კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა არის თეთრი ხმაური და როგორ ზემოქმედებს ის ადამიანის ჯანმრთელობასა და ენერგეტიკაზე

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  „თეთრი ხმაური“ - მონოტონური ბგერების გამუდმებული ჟღერა უმაღლესი დიაპაზონის სიხშირეზე. ეს მეცნიერული განმარტებაა, ისე კი: თუ რატომ ეწოდა მაინცდამაინც თეთრი, ბუნების რომელ ხმასთან შეიძლება მისი შედარება, რა გავლენას ახდენს მისი ენერგეტიკა ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალშობილის აურაზე და კიდევ, სხვა რა ჯადოსნური „რამეების“ დატრიალება შეუძლია ჩვენს პირად სივრცეში, შეიტყობთ ინტერვიუდან, რომლის რესპონდენტიც გახლავთ ეზოთერიკოსი, ბატონი ოთარ კ.
- დღეს ინტერნეტში ბევრ ჩანაწერს ნახავთ თეთრი ხმაურისა და ადამიანზე მისი ჯადოსნური ზემოქმედების შესახებ, რომელსაც შეუძლია ჩვენი ძალების, ჯანმრთელობისა და ბიოველის აღდგენა, დადებითად მოქმედებს ენერგეტიკაზე და გვეხმარება ძილის მოწესრიგებაში.
- და მაინც, რა არის თეთრი ხმაური?
- დავიწყოთ იმით, რომ ყოველდღიურად ნეგატიური ენერგიის კოლოსალურ რაოდენობას ვისრუტავთ სამსახურში, ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს კი საუკეთესოდ ნამდვილად არ აისახება ჩვენს განწყობასა და ხასიათზე. ჰოდა, სწორედ თეთრ ხმაურს შეუძლია გაასუფთაოს აურა უარყოფითი ენერგეტიკისგან. წმინდა მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, თეთრი ხმაური არის მონოტონური ბგერების გამუდმებული ჟღერა უმაღლესი დიაპაზონის სიხშირეზე. ეს რომ რაიმე ბუნებრივს შევადაროთ, ძალიან ჰგავს ჩანჩქერის ხმას, თუ მისგან საკმაოდ შორს დადგებით. „თეთრი“ კი თეთრი ფერის ანალოგიით ეწოდა. გამოკვლეულია, რომ თეთრი თავად შეიცავს დანარჩენ ფერებს - მის მსგავსად აღნიშნული ხმაურიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების დიაპაზონთა ყველა ტალღასა და სიხშირეს მოიცავს.  
- რითაა სასარგებლო თეთრი ხმაური და როგორ გამოვიყენოთ ის?
- მოკლედ რომ ვთქვათ, თეთრი ხმაური „იდეალური ბგერაა“ და თან, ისეთი მსუყე, რომ გამორიცხულია, ადამიანის ყურსა და აღქმას აეკვიატოს. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკის ბევრი ექსპერტი გვირჩევს, ის ძილისა და მედიტაციისთვის გამოვიყენოთ. მეცნიერები თეთრ ხმაურს ასევე, თანაბარს, გაწონასწორებულსაც უწოდებენ და გვირჩევენ, დილის მედიტაციის, ლოცვისა და სულიერი პრაქტიკის დროს გამოვიყენოთ. მას შეუძლია ენერგიის აღდგენა მძიმე სამუშაო დღის ან უსიამოვნო ურთიერთობების შემდეგ. ის შეგიძლიათ მოისმინოთ ღიად ან ჩართოთ ყურსასმენებში, მთავარია, ხმამაღლა არ ჟღერდეს, რომ ყურადღება არ გაგიფანტოთ. ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერებში მშობელთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ თეთრი ხმაური პირდაპირ ჯადოსნურად მოქმედებს ახალშობილზე - შეუძლია, პატარა რამდენიმე წამში დააძინოს. ჩვეულებრივ ასეთი იდეა მშობელს თავში მაშინ მოსდის, როცა უკვე უამრავი სხვა ხერხი მოსინჯა: რწევა, მასთან ერთად დაძინება, ძილი ხელით ტარების დროს... შესაბამისად, ბევრ ოჯახს დაუგროვდა გამოცდილება იმისა, რომ თეთრი ხმაური მართლაც საოცრად მუშაობს: მისი ჩართვა ბავშვს ამშვიდებს და დაძინებაში ეხმარება. ეს მართლაც ასეა, მის ფონზე პატარებს გაცილებით ღრმად სძინავთ. თუმცა, არც აქ უნდა გადაამლაშოთ ხმამაღალი ჟღერადობით - საკმარისია, ხმაური ოდნავ ისმოდეს. მეტსაც გეტყვით, ზრდასრულებსაც მშვენივრად სძინავთ თეთრი ხმაურის გარემოცვაში. ეს ბგერები ხსნის ჩაკრებს, წმენდს ცნობიერებას ნეგატიური ენერგიისგან და ამშვიდებს. ოღონდ, ხმას ისე უნდა ჩაუწიოთ, რომ თქვენც აღარ გესმოდეთ - თეთრ ხმაურს მაინც ექნება სამკურნალო ეფექტი. შეიძლება ხმა არ გესმოდეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რა ენერგიას გადმოგცემთ ბგერათა ტალღები თქვენ. ამიტომ, დღეს თეთრი ხმაურის ბგერები ძილისთვის პოპულარულია დიდებშიც. სპეციალური შეთავაზებებიც კი გაჩნდა, რის საშუალებითაც, ისმენენ რა სხვადასხვა მონოტონურ ფონურ ბგერებს, კარგად ეძინებათ და ეს მხოლოდ წვიმის ხმა კი არ არის ტყეში, ან სულაც ტროპიკული ტყის ბგერები... პოპულარული დანართი, სახელწოდებით: „ბგერები ძილისთვის“, გთავაზობთ, მაგალითად: ვინმეს ჩურჩულს ან საწერკალმის წრიპინს... რამაც, ბევრის მტკიცებით, მართლაც განკურნა უძილობისგან.
- რატომ ეხმარება თეთრი ხმაური პატარებს დაძინებაში?
- ახალშობილს მონოტონური ხმაური იმ შორეულ ბგერებს აგონებს, მასთან „სახლში“, ანუ დედის მუცელში რომ აღწევდა -  ეს ხომ მისთვის უფრო თვისობრივია, ვიდრე აბსოლუტური სიჩუმე. ამიტომ, მტვერსასრუტის, წყლის თუ ტელევიზორის „მოგუდული“ ხმაური, სხვა ყველა ხერხთან შედარებით, მართლაც ჯადოსნურად მოქმედებს ჩვილზე და უმალ აძინებს მას. მეცნიერებმა სპეციალური კვლევაც კი ჩაატარეს ამ მოვლენასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ თეთრი ხმაური ბევრად უფრო ეფექტურია დაბადებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში, როცა პატარას მდგომარეობას უმსუბუქებს კოლიკის დროსაც. საერთოდ, თუ სიტუაცია ძილთან დაკავშირებით 12 თვის შემდეგაც გამწვავდა, თეთრი ხმაურის ეფექტი შეგიძლიათ, ისევ სცადოთ - ასაკობრივი შეზღუდვა მას არ აქვს. თეთრი ხმაურის კიდევ ერთი სარგებელი ისიცაა, რომ სწრაფ დაძინებასთან ერთად, პატარას ძილიც ღრმა აქვს.
- კიდევ რაში შეიძლება გამოგვადგეს თეთრი ხმაური?
- მაშინ, თუ გსურთ, შენიღბოთ სხვა ხმები: მაგალითად, ხმაური, რომელიც მეზობლის კედლის მეორე მხრიდან ისმის და ძალიან გაწუხებთ; როცა უფროსი შვილები „თამაშობენ ძალიან ხმამაღლა“.  თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მართალია, თეთრი ხმაური არ ავნებს თქვენი შვილის ნერვულ სისტემას და პირიქით - დაამშვიდებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მის ძირითად წესებს დაიცავთ: ბგერათა ჟღერადობა არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბალს (დაახლოებით, წყნარი საუბრის დონეს); დაშორება კი ხმის გამოცემის ობიექტიდან ბავშვის საწოლამდე უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრისა.

скачать dle 11.3