კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ჰერპესის მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჰერპესი ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანზე და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი. ჰერპესვირუსის ოთხი მორფოლოგიური ჯგუფი არსებობს: უბრალო ჰერპესვირუსი, ვარიცელა ზოსტერი, რომელიც პატარებში იწვევს ჩუტყვავილას, დიდებში კი – სარტყლისებრ ჰერპესს, ებშტეინ-ბარის ვირუსი და ციტომეგალოვირუსი. გარდა ამისა, არსებობს ჰერპესის ორი იმუნოტიპი, პირველი იმუნოტიპი, ანუ უბრალო ჰერპესი, რომელიც იწვევს გამონაყარს სახის არეში და მეორე იმუნოტიპი, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი გენიტალიებზე.
  უბრალო ჰერპესის ფორმით ადამიანი ბავშვობის ასაკში ინფიცირდება. პირველ იმუნოტიპთან შეხება ადამიანის სიცოცხლის მე-18 თვიდან ხდება. ორგანიზმში ვირუსი სასუნთქი გზების საშუალებით ხვდება, შემდეგ გადადის ლატენტურ, ანუ მძინარე ფორმაში.
ჰერპესის წინააღმდეგ ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა ხერხს იყენებენ.
  სამედიცინო სპირტი – როგორც კი ქავილის შეგრძნება გაგიჩნდებათ, მოიწვით სპირტით იმდენჯერ, სანამ ქავილი არ გაქრება. ამ მეთოდით ჰერპესი გაგივლით  3-4 დღის შემდეგ, მაშინ, როცა სამკურნალო მალამოებით მკურნალობა 7-10 დღე გრძელდება. არჩევანი თქვენზეა.
  პროპოლისის ნაყენი – კარგია, თუ წარმოქმნილ ბუშტუკებს სპირტზე დამზადებული პროპოლისის ნაყენით დაიმუშავებთ. ის კარგად აშრობს კანს და ხელს უშლის ანთების განვითარებასა და სხვა ადგილებში გავრცელებას, ახდენს, დეზინფიცირებას, ასევე, დააჩქარებს შეხორცების პროცესს.
ყინული – პირველი სიმპტომების დროს, როგორც კი შეამჩნევთ ქავილს და შეშუპებას, მიიდეთ ყინულის ნაჭერი, ის შეანელებს დაავადების პროგრესირებას და დაეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან გამკლავებაში.
კორვალოლი, ვალოკორდინი – გულის წვეთები 24 საათის განმავლობაში გააქრობს ჰერპესს ტუჩიდან, საკმარისია, ყოველ ორ საათში შევიზილოთ და ჰერპესიც გაქრება.
  ნიორი – დასრისეთ ერთი კბილი ნიორი და დაიდეთ მტკივან ადგილზე. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.
მენთოლიანი კბილის პასტა – მენთოლიანი კბილის პასტა დავიდოთ მტკივან ადგილას და შედეგი მალევე შესამჩნევი გახდება.
რძე – დაასველეთ ბამბა და დაიფინეთ ჰერპესიან ტუჩზე, არ დაიბანოთ, სანამ სითხე თავად არ აორთქლდება. გაიმეორეთ პროცესი ყოველ 2-3 საათში.
ძირტკბილა – შესანისნავი წამალია ჰერპესის წინააღმდეგ. დაფქვით გამხმარი ძირტკბილა და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ ფაფის მსგავსი მასა. დაიდეთ უშუალოდ გამონაყარზე. დაიტოვეთ ღამით და დილით ჩამოიბანეთ.
პიტნის ეთერზეთი – ნივრისგან განსხვავებით, პიტნის ეთერზეთი არა მხოლოდ კურნავს, სუნიც სასიამოვნო აქვს და მისი გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში დისკომფორტს არ შეგიქმნით.
  იმისთვის, რომ უკვე დაინფიცირებულ ადამიანს განმეორებით არ გამოუვლინდეს ჰერპესვირუსი, გამოიყენება ჰერპეტიკული ვაქცინა. დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად კი, ადამიანები უნდა მოერიდონ ჰერპესის გამონაყრის მქონე ადამიანს, დაიცვან ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად იზრუნონ იმუნიტეტის ამაღლებაზე.
скачать dle 11.3