კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 შმაგი ტაბატაძე – გამორჩეული მეან-გინეკოლოგი მრავალწლიანი გამოცდილებით

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

წარმატებული მეან-გინეკოლოგი შმაგი ტაბატაძე მრავალი წელია, ყოველდღიურად იბრძვის საკუთარი პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. რთული სიტუაციები მისთვის უცხო არ არის, ამიტომ იცის, როგორ მართოს განსაკუთრებული შემთხვევები. სწორედ, მრავალწლიანი გამოცდილება აძლევს საშუალებას, იყოს გამორჩეული თავის საქმეში. ბატონმა შმაგიმ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ინტერვიუსთვისაც მოიცალა და ჩვენი მკითხველისთვის პასუხობს აქტუალურ და საინტერესო კითხვებს მშობიარობასთან დაკავშირებით.
შმაგი ტაბატაძე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურა მეორე სამშობიარო სახლში გავიარე. ჩემი ხელმძღვანელები და შემდგომ უკვე მეგობრები იყვნენ აწ გარდაცვლილი ბატონი ნოდარ გომელაური და ბატონი გივი ცანავა – ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს მისი თავი. ხუთი წელი ვმუშაობდი მეორე სამშობიარო სახლში. შემდეგ გადავედი დუშეთის რაიონში, სადაც გახლდით სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მოგვიანებით  კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ვხელმძღვანელობდი გინეკოლოგიურ განყოფილებას, შემდეგ იყო  საუნივერსიტეტო კლინიკა და ბოლო სამწელიწად-ნახევარია, ვმუშაობ აქ – ღუდუშაურში, სადაც ჯერ ვიყავი პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი და ამჟამად ვხელმძღვანელობ სამეანო გინეკოლოგიურ განყოფილებას. მყავს მეუღლე – პროფესიით ექიმი, მაგრამ ჯერჯერობით შვილების აღზრდითაა დაკავებული, გვყავს  ორი შვილი – 11 წლის ნიკოლოზი და 9 წლის დემეტრე.
– პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ?
– ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა. ბიძები მყავდნენ ექიმები: ტარიელ ტაბატაძე – თორაკოქირურგი და ზურა ტაბატაძე – სასწრაფო დახმარების ექიმი. სხვა მხრივ, სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ მქონია. შემთხვევით მოვხვდი მეან-გინეკოლოგიის ფაკულტეტზე და იმდენად კარგი ხელმძღვანელები მყავდნენ, შემაყვარეს ეს სფერო, აქ ვიპოვე საკუთარი თავი და შემოვრჩი. ამ გადმოსახედიდან სხვა მიმართულებით მუშაობა ვერ წარმომიდგენია.
– პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– რეზიდენტურის პროგრამაზე ვსწავლობდი. ეს იყო წალკაში. 26 წლის ვიყავი და აბსოლუტურად დამოუკიდებლად გავაკეთე ოპერაცია, საკეისრო კვეთა იყო,
საკმაოდ რთული, რომელიც  საშვილოსნოს ამპუტაციით დასრულდა, იმ მომენტში, მშობიარის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. ენით აღუწერელი გრძნობაა, დიდ ომში გამარჯვებაზე უფრო მეტი სიხარული, როდესაც სრულიად დამოუკიდებლად, მარტო იმარჯვებ.
– დღეს ორსულების დიდი ნაწილი ითხოვს საკეისრო კვეთით მშიბიარობას მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. თქვენი აზრით, რამ განაპირობა საკეისრო კვეთების მსურველთა მომრავლება?
– ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არასაკმარის ინფორმირებულობასთან. ყველამ იცის, რომ არ მიყვარს საკეისროს საჭიროების გარეშე გაკეთება. მე და ჩემმა კოლეგებმა ყველაზე კარგად ვიცით, თუ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს საკეირო კვეთას. ფიზიოლოგიურ მშობიარობას არაფერი ჯობია. საკეირო კვეთა არის გამოსავალი გამოუვალი სიტუაციიდან და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ორსულის ახირება. მშობიარობის შემდეგ ტკივილი არ იწყება, ტკივილი იწყება საკეისროს შემდეგ და გართულების რისკიც საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო დიდია. თუ ნაყოფს ან დედას სჭირდებათ საკეირო კვეთა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ასეთ შემთხევაში უნდა გაკეთდეს.
– რა სირთულის ქირურგიულ ჩარევებს ახორციელებთ?
– ფიზიოლოგიურ მშობიარობებთან ერთად, ამ კლინიკაში ხშირია რთული და საინტერესო სამედიცინო შემთხვევები. მძიმე და სხვადასხვა გართულებების მქონე ორსული პაციენტები, ძირითადად, ჩვენ მოგვმართავენ, შესაბამისად, რთული ოპერაციები ჩვენი ყოველდღიურობაა.
– ყველაზე ასაკოვანი მშობიარე თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ?
– მყავდა მშობიარე ქალბატონი, რომელმაც 25-წლიანი ლოდინის შემდეგ, 54 წლის ასაკში გააჩინა პირველი შვილი, მეუღლე 62 წლის გახლდათ.
– გაუტკივარება რამდენად უსაფრთხოა?
– მშობიარე ქალისთვის ტკივილის გარეშე მშობიარობა ძალიან დიდი კომფორტია. ზოგადად, ყველა ჩარევას შეიძლება, გართულება ჰქონდეს, მათ შორის, გაუტკივარებასაც. მაგრამ იმდენად სწრაფად ვითარდება მედიცინა, რომ ეს გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი.
– როგორც აღნიშნეთ, გართულებული შემთხვევები თქვენთვის არც თუ ისე იშვიათია. პროფესიონალიზმთან, ერთად ამ დროს ემოციურ მდგომარეობასთან გასამკლავებლად ექიმს განსაკუთრებულად ძლიერი ნებისყოფა სჭირდება.
– რა თქმა უნდა, ასეთ დროს პაციენტის ოჯახის წევრები, ალბათ, ყველაზე მეტად განიცდიან, მაგრამ დამიჯერეთ, ისინი ვერასდროს მიხვდებიან, რას განიცდის ამ დროს ექიმი. დამიჯერეთ, კარგად დამთავრებული ორსულობისა და მშობიარობის დროს, პაციენტთან ერთად, ყველაზე ბედნიერი ექიმია.
– რეგიონებიდანაც ბევრი პაციენტი ჩამოდის თქვენთან.
– დიახ. ზემოთ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა მძიმე და გართულებული პაციენტი ჩვენთან იყრის თავს. აქ ყველა პირობაა საიმისოდ, რომ მივიღოთ და წარმატებით ვმართოთ გართულებული შემთხვევები. არა თუ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში არ არსებობს ახალშობილთა ისეთი რეანიმაციული განყოფილება, როგორიც ჩვენთანაა.

скачать dle 11.3