კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 უმალავენ თუ არა გიორგი ნაზღაიძეს შვილს და რამდენად შესაძლებელია მისი მოხიბვლა ძვირად ღირებული საჩუქრებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„სასიამოვნო ავადმყოფობა“ რამდენჯერმე გამოსცადა, თავს საინტერესო, დაძაბული, რთული და იმავდროულად, ბედნიერი მოგონებები გადახდა. „ჰეფი ენდით“ არცერთი დასრულებულა, თუმცა ეს ამ გრძნობასთან გაუცხოების მიზეზი არ გამხდარა.
გიორგი ნაზღაიძე: ვთვლი, რომ სიყვარული ავადმყოფობაა, მაგრამ არა ცუდი. ეს ის ავადმყოფობაა, რომლის გარეშეც ცუდია და რომელთან ერთადაც ძალიან კარგია ცხოვრება. ეს ის დაავადებაა, რომლითაც ბედნიერი ხარ. ხშირად გავნებს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, რომ ერთადერთხელ შეიძლება, გიყვარდეს და მეორედ და მესამედ აღარ განმეორდება. ეს გრძნობა ზოგს სამჯერ ეწვევა, ზოგს – არც ერთხელ. იყო ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარულები, ზოგი კარგად დამთავრდა, ზოგი – ცუდად, მაგრამ ჩემს გულსა და მოგონებებში დაილექა და სამუდამოდ დარჩა. შეიძლება, ურთიერთობა ცუდადაც დასრულებულა, მაგრამ ერთად ყოფნის პერიოდი ჩემთვის სასიამოვნო მოგონებად იქცა.
– გახსოვს, პირველად რომ შეგიყვარდა?
– მახსოვს, რომ პატარა ვიყავი და აგარაკზე შემიყვარდა გოგო, სახელად – ანი. საპასუხოდაც იგივე მივიღე, ერთმანეთს გამოვუტყდით გრძნობებში, ვსეირნობდით ერთად და მზესუმზირას ვჭამდით. ძალიან მაგრად მახსენდება ის ყველაფერი.
– წარსულში მატერიალური პრობლემების შესახებ არაერთხელ გისაუბრია. გოგონებთან ურთიერთობაში ეს გაკომპლექსებდა?
– ცხოვრებაში არავის არაფერს ვუმტკიცებ, არც ერთი ტიპის ურთიერთობაში. როგორიც ვარ, ისეთი თუ მოვეწონები ადამიანს, ძალიან კარგი. ფინანსური თუ სხვა საშუალებებით თუ დამჭირდა ვინმესთვის დამტკიცება, რომ ის ჩემთვის ძვირფასია ან მე რაღაცას წარმოვადგენ, მე ის გიორგი ნაზღაიძე აღარ ვიქნები. მგონია, რომ ადამიანებმა ნივთებითა და ფულით არ უნდა იყიდონ სხვების გრძნობები.
– დღეს როგორი რეაქცია გაქვს, თუ ქალი საჩუქრებით ცდილობს შენი გულის მოგებას?
– ადამიანს თუ უნდა, საჩუქარი გაგიკეთოს, აკეთებს – ეს მისი სურვილია. მაგრამ მე რომ ვინმეს დავაძალო, ასე არ ხდება. მეც მიჩუქებია გულით ადამიანისთვის საჩუქარი და გულით ნაჩუქარი თუ გინდა, აუცილებლად უნდა აიღო. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ძალიან კარგი, თუ ვინმე ძვირად ღირებულს მაჩუქებს, რატომაც არა, მივიღებ, მე არავისთვის არ დამიძალებია (იცინის).
– ძვირად ღირებული საჩუქრებით შესაძლებელია შენი გულის მოგება?
– თუ ადამიანის მიმართ უარყოფითად ვარ განწყობილი, საჩუქარი კი არა, მისი გამარჯობაც არ მინდა (იცინის). თუ დადებითად ვარ განწყობილი, რატომაც არა. თუ ადამიანი მინდა, საჩუქარს არ აქვს მნიშვნელობა. არ დავმალავ, ყოფილან ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, რომლებსაც ჩემთვის ბევრი საჩუქარი გაუკეთებიათ, არაერთხელ სცადეს ჩემი გულის თუ სხეულის მოსყიდვა. მაგრამ როდესაც ვინმე ჩემს მოსყიდვას სხვადასხვა ნივთით ცდილობს და რატომღაც ჰგონია, რომ ასე მოიგებს ჩემს გულს თუ სხეულს, ძალიან ცუდად მთავრდება ეგ ამბავი.
– ქალებთან ურთიერთობაში როგორი ხარ? შორიდან ძალიან „სწერვა“ ბიჭის იმიჯი გაქვს. მახსოვს, ჯერ კიდევ წლების წინ, რეალითი შოუებში მონაწილეობის დროს, ლაპარაკობდნენ, რა ცუდად იქცეოდი გოგონებთან და რა ცუდი ბიჭი იყავი ამ თვალსაზრისით.
