოში ჯარი იმიტომ შევიყვანე, რომ იქ ჩემი სამხრეთის საზღვარი გადის და არ მინდა, იქ არეულობა იყოს, რომ პრობლემები არ შემექმნას ჩრდილო კავკასიაშიო, თურქეთიც ამბობს, კავკასია არის ჩვენი ჩრდილოეთის საზღვარი და ჩვენს ჩრდილოეთ საზღვართან არეულობა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ პროვინციებს უქმნის პრობლემასო. თურქეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ეთნიკური კავკასიელი ცხოვრობს სწორედ კავკასია-თურქეთის საზღვართან. ამდენად, თურქეთი ვალდებულია, რომ თავისი ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვას თავისი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ამას აკეთებს ჰუმანიტარულად, ტერიტორიებს კი არ იპყრობს, არამედ ის ეხმარება აზერბაიჯანს სამართლიანობის აღდგენაში; ის მზადაა, დაეხმაროს საქართველოს სამართლიანობის აღდგენაში. თურქეთი არ აპირებს არაფრის ოკუპაციას და გარდა ამისა, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს ჩვენი კოზირია, რომ უკვე გვყავს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ-ის სახით. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში მისი როლი ძალიან იზრდება და ჩვენი ფასიც. თუ აშშ საქართველოში გავლენას ორჯერ გაზრდის, მას რუსეთისა და თურქეთის კონტროლის უკეთესი საშუალება ექნება.


скачать dle 11.3