კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 პანჩო: ბინას გავყიდი, მერე, ალბათ, ქვეყნიდან წავალ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მუსიკოსი პანჩო (ლევან მგალობლიშვილი), ისევე როგორ ბევრი სხვა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, უმუშევარი დარჩა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის მიწისქვეშა გადასასვლელში მღერის.
პანჩო: აქვე ვცხოვრობ, ბუკიას ბაღთან. პირველად არ მიმღერია მიწისქვეშა გადასასვლელში. როცა კარგ ხასიათზე ვარ, ჩავდივარ და ვმღერი. რადგან პანდემიის გამო კონცერტები შეიზღუდა, მუსიკოსები, რომლებიც ამ საქმით ცხოვრობდნენ, უსაქმოდ დარჩნენ და შინაგანი სურვილი აქვთ, სადმე გამოვიდნენ და იმღერონ. მეც ეგეთი სურვილი მაქვს. რომ გავივლი და ვხედავ, ადამიანი უკრავს და მღერის, მეც მიჩნდება სურვილი, გვერდით მივუჯდე და იგივე გავაკეთო. ნებისმიერ მომღერალს შეუძლია ამის გაკეთება.
– ბევრისთვის მოულოდნელი იქნებოდა თქვენი იქ დანახვა.
– ალბათ, მოულოდნელი იყო, ქუჩაში ვიდექი და ვმღეროდი. სასიამოვნო იყო ჩემთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მომისმინა. მოკლებულები არიან ამ სიამოვნებას. კონცერტები აღარ იმართება. სიმართლე გითხრათ, მიწისქვეშა გადასასვლელში სიმღერით ოცნება ავისრულე. ბუკიას ბაღში ერთი სახლი დგას, რომელშიც პატარა გოგო ცხოვრობდა. მაშინ მეც ბავშვი ვიყავი და ამ გოგოსთან სიყვარული მაკავშირებდა. მაშინ ვოცნებობდი, ხელში გიტარა ამეღო და ბაღში ამ გოგოსთვის მემღერა (იცინის). ამიტომაც, ახლა, თითქოს, ოცნება ამიხდა – ბუკიას ბაღში ვიმღერე (იცინის).
– ეს საქმე ბევრი ადამიანისთვის შემოსავლის წყაროა.
– სადაც მე ვიმღერე, იქ ყოველდღე არაჩვეულებრივი ბიჭი ზის და მღერის, ხურდაც უყრია და ალბათ, ამით ცხოვრობს. შეიძლება, ისეთი დრო დადგეს, მეც ქუჩაში დავდგე, ვიმღერო და წინ ქუდი დავიდო. სხვა გამოსავალი მართლა არ ჩანს, მომავალისკენაც რომ ვიხედები, დამამშვიდებელს ვერაფერს ვხედავ. რომ დაველოდო, ვერც ვერავინ მეუბნება, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, შეიძლება, ჩემი მომავალი მართლა ქუჩაში სიმღერა გახდეს. ისედაც რთული მდგომარეობა გვქონდა და პანდემიის გამო საერთოდ მოკვდა ყველაფერი. ის ხალხი, რომელიც ამ საქმით ვიყავით დაკავებული, მშივრები დავრჩით. სასწრაფოდ რაღაც არის მოსაფიქრებელი. მე შემიძლია, ჩავიდე ბუკიას ბაღში, აპარატურა ვიქირაო და ვიმღერო, მაგრამ რომ გამოვაცხადო, მოდით, მომისმინეთ-მეთქი, ამის უფლება არ მაქვს, ხალხის შეკრება ხომ არ შეიძლება?! ქუჩაში ადრეც მიმღერია, ფულის გამო არა, მაგრამ გავხალისებულვარ. გამვლელებიც სახეზე რომ მცნობენ, იუმორით მიუღიათ. როცა ხედავენ, ცნობილი მუსიკოსი ქუჩაში ზის და გიტარაზე უკრავს, ყველასთვის სასიამოვნოა და დადებითი ემოციები მოაქვს.
– როცა თავის კარიერა აქვს, კონცერტებს მართავს ბევრს უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა.
– პირადად მე არც გამიფიქრია, ქუჩაში დაჯდომა და სიმღერა ხომ არ ტეხავს-მეთქი. კორონას დროს, პირველი პერიოდი სახლში ვიყავით ჩაკეტილები. ერთკუპლეტიან სიმღერებს ვწერდი, რაც მომდიოდა თავში. ამით ვიხალისებდი თავსაც და ჩემს მეგობრებსაც – სოციალურ ქსელში. კორონასაც მივუძღვენი რამდენიმე სიმღერა იუმორით და პირიქით. მენატრება მსმენელთან შეხვედრა.
