კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა არის ღალატის ნივთმტკიცება და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ქალი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ზოგჯერ ღალატი  საკმაოდ ხშირად რჩება დაფარული.  ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ქალი გაცილებით ოსტატურად  ნიღბავს ღალატს, ვიდრე მამაკაცი. ამის  ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ  მამაკაცის ღალატს, ძირითადად, მისი საყვარელი ასაჯაროებს, ცდილობს, ამბავი ცოლის ყურამდე მიიტანოს. გათხოვილ ქალთან სასიყვარულო  ურთიერთობას კი მამაკაცები საიდუმლოდ ინახავენ. როგორ უნდა მოიქცეს  ცოლი, რომელიც მეუღლის ტელეფონში სხვა ქალისთვის მიწერილ სასიყვარულო მესიჯებს იპოვის? ბუნებრივია, ის გაცეცხლებულზე თავის შეკავებას ვერ შეძლებს და ქმართან საშინლად იჩხუბებს. ის კი თავს აუცილებლად გაიმართლებს. დაიწყებს მტკიცებას – ეს ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მხოლოდ მსუბუქი ფლირტი გვქონდაო.
  თეა (37 წლის): გაბრაზებულ გულზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქორწინება დამესრულებინა, თუმცა ამის პარალელურად, იმაზეც ვტიროდი, რომ ყველაფრის მიუხედავად,  ქმარი  ძალიან მიყვარდა. არ ვიცოდი,  მის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი...
– ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია რჩევის მიცემა, მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრ  წყვილზე მესმის არც თუ სასიამოვნო ისტორიები.
– გეთანხმებით.  მეც ბევრი მესმის და მესმოდა კიდეც, სანამ  იგივე პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდი. სულ უფრო და უფრო მიმყარდება აზრი იმის შესახებ, რომ უღალატო ოჯახები და ნამდვილად ბედნიერი წყვილები გადაშენების პირას არიან და არა ისეთი, ერთმანეთს სიყვარულს სოციალურ ქსელებში სხვების დასანახად რომ უხსნიან და სახლში კონტაქტიც კი არ აქვთ ან თუ აქვთ, ვაი მაგ კონტაქტს. მე ჩემს ქმართან ასეთი ურთიერთობა ნამდვილად არ მქონია. ამიტომაც მივიღე შოკი, როცა მის ტელეფონში სხვა ქალისთვის მიწერილი მესიჯები ვიპოვე. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემთვის განკუთვნილი ესემესები არ იყო. გეუბნებით, თითქოს მეხი დამეცა. თუმცა, ახლა ერთიც  შემიძლია გითხრათ – თუ  ღალატის ფაქტის გაგების დროს გადაწყვეტთ, რომ ეს ურთიერთობა რამედ გიღირთ და შეგიძლიათ, აპატიოთ, პირველ ეტაპზე რჩევები გამოცდილი ფსიქოლოგებისგან დაგჭირდებათ. მეგობრების რჩევები კი ნამდვილად არ გამოგადგებათ.
- ამ თემაზე გამოცდილი სპეციალისტების მიერ დაწერილი საკმაოდ ბევრი მასალაა.
– დიახ, ვიცი. მეც ძალიან ბევრს  გავეცანი და რამდენიმე მომენტი მინდა, გაგიზიაროთ. ადრე დარწმუნებული ვიყავი და სულ ვამბობდი, ღალატი საშინელებაა და კაცს ასეთი საქციელი არ უნდა აპატიო-მეთქი, მაგრამ  ახლა სხვანაირად ვფიქრობ და იქნებ, ჩემი რჩევები სხვებს მართლა დაეხმაროს. როცა ფაქტის წინაშე დავდექი, ვაპატიე. მოკლედ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ქმარს აუცილებლად დაველაპრაკოთ ამ თემაზე. არ შეიძლება ყველაფრის იგნორირება და ტკვილის გულში ჩაკვლა, თან, თუ დამამტკიცებელი საბუთების მოპოვებას მოინდომებთ, ამას არაფერი უდგას წინ.  ასე რომ, ამ უაზრო და არაფრის მომცემ დუმილს, ტირილს და ლოყების ხოკვას სჯობს, პირდაპირ უთხრათ, რომ ყველაფერი იცით და მზადყოფნა გამოთქვათ პრობლემის მოსაგვარებლად. თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ მამაკაცის ღალატში დამნაშვე შეიძლება, ცოლიც იყოს.  
