კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 კავკასიის შემარცხვენლები?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ კონტექსტიდან ამოვარდნილები

  მაშინ, როდესაც აქეთ – სომხეთი იბრძვის თავგანწირვით, რომ შეინარჩუნოს და დაიმტკიცოს ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორია და გოჯსაც არ თმობს, იქით – აზერბაიჯანი არ იშურებს ძალისხმევას, რომ როგორმე დაიბრუნოს ყარაბაღის ავტონომიური ოლქისა და თავისი დამატებით 7 რაიონი და ერთი გოჯის დატოვებასაც არ აპირებს (პატივისცემა მათ, ორივეს - ჩემგან!), გაირკვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიას, წლების წინათ, სულ ღიღინ-ღიღინით გადაუცია აზერბაიჯანისთვის უკანონოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიწა, ცხადია, საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
  საქმეს იძიებენ (თავდაცვის სამინისტროში ახლახან აღმოუჩენიათ შესაბამისი დოკუმენტაცია) კერძოდ: „მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას“.
  ამას გარდა, შეგახსენებთ, თუ როგორ ცდილობდა ოპოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში საქართველოს ბრალეულობის დამტკიცებას (ყარაბაღში ივლისის სამხედრო კამპანიისას – საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთს იარაღი მიაწოდაო) და ახლაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, აზერბაიჯანის მხარე დაიჭიროს (რაც, უბრალოდ, სახელმწიფოსთვისაა საზიანო, თორემ ჩვენს გულებს გულში ვინც გაუხარდებათ, ის ეყვარებათ).
  აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ, სანამ ჩვენი მეზობლები იბრძვიან, ჩვენ იმის საშუალება მოგვეცა, რომ საკუთარ რიგებში ცოცხალ მანქურთებს დავაკვირდეთ მოქმედებაში




скачать dle 11.3