– ახლა რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
– თქვენ რომ სამსახურიდან გამოგიშვან, მინიმალურ თანხას მაინც მოგცემენ. ხელოვან ადამიანებს არ აქვთ ასეთი სამსახურები. რესტორნებში უკრავენ, მღერიან, საღამოებს აკეთებენ, ამიტომ სულ ნულზე დავრჩით. ძალიან მტკივა გული და ვერც წინ ვხედავ რამე დამაიმედებელს, რისკენაც უნდა მივისწრაფვოდეთ. ცოტა უნდა მოგვხედონ.
– თქვენ რას აპირებთ, ოჯახი გაქვთ, პასუხისმგებლობები?
– არ ვიცი, ცოტა ხანს კიდევ დავაცდი, მერე, ალბათ, ბინას გავყიდი, მერე ალბათ ქვეყნიდან წავალ... არ ვიცი, რა უნდა დავაპირო? გამოსავალი არ ჩანს.
– სხვა საქმით დაკავება არ გიცდიათ, თუნდაც თქვენი ბიზნესი რომ დაგეწყოთ?
– ხელოვანი ადამიანი ვარ, ცოტას ვხატავ, ჩემთან, სახლში რომ მოხვიდეთ უამრავი რამ მაქვს გაკეთებული, მაგრამ ამას ბიზნესის სახე არ აქვს. ბიზნესს ფული სჭირდება. ფული უფულოდ არ მოდის. ალბათ, ფოკუზნიკი ვარ, მე თვითონ არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვცხოვრობ. ქართველებს გვაქვს ეგ მომენტი, რომ დავფიქრდე, ვერ ვხვდები, როგორ ვჭამთ, როგორ ვიცვამთ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცნაირად ვახერხებთ ცხოვრებას. ხანდახან რაღაც გაისვრის, მერე აღარაფერია და ვალს იღებ, მერე ისევ გაისვრის და ჯახირ-ჯახირით, ფართხალ-ფართხალით ვცხოვრობთ. მაგრამ ახლა უკვე ვეღარც ვფართხალებ და ამიტომ ვამბობ, ძალიან თუ გაჭირდა, არ ვიცი, რას ვიზამ. ქობულეთში სეზონზე, ყოველდღე ვმუშაობდი. მოსკოვიდან ჩამოვიდნენ სტუმრად ჩემთან, გვიყვარს თქვენი სიმღერებიო. რუსეთშიც მცირე დოზით, მაგრამ ჩემს სიმღერებს უსმენენ. ბარში რატომ მღერიო, უკვირდათ. არაერთი შემოთავაზება მიმიღია. ჩუქჩა რომ ვიყო და ისეთივე პოპულარული, როგორიც აქ ვარ, იქ ცხოვრების პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ თბილისელი ბეღურა ვარ და წასვლით ვერსად წავალ. თუმცა, შეიძლება, ნებისმიერ ქვეყანაში ჩახვიდე, ფული აიღო და ჩამოხვიდე – ასე მოგვიწევს ცხოვრება. აქ თუ არაფერი გაკეთდა, სხვა რა გზაა?!
– ამ პრობლემების მიუხედავად, როგორ ახერხებთ ოჯახური ამბებისთვის თავის გართმევას, თუნდაც მეუღლესთან ურთიერთობაში რომანტიკული განწყობის შენარჩუნებას?
– პრობლემები გვაქვს, მაგრამ სიმღერ-სიმღერით უნდა გადავატაროთ. საერთოდ ვფიქრობ, რომ ურთიერთობისთვის გაჭირვება სასარგებლოა. ადამიანები ამ დროს უფრო დაახლოვდებიან ხოლმე, ბევრი რამ უკეთ ჩანს. თუ ადამიანი გიყვარს და მასთან ერთად ცხოვრობ, ფული გაქვს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ბედნიერი ხარ. აქედან გამომდინარე, მეც ბედნიერი ვარ, რომ შემხვდა ადამიანი, რომელთან ერთად ცხოვრებაც მიხარია და დილით რომ ვიღვიძებ, პრობლემაზე კი არ ვფიქრობ, ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიტუაციაა.
ანი სხირტლაძე (მეუღლე): რომანტიკული ნამდვილადაა. ახალგაზრდობაში, სანამ მე გავიცნობდი, ალბათ, უფრო მეტად იყო (იცინის). თუმცა, არც ახლა გვაკლია. ძალიან უყვარს პატარ-პატარა სიურპრიზების გაკეთება ყოველდღე. შეიძლება, პატარა სუვენირი მომიტანოს, თითქმის ყოველდღიურად მოაქვს ყვავილები და სახლში უამრავი ყვავილი გვაქვს (იცინის). ექსპრომტად რომანტიკულ სიმღერებს წაიმღერებს ხოლმე, მის ტექსტებში ყოველთვის გამოიხატება სიყვარული.

скачать dle 11.3