კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№42 ვახტანგ მჭედლიძის პოლიტიკური რაკურსი: რატომ უყვარს გუნდური თამაში და რას აპირებს ის დიდ პოლიტიკაში

ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი

  მისთვის სპორტი და გუნდურობა ნომერ პირველია.  საქართველოს ჰიმნის მოსმენა, როგორც ყოფილ რაგბისტს,  გამარჯვებულის ამპლუაში უყვარს. ამბობს, რომ პარლამენტში მოხვედრა არ სურს  პრივილეგიებისთვის, არამედ სამშობლოს მშენებლობაში ერთი აგურის დასადებად. დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი, კვალიფიკაცია აიმაღლა პრაღაში, ამავე სპეციალობის განხრით.
  შრომისმოყვარე, თავმდაბალი, წარმატებული, მეოჯახე – ეპითეტები, რომლითაც „თავისუფალი დემოკრატების“  ახალგაზრდა ლიდერს, ვახტანგ მჭედლიძეს ახასიათებენ. როგორია  ვახტანგ მჭედლიძის პოლიტიკური დღე სხვა რაკურსით და ჩარჩოების გარეშე.
– ბატონო ვახტანგ, როგორ იწყება თქვენი დილა, ჩაი თუ  ყავა?
– არცერთი. ფორთოხლის ნატურალური წვენი. ყავა არ მიყვარს, გულს მიჩქარებს, ჩაი უფრო საღამოს მირჩევნია.
საჭეს თვითონ მართავთ?
– კი, ძირითადად, თავად. იშვიათად, მეგობარი წამომყვეს, როცა უფრო ხანგრძლივი გადაადგილება  მჭირდება.
– საცობები?
– არ მითხრათ. ეგ საყოველთაო პრობლემაა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მანევრირებაც მახასიათებს.
– რას გართმევთ პოლიტიკა და წინასაარჩევნო პერიოდი?
– დროს და დროს! თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემთვის ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია და ენთუზიაზმი – იმდენად მაღალი, რომ ამას დიდად ვერ ვგრძნობ. მიყვარს ჩემი საქმე და მინდა, ჩემს მეგობრებთან ერთად პატარა წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარების საქმეში. ვცდილობ, ეს ფრაზები ფრაზებად არ დარჩეს, არ მიყვარს სიტყვებით ბაქიაობა და მინდა, როგორც სხვა საქმიანობაში, აქაც ვაჩვენო, რომ შემიძლია!
– ბატონო ვახტანგ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
– სიმართლე გითხრათ, პოლიტიკა არასოდეს ყოფილა ჩემი იდეაფიქსი. თუმცა, ზოგადად, როცა საქმე ეხება ქვეყანას და სამშობლოს, ცოტათი სენტიმენტებიც
კი მაწვება. სპორტული ცხოვრების დროსაც კი, როდესაც გამარჯვების კვარცხლბეკზე საქართველოს ჰიმნს ვისმენდი ხოლმე, სულ სხვა ემოციები მაწვებოდა. ამიტომაც, გარკვეულ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარების საქმეში. თავი მხოლოდ და მხოლოდ კულუარებში წარმომედგინა, მაგრამ ვითარებამ მოიტანა და პოლიტიკის წინა პლანზე აღმოვჩნდი. როდესაც ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი იყო, ლაგოდეხის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვიყარე კენჭი და საკმაოდ წარმატებულადაც. შედეგები იმდენად მაღალი იყო, რომ უბნები საერთოდ  დამიხურეს, ბიულეტენში არ შემიყვანეს. შემდეგ მოხდა ის, რომ პარტიულმა ლიდერებმა და სახეებმა პარტია დატოვეს და ეს ახალგაზრდა ბიჭი პარტიის გამგეობაში დავრჩი. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდი შალვა შავგულიძის ასეთ ქმედებას, ასე უმოტივაციოდ და მუხანათურად ზურგში ლახვარის ჩარტყმას. მას მე მამაშვილურად ვუყურებდი და მჯეროდა მისი.  თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, თუკი პარტია გაიწმინდება ასეთი ადამიანებისგან, რომელთაც, როგორც ჩანს, ვინმესთან გარკვეული ანგარიშგებები და ვალდებულებები აქვთ.  
