კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 გაყიდულია?

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ დავით გარეჯის ფასი

  რაკი ამ სამყაროში ყველას თავისი პეიზაჟი აქვს (თუმცა საერთო პეიზაჟი მშვიდობაა, რადგან, თუ ცოცხალი ვერ დარჩი, პეიზაჟიც კარგავს აზრს), ამ გაქანებულ რეგიონულ ომშიც, ცხადია, ჩვენთვის უფრო აქტუალური დავით გარეჯის თემაა.
  აქვე გეტყვით, პირადად ჩემთვის კარგა ხანია, ცნობილი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი კომისია ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის, ანუ 1996 წლიდან მოყოლებული  საქართველოსთვის ყველაზე წამგებიანი რუკით მუშაობდა და დოკუმენტების ნაწილი დაკარგული იყო (ესეც ბუნებრივია, იმიტომ რომ რუსები, ცხადია, შეეცდებოდნენ, რაც შეიძლება, მეტი დოკუმენტი გაეტანათ, რომ ურთიერთობები გართულებულიყო, იმას გარდა, რომ შემდგომაც იყო შესაძლებელი ხელისუფლებაში ჩანერგილი აგენტურით ამ საქმის დაგვირგვინება).
  ასეა თუ ისე (ვივარაუდოთ კარგი სცენარი – პროკურატურამ დააგროვა მტკიცებულებები), გასულ კვირას საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურა მათ ბრალს სდებს უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართულ მოქმედებაში და მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციური სპექტრი არ ცნობს აღნიშულ პირებს დამნაშავეებად და გამოძიების მასალებს, ცხადია, არც მე ვიცნობ და ვერც ვერავის ბრალეულობაზე ვიმსჯელებ და ვერც უდანაშაულობაზე, ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ საზღვრის დამდგენი კომისია მუშაობდა რამდენიმე რუკიდან საქართველოს ინტერესების ყველაზე მეტად შემლახავი რუკით, ასევე, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც სსრკ-ის დროინდელ საზღვრებში, რითაც გვაღიარა გაერომ, ჩვენი იყო, ახლა აზერბაიჯანისაა, იბადება კითხვა: როგორ? რასაკვირველია, რეალური ადამიანის ან ადამიანების ხელით. საუკეთესო ვარიანტში – გააკეთა ერთმა და დანარჩენებმა თავი დაიბრმავეს და დაიყრუეს ან დააბრმავებინეს და დააყრუებინეს. რადგან ელემენტარული ლოგიკაა: თუ ყველა პატიოსანია, საქართველოს ინტერესები ვინ შელახა?! ვითომ უცხოპლანეტელებმა?!


скачать dle 11.3