კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№41 რა აბერებს კანს და როგორ მივანიჭოთ მას ბუნებრივი მბზინვარება

ნინო კანდელაკი ანი რევია

ყველა ცდილობს საკუთარ სილამაზეზე ზრუნვას, თუმცა, ზოგჯერ მთავარი ფაქტორები ავიწყდებათ, ანუ ის, რაც კანის დაზიანებას და მის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს. მაგალითად:
* თუ მზიან ამინდში მზის სათვალეს არ იყენებთ, დიდი შანსია, თვალებთან ნაოჭები გაგიჩნდეთ. მაგრამ სათვალეც, აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ;
* სახის დაბანის შემდეგ მოერიდეთ უხეში პირსახოცით შემშრალებას. ეს ხელს შეუწყობს კანის გაღიზიანებას;
* არსებობს საკვები, რომლის ხშირად მიღებაც აზიანებს კანს და აჩქარებს მისი დაბერების პროცესს.
სახის კანისთვის ძალიან კარგია თიხის ნიღბები. თეთრი თიხით ყველანაირი ტიპის სახის კანის მკურნალობა შეიძლება. მისი წყალობით კანს ახალგაზრდული იერი შეუნარჩუნდება.
იმავდროულად, აუცილებელია, თქვენს კანს, სწორი მოვლის საშუალებები შეურჩიოთ, რომ ის მბზინვარე, ახალგაზრდული და შეუდარებელი გახდეს. იდეალური შედეგის მისაღებად კი მხოლოდ ერთი კვირა დაგჭირდებათ:
* კანის მოვლის პროცედურების დაწყებამდე, მთავარია დაადგინოთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ. კერძოდ: თუ თქვენ სახის T ზონა (ნიკაპი, შუბლი და ცხვირი) ცხიმიანი გაქვთ, ხოლო დანარჩენი ნაწილი – მშრალი, მაშინ თქვენი კანი კომბინირებული ტიპის არის. თუ ცხიმიანობა მთლიან სახეზეა, მაშინ – ცხიმიანი და თუ ის მუდამ გამომშრალია და დატენიანებას ითხოვს, მაშინ – მშრალი;
* რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ კანის გაწმენდა, ტონერი და დატენიანება. ყველა ქალის დღის წესრიგში ეს სამი პროცედურა აუცილებლად უნდა შედიოდეს. დილით სახე დაიბანეთ წყლით, შემდეგ გაიწმინდეთ ტონერით, სახლიდან გასვლის წინ კი დაიტენიანეთ. საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე კი გაიმეორეთ იგივე პროცედურები;
* კანის ამქერცლავი ნიღაბი სახის მოვლისთვის იდეალური პროდუქტია. მისი გამოყენება კვირაში ერთხელ არის ნებადართული და კანს ბზინვარებასა და სიჯანსაღეს სძენს. ნიღაბი კანიდან აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის რეგულირებას. გამოიყენეთ ნატურალურ ხილზე დამზადებული ნიღაბი და შეეცადეთ, ისეთი ამქერცლავი ნიღაბი შეიძინოთ, რომელშიც გლიკოლის მჟავის შემცველობა მინიმალური იქნება. ეს პროცედურა საუკეთესოა კანის ბზინვარებისთვის;
* დილით წაისვით დამატენიანებელი კრემი მზისგან დამცავის ფუნქციით. ნიღაბი უმჯობესია, A და B ვიტამინებს შეიცავდეს, საღამოს კრემები კი ისეთი,  რომელიც განკუთვნილია ასაკისა და ნაოჭების შესამცირებლად;
* მზის მავნე სხივები სახის კანის პირველი მტერია. შეიძინეთ მზისგან დამცავი კრემი ან ისეთი დამატენიანებელი, რომელიც SP 30-ის შემცველი იქნება. წაისვით კრემი ყოველ 2 საათში და თქვენი კანი ერთ კვირაში საოცარ ბზინვარებასა და სიჯანსაღეს შეიძენს.
ასევე, სვით ბევრი წყალი, მოიწესრიგეთ ძილისა და კვების რეჟიმი.
скачать dle 11.3