– ვიღაცებს შორიდან, ბოდიში და, „ახვარი“ და „სწერვა“ ვგონივარ. ვინც ჩემზე ამას ამბობს, პირადად არ მიცნობენ. ვინც მიცნობს, იგივეს ვერ იტყვის. იმიტომ კი არა, რომ ეშინიათ, ვინც ახლოს მიცნობს, ყველა ხვდება, რომ საერთოდ სხვა ადამიანი ვარ. მე რომ ყველას არ ვუღიმი, ყველას კისერზე არ ვეკიდები და არ ვეუბნები, რომ ძალიან ლამაზი, საყვარელი და ნიჭიერია, როგორც ცნობილი სახეების ნახევარზე მეტი, ტყუილი კომპლიმენტებით რომ ერთმანეთს ეტენებიან, ეს არ ნიშნავს, რომ მე ძალიან ცუდი ტიპი ვარ. მე, უბრალოდ, არ მიყვარს ტყუილი. თუ ადამიანს კომპლიმენტს ვეუბნები, ესე იგი, მართლა ასე ვფიქრობ. მთელმა ერმა რომ უთხრას ვინმეს, „რა ლამაზი ხარო“, მე თუ ასე არ ვფიქრობ, არ გავიმეორებ. ჯერ ერთი, კარგად არ გამომდის ტყუილი და არც ასე ცხოვრება შემიძლია. ძალიან მეცოდებიან ის ცნობილი სახეები თუ არაცნობილები, მთელი დღე რომ რაღაც, ძალიან კარგი, ყველასთვის მოსაწონი ადამიანის როლებს თამაშობენ, ყველას რომ გამარჯობისა და კონპლიმენტის თქმას ასწრებენ. წარმოიდგინეთ, როგორი უბედურები მიდიან სახლში, იქ იხსნიან ნიღაბს და რეალურები ხდებიან. მირჩევნია, ადამიანებს ასეთი ვეგონო, ვიდრე მათთვის „კოჭი ვაგორო“ და ყველას უაზროდ ვუთხრა, რომ მიყვარს. ტყუილია, ხალხო, ჩვენ, ყველას არ გვიყვარს ერთმანეთი. არ ვამბობ, რომ გვძულს, მაგრამ დღეს ისე გავაბანძეთ და გავაუბრალოეთ ეს სიტყვა, რომ ფასი დაკარგა. ადრე ადამიანი რომ ადამიანს ეტყოდა, მე შენ მიყვარხარო, ამას ძალიან დიდი ძალა ჰქონდა. მირჩევნია, ვისაც ვეტყვი, რომ მიყვარს, რომ ნიჭიერი, თუ კარგად ჩაცმულია, იცოდეს, რომ ნამდვილად ასე ვფიქრობ. არ მიცხოვრია ასე და არც ვაპირებ. ბევრი წავაგე ამის გამო, მაგრამ ასე მირჩევნია. რაც შეეხება რეალითი შოუებში გოგოებთან ცუდად მოქცევას, ამ შოუს ერთი გამარჯვებული ჰყავს და იქ ბრძოლა მიდის თანხისა და წარმატებული კარიერისთვის. თუ იქ თითოეული მონაწილის ყველაფერს გაითვალისწინებ, ნიშნავს, რომ უნდა წააგო. ესაა ბრძოლა პირველობისთვის, სადაც სქესს, ნაკლსა და ასე შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს. თუ დაინახავ, რომ გარეთ მოვექეცი ქალს ცუდად, მაშინ – კი, ბატონო. პროექტში, როგორც მე – ბიჭი ვიქცეოდი ცუდად, ასევე მანდილოსნები იქცეოდნენ ძალიან არასწორად.
– მიუხედავად იმისა, რომ შენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასიყვარულო ისტორია ბედნიერად არ დასრულდა, მგონია, რომ მაინც ძალიან გაგიმართლა, ეს ყველაფერი რომ თავს გადაგხდა.
– ამ ისტორიაში ჩვენ ექვსი წელი ვიყავით და ერთად ვიზრდებოდით, ერთად გაგვქონდა თავი. სიყვარულის გარდა, მეგობრობა ვისწავლეთ, პატიება და გაბრაზების გადალახვა. მე ვიყავი სიგარეტის გამყიდველი ბიჭი, რომელიც მას ბევრ რამეს ვერ სთავაზობდა. აღვიქვამდი რეალობას და არც მქონია მომენტი, რომ იმაზე მეტად მომეჩვენებინა თავი, რაც ვიყავი. მე ბედნიერი ვარ სხვისი ბედნიერებით, მეგობარი იქნება, საყვარელი ადამიანი თუ ვინმე სხვა. მე ვიცოდი, რომ მისი იტალიაში წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველო ახალი განათებულია და მით უმეტეს, ევროპაში ცხოვრება და სწავლა ხომ - წარმოუდგენელი. 90-იანებიდან ჯერ ვერ გამოსულ საქართველოში რომ ადამიანს ამხელა შანსი ეძლევა, გზა გაიკვალოს, თუ გიყვარს, შენ ხელი არ უნდა შეუშალო. ეს ურთიერთობა არ დასრულებულა მისი წასვლისთანავე. ის რომ წავიდა, მე რეალითი შოუში შევედი, რომ მომეგო თანხა და მასთან ჩავსულიყავი. მაგრამ შემდგომ ეს ისტორია დასრულდა, რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ ჩვენ-ჩვენი გზისთვის უნდა მიგვეხედა. თუმცა, ძალიან დიდი გამოცდილება დამიტოვა. ასე ვიზრდებით ადამიანები.