ახლა უკვე ჩვენ სრულიად სუფთა ხელებით ვაკეთებთ ამ პარტიას, რომელსაც მართლაც დემოკრატიული, ახალი პროდასავლური საწყისები აქვს და მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძლებთ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნდობის მოპოვებას. მინდა, ცალსახად ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს, რომ ნომერი 25 – ეს არც ნაცებია, არც – ქოცები, ეს ახალგაზრდების, მშრომელი და ენთუზიასტი იდეალისტების პარტიაა, რომელთაც სურთ ქმედითი, მუშა პარლამენტი, სადაც დეპუტატები ხელფასს კი არ აიღებენ და მხოლოდ ტენდერების „დასაკრიშად“ კი არ ისხდებიან, არამედ კონკრეტული  პროექტებისა და საზოგადოების სოციალური დონის გასაუმჯობესებლად იმუშავებენ. ჩვენ უკვე გვაქვს გაწერილი ყველა მიმართულების სამოქმედო გეგემა. მე ვკურირებ სპორტულ და სოფლის მეურნეობის თემებს, დევი ტაბიძე – სამედიცინო სფეროს,  სხვა ჩვენს პარტიაში – ეკონომიკურ და საერთაშორისო მიმართულებას, ყველა იმ საქმეს ვაკეთებთ, რაც გვესმის და გვიკეთებია. მე, პირადად, ლაგოდეხის რაიონში არაერთ ადამიანს, წვრილ მეწარეს დავხმარებივარ, მის მიერ მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის სუფსიდირება მიეღო, ან ბაზარზე მსყიდველუნარიანი კლიენტი მიგვეყვანა მისთვის. უკვე წარმომიდგენია, როგორი ვიქნები პარლამენტში, რას ვიტყვი, როცა პირველად ჩამირთავენ მიკროფონს. როგორ უნდა მივეხმარო ხალხს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალგაზრდა, გაუსვრელი ადამიანები უნდა მოვიდნენ, რომელთაც ბოლო 30-წლიანი პოლიტიკის კვალი არ  ეტყობათ და მხოლოდ ტელეეკრანებზე გამოჩენა და პოლიტიკის ბიზნესად ქცევა არ აქვთ თვითმიზნად.
– თქვენი მეუღლე, ცნობილი და წარმატებული ტელეწამყვანი გვანცა დარასელია,  როგორ შეხვდა მეუღლის პოლიტიკურ იმიჯს?
– სიმართლე გითხრათ, ადრეც სულ საქმიანი ცხოვრება მქონდა და ეს მისთვის უცხო არაა. გვანცა ჩემი თანამებრძოლი და აქტიური მხარდამჭერია. მე ვამაყობ  გვანცას საქმიანობით, მისი წარმატებებით. უბრალოდ, მინდა ვაღიარო, რომ ცოტათი ნერვიულობს იმ ფაქტით, რომ იცის ჩემი ხასიათი – ყველაფრის ბოლომდე მიყვანა მიყვარს, რომ ჩემს თანამებრძოლებს ვერ დავაღალატებ, სიტყვას ვერ გავტეხ და ვალდებულებები უნდა შევასრულო. ამისთვის კი ძალიან ბევრს ვიშრომებ და ვინერვიულებ!
– შვილებისთვის დრო, ალბათ, იმდენი ვეღარ გრჩებათ...
–  მაინც ვცდილობ, ჩემს ოჯახს არ მოვწყდე. ჩემს ვაჟთან, ერეკლესთან ერთად, ფეხბურთზე დავდივარ, რაგბი არ აირჩია და ჩვენ ხომ დემოკრატები ვართ, არ ჩავრეულვარ (იცინის). ლილესთან ერთად კი საღამოობით ვატარებ დროს  და ეს ყველაზე დიდი რელაქსია ჩემთვის. ზოგადად, ოჯახი ჩემთვის მთავარი ფასეულობაა. როდესაც ადამიანს ოჯახში გაქვს წესრიგი, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, ის პოლიტიკაზეც აისახება და ქვეყნის მდგომარეობაზეც.  მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ბედნიერი ოჯახი იყოს!

скачать dle 11.3