კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რას ნიშნავს გამოთქმა: „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“?
პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ ჯვარზე განცდილი საკუთარი სიკვდილით დათრგუნა ის სიკვდილი, რომლითაც კაცობრიობა ადამის სახით დასჯილი იყო ცოდვით დაცემისთვის. ჩვენმა მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრით კაცობრიობა გამოიხსნა „ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან“. და თუ ფიზიკურ სიკვდილს კაცთა მოდგმაზე კიდევ აქვს ხელმწიფება, იესო ქრისტეს აღდგომით სულიერი სიკვდილი დამარცხებულია. ეს მოვლენა კი ქრისტიანობის უმთავრესი ჭეშმარიტებაა.
კითხვა: უფალი გვმოძღვრავს: „შეიყვარე მტერი შენი!“ მაგრამ თუ ვიცით, რომ ვიღაც მტერია ჩვენი სამშობლოსი, უფლის, მოყვასის, როგორ უნდა შევძლოთ მისი შეყვარება?
პასუხი: სიყვარული არ ნიშნავს ყველაფრის მიტევებასა და უკეთურების მიღებას. მამას ხომ შეუძლია, თან უყვარდეს საკუთარი შვილი და თან მისი ამა თუ იმ ცუდი საქციელის გამო დასაჯოს. ქრისტიანული სიყვარული არ არის ზღვარს გადასული ლიბერალიზმი. ქრისტიანული სიყვარული მომთხოვნელობაცაა. ქრისტიანობა ყოველ ადამიანს უსურვებს მარადიულ ხსნას, მაგრამ თუ ბოროტებას წინააღმდეგობით ვუპასუხებთ, ეს არ არის ქრისტიანული საქციელი. ყოველმა ადამიანმა საკუთარი წყენა უნდა დაითმინოს, მაგრამ როდესაც სხვას აყყენებენ შეურაცხყოფას, თანადგომა უნდა გაუწიოს.
კითხვა: როგორ უნდა შეაფასოს ადამიანმა საკუთარი თავი ქრისტიანული სიმდაბლით?
პასუხი: „სიმდაბლე“ არის ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლის დანახვა. ასევე, სხვათა მიღწევებისა და ღირსებების დაფასების უნარი. ხოლო წარმატების მისაღწევად საკუთარი ნაკლის დანახვა აუცილებელია, რათა სრულვყოთ ჩვენი თავი.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ადამიანს უფალმა მოჰკითხოს სხვისი ცოდვების გამო?
პასუხი: სხვისი ცოდვებისთვის ჩვენი პასუხისმგებლობის სიმძიმე განისაზღვრება ამ ცოდვაში ჩვენი მონაწილეობის საზომით. თუ, ნებსით თუ უნებლიეთ,  სხვას ვუბიძგებთ ცოდვისკენ, მაშინ, იმ ცოდვის აღსრულების შემთხვევაში, ჩვენც მიგვიძღვის წვლილი. ზოგადად, ქრისტიანი ბევრს უნდა ფიქრობდეს საკუთარ საქციელზე, რომ გაუაზრებელი ნაბიჯით მოყვასის ცოდვის მიზეზი არ გახდეს და ამით სული არ დაიმძიმოს. არც სხვას უნდა უბიძგოს ბოროტი, ცოდვიანი საქციელისკენ, ეს ძალზე მძიმე ცოდვაა.
კითხვა: ბოლო დროს ისე მიდის ცხოვრება, რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდება. ბევრს საუბრობენ მეორედ მოსვლის წინაპირობებზეც. ასეთ სიტუაციაში ღირს სწავლა, შრომა და საერთოდ რამეს მოწყობა?
პასუხი: არავინ იცის, როდის იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა, ამიტომ გამუდმებით საჭიროა შრომა, სწავლა და საკუთარი თავის სრულყოფა. ჯერ გვაძლევს უფალი დროს, ამიტომ საჭიროა ბრძოლა საკუთარ ცოდვილ მიდრეკილებებთან. უნდა გვახსოვდეს, რომ მუდმივად მზად ვიყოთ მეორედ მოსვლისთვის, ამიტომ სწორად უნდა ვიცხოვროთ.
скачать dle 11.3