– ანუ, ეს ყველაფერი მხოლოდ ქმრის კისერზე არ უნდა  გადავიდეს?
– სწორედ, მაგას ვგულისხმობ. მაგრამ ფაქტი ერთია, ვინც უნდა იყოს ამის მიზეზი, შერიგებისა და ცხოვრების თავიდან დაწყების შემდეგ, ყოველი კამათისას, ამას თუ გაახსენებთ, არც თქვენ იგრძნობთ თავს კარგად და არც – ის. რა აზრი აქვს მაშინ პატიებას? თუ აპატიე, დაივიწყე, რაც მოხდა, თუ არა და, მაშინ საერთოდ გაწყვიტე ურთიერთობა. გამუდმებით საყვედურებში ცხოვრება ბედნიერების მომტანი ნამდვილად არაა. მე კი საკმაოდ ძნელად მივედი ამ აზრამდე. სულ ის ესემესები მედგა თვალწინ. არაერთხელ გამიგია, დაშორების შემდეგ ქალები მაშინვე ახალ პარტნიორს რომ იჩენენ და ჰგონიათ, ამით ქმრებს სამაგიეროს უხდიან. კი ბატონო, შეიძლება, მისი ეჭვიანობა მართლაც გამოიწვიოთ, მაგრამ ეს რას მოგიტანთ?  მით უმეტეს, თუ  ოჯახის ღირებულებები თქვენთვის ძვირფასია. ასეთი სტრესის მერე ჯინაზე დაწყებული ურთიერთობა ხშირად დეპრესიითა და საკუთარი თავის მიმართ აგრესიითაც კი სრულდება. არ შეიძლება, ბრაზი ვნებაში აგვერიოს და მხოლოდ იმიტომ გვქონდეს სექსი სხვა კაცთან, რომ  ქმარმა ღალატი გაბედა. თუ მაინცდამაინც სამაგიეროს გადახდა გინდათ, ბედნიერი მის გარეშე იყავით და წარსული დაივიწყეთ. ადრე თუ გვიან ის თავის საქციელს მაინც ძალიან ინანებს, ამაში ეჭვი არც კი უნდა შეგეპაროთ.
  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც, ჩემი აზრით, საქართველოში ჯერ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, პროფესიონალების დახმარებაა. დიახ, ოჯახის ფსიქოლოგს მართლა შეუძლია, დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარ თავში ბევრი იმ ნიუანსის აღმოჩენაში, რომელიც აქამდე არც იცოდით. მიდით ცალ-ცალკე, მერე ერთად, ილაპარაკეთ ღიად იმ პრობლემებზე, რაც გაწუხებთ და თუ ეს ის სიყვარულია, რომელიც ყველა განსაცდელს უძლებს, ამ რთულ ეტაპსაც გადალახავთ და ურთიერთობაში ჰარმონიასაც დაიბრუნებთ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ღალატის შემდგომ გამოსწორებული ურთიერთობა უფრო მყარი და ძლიერია, რადგან ერთად გადატანილი მძიმე პერიოდები ადამიანებს აახლოებს და დროთა განმავლობაში წყვილები ერთმანეთს უფრო აფასებენ.
  მოკლედ, აპატიებთ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ვიდრე გადაწყვეტთ, როგორ მოიქცეთ, იქნებ  ჯერ დამშვიდდეთ და დაფიქრდეთ. თუმცა, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ, გახსოვდეთ, რომ მთავარი თქვენი ბედნიერებაა და პირველ ადგილზე, ზუსტადაც, საკუთარი თავი უნდა დააყენოთ. პატიების დროსაც ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს.
скачать dle 11.3