კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№41 რამაზ ნოზაძე: ბევრი რაღაც მაქვს სანანებელი ცხოვრებაში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: რამაზი.
გვარი: ნოზაძე.
პროფესია: სპორტსმენი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– დიდი ხანი ვწოვდი ძუძუს და 3-4 წლიდან მახსოვს სიტყვები: „ძუძუ ცოტა ხანი...“
მშობლების როლი...
– უდიდესი. ჩემს ჩამოყალიბებაში 99 პროცენტი მათი დამსახურებაა.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ყოველთვის სპორტსმენი მინდოდა, ვყოფილიყავი, რომ ჩემი სამშობლო მესახელებინა. მამა მოჭიდავე იყო და საერთოდ, სპორტული ოჯახი გვქონდა. მეც, მათი ცხოვრების სტილს რომ ვუყურებდი, მომწონდა. ბავშვობაში რამდენიმე სპორტის სახეობა გამოვიცვალე. მერე მამამ მომკიდა ხელი და მითხრა: ეს არის შენი ადგილიო და მიმიყვანა ჭიდაობაზე ოთარ ტატიშვილთან.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას. მე როგორი ერთგულიც ვარ ჩემი მეგობრის მიმართ, მათგანაც იმავეს ვითხოვ. როგორც მე ვექცევი მათ, ისე უნდა მომექცნენ მეც.
– ბედისწერა...
– არსებობს და მჯერა, რომ ბევრი რამ დაწერილია.  ჩვენ თუ წინასწარმეტყველებების გვჯერა, მაშინ იმისიც უნდა გვჯეროდეს, რომ ადამიანები რაღაცის გამო ვართ დედამიწაზე მოსულები. მთელი ცხოვრება შეიძლება არა, მაგრამ  მნიშვნელოვანი მომენტები გაწერილია. ღმერთმა მოგვცა გზა და როგორ გამოვიყენებთ მას ჩვენზეა   დამოკიდებული, როგორ მივალთ სწორ წერტილამდე და ავირჩევთ თუ არა უფლის გზას. ჩვენში შინაგანად მიდის ამ საკითხზე ბრძოლა.
–  მწამს...
– მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის, სხვა დანარჩენი – არაფერის.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთი არის ყველაფერი: სიყვარული, სამყარო, ჰაერი...
– მაკვირვებს...
– გაკვირვებით ვერაფერი გამაკვირვებს, უბრალოდ, მაწუხებს ის, რომ ახალგაზრდები ძალიან ცუდად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილი, ის, რომ ძალადობამ დაისადგურა ჩვენს ქვეყანაში და ძალადობენ: ქალებზე, ცოლებზე, დებზე, დედებზე... მაღელვებს ის, რომ ბევრი გაჭირვებულია გარეთ და  უამრავ ადამიანს ვხედავ ურნებთან. მინდა, ეს მომენტები აღარ იყოს და ყველა ბედნიერი სახით დადიოდეს.
– ვრისკავ...
– ხშირად, თუმცა არ მიყვარს უაზრო რისკები. ზოგადად, ყველა სპორტსმენი  რისკიანია. არ ვარ იმ რისკის მომხრე, რომელიც სხვას აზიანებს. როცა ვიცი, რისკი გამართლებულია და ის არავის ავნებს, მაშინ აუცლებლად ვრისკავ.
– დრო და სიყვარული...    
– სიყვარული არ ქრება. გრძნობა, რომელმაც გადაგადგმევინა ნაბიჯი და შენი სიყვარული შენს მეორე ნახევრად გახადე, როგორ უნდა გაქრეს. არის მომენტები, როცა ვეღარ უგებენ და შორდებიან, მაგრამ მე ავირჩიე ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი, რომელიც იმდენი ხანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, რამდენსაც ვიცოცხლებ. ჩვენი სიყვარული კი არ გახუნდება, პირიქით – გაძლიერდება. ამ სიძლიერეს ვხედავ შვილების ყოლაში, მათ გაზრდაში, მზრუნველობაში. წლებთან ერთად, ეს გრძნობა ისე გაიზრდება, რომ წარმოუდგენელი ზომის გახდება.