– კიდევ ერთი ამბავი გაქვს, რომელიც სერიალის სცენარს ჰგავს და ცოტა რთულად დასაჯერებელია, რომ დღეს შეიძლება, მსგავსი რამ მოხდეს.
– ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა თავის ნიშნობითა და ოჯახებში გადაპატიჟება-გადმოპატიჟებით. იყო თაფლობის თვეც, მაგრამ შემდგომ ეს ურთიერთობა დასრულდა. როდესაც ორი ძლიერი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, ვერ უგებენ, რადგან ორივეს პირველობა უნდა.
– მხოლოდ ეს არ იყო. ოჯახიც წინააღმდეგი იყო და მკითხავებთანაც დადიოდნენ თქვენს დასაშორებლად.
– როდესაც თაფლობის თვე გვქონდა, თვითონ თქვა, რომ მისი დები იყვნენ ჩემი წინააღმდეგები. ძალიან მეგოიმება ეგ ოჯახი, მკითხავებში რომ დაიწყებენ სიარულს, მექაჯება მსგავსი რამეების კეთება. ცოტა ხნის წინ ისიც კი მითხრეს, ვისთან იყვნენ ჩვენი ურთიერთობა რომ დასრულებულიყო (იცინის). ცუდად დასრულდა, ისტერიკებითა და მთელი ამბებით.
– დასრულდა, მაგრამ გაგრძელება მოჰყვა.
– ბავშვის თემა, რომელიც დღემდე გაურკვეველია. დეენემის ანალიზს არ მაკეთებინებენ. არაერთი გადაცემაც მზადდებოდა ამ თემაზე, სადაც „დეენემის“ ანალიზი უნდა გაკეთებულიყო, რაზეც უარი თქვეს, წამყვანს დაემუქრნენ სასამართლოთი და მერე გადაცემა ჩავხსენი. იმიტომ არა, რომ მათ უნდოდათ ასე, უბრალოდ, მარტო ერთი მხარე – მე ვსაუბრობდი.
– ყველაფერს მართლა ვერ გამოიტან საჯაროდ, მაგრამ მგონია, რომ ცოტა შენც პასიურობ. არ არსებობს სამართლებრივი გზა, რომ ამ გაურკვევლობას ბოლო მოეღოს?
– ყველაფერი საჯაროდ ნამდვილად არ გამომაქვს, არც ვსაუბრობდი ამის შესახებ, მაგრამ თბილისი არაა დიდი და მაინც გამჟღავნდა. რეალურად, მე, ადვოკატებთან ერთად, ყველა დეტალი გავიარე და ვიცი, რომ ამერიკაში დაბადებულ ბავშვთან, რომელსაც დოკუმენტებში ამერიკელი უწერია, უძლური ხარ, აქედან ვერ იბრძოლებ.
– ანუ, ამ ადამიანების კეთილი ნების გარდა, სხვა გზა არ გაქვს?
– არა და შევეშვი კიდეც, ხელები ამიწევია. ცხოვრება გრძელდება, ვერაფერს ვიზამ. ბავშვი ახლა, დაახლოებით, 7-8 წლის უნდა იყოს. მე ერთი „დეენემის“ ანალიზს ვითხოვდი, რომელზეც დედამისისგან ისტერიული ღნავილი და სასამართლოებით მუქარები მივიღე. რატომ? თუ რაღაც არასწორს ვამბობ? აღარ მადარდებს ეს, მჯერა, დრო ყველაფერს მიხედავს და თავის ადგილას დაალაგებს. რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება.
– ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– აღარ ვსაუბრობ ამ თემაზე, მირჩევნია, ჩემთვის შევინახო. თუ რამე იქნება, საბოლოო ჯამში, გაიგებს ხალხი.
– როგორი დამოკიდებულება გაქვს ქორწინებისადმი?
– არასდროს მიყვარდა დიდი ქართული ქორწილები, უაზრო ღრეობა და გაუკვეველი შორეული ნათესავები. კიდევ კარგი, მე მხოლოდ ახლო და ძალიან რომ მიყვარს, ისეთი ნათესავები მყავს. ცოტანი, მაგრამ ბედნიერები ვართ. მე უფრო მეტად ცივილიზებული ქორწილი მომწონს, სადაც საჭმელად კი არა, გასართობად და ბედნიერების გასაზიარებლად მოვლენ, თანამედროვე, „აზრზე მოსული“. არც ფულის მოსატანად დაპატიჟებული ხალხი მხიბლავს.

скачать dle 11.3