კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 3 ნოემბერს, დილის საათებში. რომელ პროფესიებში ვიქნები წარმატებული, რომელი ასტროლოგიური ქვა მომეხმარება კარიერაულ წინსვლასა და პირადი ცხოვრების წარმართვაში და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება?
პასუხი: ასტროლოგიური ქვებიდან თქვენთვის კარგია – ფირუზი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი, ტოპაზი, ზურმუხტი. სასიყვარულო პარტნიორებიდან   უმჯობესია მშვილდოსანი, სასწორი, თევზები, კირჩხიბი, ქალწული და თხის რქა. მოერიდეთ ურთიერთობას ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. პროფესიებიდან კი კარგია ლიტერატურისა და ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა, პროფესიული დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, სპორტის სფერო. ეს თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია.
კითხვა: დავიბადე 2000 წლის 27 დეკემბერს, შუადღის 1 საათამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სასურველი, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?
პასუხი: უცხოეთთან კონტაქტი თქვენი კოსმიური მისიაა. კარგია ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი მხარე, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, იტალიის სამხრეთი ნაწილი, უნგრეთი, იტალია, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: პოლიტიკის ფართო სპექტრი, დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიური სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი. ეს პროფესიები თქვენთვის მეტად წარმატებული და მისაღებია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2012 წლის 24 იანვარს, დილის 9 საათზე. რომელი პროფესია იქნება მისთვის მისაღები სამომავლოდ?
პასუხი: მისთვის კარგია მანქანათმშენებლობა, სპორტი, საინჟინრო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია, პოეზია, ლიტერატურა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, ფოტოგრაფიის ხელოვნება, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, სადალაქო ბიზნესი, სოციოლოგია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2014 წლის 6 ივნისს. დილით, 8 საათსა და 45 წუთზე. რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს წინდახედული, ფრთხილი, ორგანიზებული, შეუპოვარი, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი. უნდა შეძლოს ნებისმიერ სიტუაციაში სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება. სადაც შევა, შეიტანოს ჰარმონია, სილამაზე და არა აგრესია, დეპრესია. უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოს. ასევე, უნდა შეძლოს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება. ნებისმიერ საქმეს უნდა მიუდგეს პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით.
скачать dle 11.3