– იდეალური ქალი...
– ჩემთვის იდეალური ქალი არის ჩემი ხატია სიჭინავა, ჩემი მეუღლე. მე მოხუცი ხატიაც წარმომიდგენია, ვიცი, როგორი იქნება და მერეც ასეთი ურთიერთობა მექნება მასთან. ჩვენ ერთმანეთისთვის გავხდით  ყველაზე მაგარი შეყვარებულები,  ძმაკაცები, ახლობლები. თანაცხოვრება რომ გავწელოთ და შორს გავიხედოთ, 30 წლის მერე ყველაფერი ხომ შეიცვლება, ჩვენც აღარ ვიქნებით ახალგაზრდები და წარმოვიდგინოთ, ვისთან ერთად ვიქნებით უკეთესად, ცოლთან, თუ მარტო? რომელი სჯობს, ცოლთან ერთად გადალახო ყველა დაბრკოლება, თუ მოილიო თაფლობის თვე, სიყვარული, მერე გაშორდე, მოიყვანო მეორე, მესამე ცოლი, მაგრამ მაინც ვერ ააწყო ურთიერთობა და სიბერეში მარტო დარჩე? ბებერი კიდევ არავის აღარ უნდიხარ. რა თქმა უნდა, ჯობს თქვენს არჩევანთან იყოთ, რომელიც ცხოვრების მეორე ნახევარი გაიხადეთ, დაუახლოვდით მას და ერთმანეთს მიეცით ძალა, იმედი. წლები რომ გავა,  ურთიერთობა მერე უფრო მაგარი იქნება, ბევრად ტკბილი.
– ის, რაც უპატიებელია...
– ტყუილი არ მიყვარს, ვერ ვაპატიებ ვერავის. მცირე ხუმრობით შეიძლება, მაგრამ დიდი ტყუილი ჩემთვის მიუღებელია. ადამიანი ერთელ რომ მომატყუებს,
მასთან ვეღარ ვიქნები.
– ვეჭვიანობ...
– არა, პირდაპირი ადამიანი ვარ, თუ რამე არ მომწონს, მირჩევნია, ვუთხრა და მანაც მიპასუხოს. გულში არაფერს ვიტოვებ. ხატიასთანაც, როცა რაღაც არ მომეწონება, იქვე ვეუბნები. კითხვებს პასუხი რომ გაეცემა, მერე  ყველაფერი ლაგდება.
– ღალატი...
– ცხოვრების განმავლობაში იმდენ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომ თითოეულ ჩვენგანს განუცდია ეს შეგრძნება.  ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ღალატი და მსგავსი მომენტი, ასეთ დროს იმ ადამიანს ვეუბნები: წადი! და ამით ვამთავრებ ყველაფერს.
– შემშურებია...
– თეთრი შურით ახლაც მშურს...
– სამაგიერო გადამიხდია.
– არავისთვის. კონფლიქტი მქონია, ბუნებრივია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრისთვის მიპატიებია, გამიშვია თავის გზაზე. ღმერთის სიტყვას დიდ პატივს ვცემ. როგორ გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებულია. იესომ თქვა: გიყვარდეს მტერი შენიო და აქ უკვე ყველაფერი ნათელია. როცა გაუგებრობა იქნება, ჯობს, იმ მომენტს გაშორდე, რადგან შეიძლება, უფრო დიდი ტრაგედია დატრიალდეს. მკითხეს, დედა რომ შეგაგინონ, რას იზამო. ვიღაც მთვრალი, გადარეული რომ გადამეკიდოს და მართლა შემაგინოს, რას ვიზამ და ვუპასუხებ: ღმერთმა შეგინდოს-მეთქი. განა რამის შემეშინდება ან ვერ დავარტყამ, უბრალოდ, ამას რაც მოჰყვება, ეგაა მთავარი. მერე იტყვიან, რამაზ ნოზაძემ დაარტყა, სცემა და აი, მოძალადე არისო. ძალადობა მარტო ცემა კი  არ არის, არამედ გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება, ვინმეს რამე დაუშავო. როცა სპორტული ცხოვრება დავიწყე, ჩემში მოვკვეთე ძალადობა, რადგან მე კარგად ვიცი, როგორ დავაზიანო ჩვეულებრივი ადამიანი. ეს რომ გარეთ გამოვიყენო იმაზე ცუდი ტიპი ვიქნები, ვინც დედას მაგინებს. ამიტომ ყოველთვის ჯობს, აპატიო და გაუშვა.
– ბოდიშის მოხდა...
– არასდროს მიჭირს. უნდა იცოდეს ადამიანმა ბოდიშის მოხდა.  მომიხდია ბოდიში იმის გამო, რომ ჩემს მეგობარს სწყენია. მივსულვარ მასთან და მითქვამს: ძმაო, ბოდიში.  ეს  გამარჯვების ტოლფასი, სასიამოვნო შეგრძნება იყო.
– ვნანობ...
– ბევრი რაღაც მაქვს სანანებელი, თუმცა რას ვიზმათ, ცხოვრება გრძელდება და უკან არ ვიხედებით, წინ მივდივართ.
– ვზარმაცობ...
– როცა თავისუფალი დრო მაქვს, აი, ამ დროს მართლა ძალიან მიყვარს ზარმაცობა. როცა შვილები დაპურებულები არიან, საქმე გაკეთებულია, ამ დროს თავს უფლებას ვაძლევ, დავისვენო. ჩემი სიზარმაცე არის „დაჩაზე“ მეგობრებთან განტვირთვა: მწავდი, ლუდი, ღვინო...
– არასოდეს დამავიწყდება...
– ჩემს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი, რომლის მერეც ძლივს დავბრუნდი სპორტში, დიდი ტრავმები მქონდა. სწორედ, ამ დროს პირველი დიდი შეჯიბრება მომიწია – ევროპის ჩემპიონატი, სადაც ფინალში გავედი და  შვედ სპორტსმენს, ვიკინგს შევხვდი, უძლიერესი იყო. 1:1-ით მივედით ბოლო წუთამდე. ამ შეხვედრიდან, სწორედ, ეს ბოლო ერთი წუთი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.  მაშინდელი წესების მიხედვით, აგდებდნენ წითელ და ლურჯ მონეტას, რომელი სპორტსმენის მონეტაც დაეცემოდა, ის იწყებდა პირველ მოქმედებას. მომივიდა პირველი მოქმედება. ვერ გავუკეთე ვერაფერი და ერთი ქულა მას მისცეს. მომდევნო მოქმედება მოწინააღმდეგეს ეკუთვნის, მე კი თავი უნდა დავიცვა. ერთხელ წამიღო ხელი და დავიცავი თავი, მეორედ კი მთელი ძალით დამაწვა მარჯვენა მხარზე, ამ დროს გავიგე იარაღის გასროლის ხმის მაგვარი და მკლავი დაბლა ჩამომივარდა. ეს იყო ძვლის ხმა. ძვალი ამოვარდა და შემდეგ ოპერაცია დამჭირდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც მე მოვიგე. სასწაულ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ გამარჯვებამ სულ დამავიწყა ტკივილი და მომენტიც არის დაჭერილი, როცა პირჯვარს ვიწერ და მხარს ვკოცნი, მადლობას ვუხდი გაძლებისთვის.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– 2005 წელს, როდესაც  ავტოსაგზაო შემთხვევა მომივიდა და  ჩემი უახლოსეი ძმაკაცი  გარდაიცვალა. ამის შემდეგ ძალიან შევიცვალე, სულ სხვა ადამიანი გავხდი. რომ არა ადამიანები, რომლებიც გვერდში დამიდგნენ, არ ვიცი, დღეს ვინ ვიქნებოდი...
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ჩემმა მწვრთნელმა, ოთარ ტატიშვილმა მირჩია: სწავლა სიკვდილამდეო!

скачать dle 11.3