კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ჰაკერი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #37-39(1030)


***
თორნიკე მახარაძემ დილის ექვს საათზე გაიღვიძა და ყოველი შემთხვევისთვის ბალიშის ქვეშ შენახული „გლოკი“ გამოიღო, დაათვალიერა და პატარა კომოდზე დადო. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა, რომ გამოეღო და ბინაში დილის ნიავი შემოეშვა, მაგრამ ბესო გაბისონიას სიტყვები გაახსენდა – ფანჯრები არ გააღო, ჟალუზები ჩამოშვებული გქონდეს და სინათლე – ჩამქრალი. ერთი სიტყვით, ვითომ სახლში არ ხარო... ამიტომ თორნიკემ ჟალუზებიდან გაიხედა ქუჩაში და კოტე ჯავახიას მოჰკრა თვალი, რომელსაც ვიღაც ახალგაზრდა კაცი ელაპარაკებოდა. თორნიკეს უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. ადგილს მიეყინა, თან ქუჩაში მოსაუბრეს თვალს არ აცილებდა. ჟესტებიდან ჩანდა, რომ უცნობი ახალგაზრდა რაღაცაში არწმუნებდა ჯავახიას. ბოლოს უცნობი სადარბაზოსკენ გაემართა და რადგან ფანჯრიდან არ ჩანდა, თორნიკემ ვეღარაფერი დაინახა. ჯავახიამ კი სპორტული რეიტუზის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, თან მეხუთე სართულის ფანჯრებს ახედა, სადაც თორნიკე ცხოვრობდა და მახარაძე ქურციკივით განზე გახტა, რათა ის ჯავახიას არ დაელანდა, თან გაიფიქრა, – დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთან რეკავსო და, მართლაც, სულ რამდენიმე წამის შემდეგ თორნიკე მახარაძის ტელეფონმა დარეკა. დისპლეიზე ჯავახიას გვარი დაიწერა. ახალგაზრდა დეტექტივის ტვინი სწრაფად ამოქმედდა. თორნიკემ გაიფიქრა, რომ უცნობი ახალგაზრდა გასტონ პაპაშვილის „კანტორიდან“ მის მოსახელთებლად იყო მოსული. სავარაუდოდ, სხვებთან ერთად. ჯავახია მას შემთხვევით შეხვდა, რადგან ის დილაობით დარბოდა და „გაპას“ ბოევიკებმა ნაცნობი ჯავახიას დახმარებით გადაწყვიტეს „ობიექტის“ მოხელთება. „ობიექტი“ კი ამ შემთხვევაში თავად თორნიკე იყო. მახარაძე მართალი იყო: უცნობი ახალგაზრდა მახო შუხიანი იყო. ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მალაციძესთან ერთად იმყოფებოდა დიდუბეში, გაბისონიას ოფისთან. როდესაც გიზო გენძეხაძემ შუხიანი და კიდევ სამი ბოევიკი მახარაძის სახლთან გაგზავნა სათვალთვალოდ და მის მოსატაცებლად, მკაცრად გააფრთხილა, რომ კონტაქტში არავისთან შესულიყვნენ. შენიღბულები მსხდარიყვნენ მიკროავტობუსში და მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით ემოქმედათ. თუმცა შუხიანმა ინსტრუქცია უხეშად დაარღვია, როდესაც სავარჯიშოდ მიმავალი კოტე ჯავახია დაინახა, იფიქრა, დავიხმარებო, შეაჩერა და უთხრა: თორნიკე მახარაძეს ჩემი ვალი აქვს, ათი ათასი დოლარი და მემალება. მომახელთებინე, ფულს გამოვართმევ და ათას დოლარს გაჩუქებო. ჯავახია, ერთი მხრივ, ფულს იყო დახარბებული, მეორე მხრივ კი, უფროსობასთან თავის გამოჩენა უნდოდა, თან ფიქრობდა, – ეს ბულკივით თოკა რა ფეხებს მომჭამს, ბოლო-ბოლო ვეტყვი, ჩემი ძმაკაცის ვალი  გქონდაო და დათანხმდა შუხიანს. სწორედ ამიტომ ურეკავდა მახარაძეს, რომ სახლიდან გამოეტყუებინა.
დრო არ ითმენდა, საჭირო იყო სწრაფი რეაგირება, რომ თორნიკეს როგორმე გამტაცებლების ბრიგადა დაეფიქსირებინა, შემდგომ კი მათი გაშიფრვა და კვალზე გასვლა ბევრად ადვილი იქნებოდა. გამტაცებლების ჯგუფი რომ ნამდვილად მას ელოდებოდა, ამაში მახარაძე მყარად იყო დარწმუნებული. თორნიკეს გაახსენდა, რომ პირველ სართულზე მისი თხუთმეტი წლის მეგობარი; გურამ ობოლაძე ცხოვრობდა. გურამი საუცხოო ფეხბურთელი იყო. თოკას ის თავის გუნდში აჰყავდა, როდესაც უბნელები ერთმანეთში თამაშობდნენ და ბიჭები დამეგობრდნენ. ფეხბურთის გარდა გურამი კარგად ერკვეოდა ელექტროტექნიკასა და ტექნოლოგიებში და კომპიუტერთან ღამეებს ათენებდა. პატარა გურამი სწორედ იქ ცხოვრობდა, სადაც სავარაუდოდ, გამტაცებლები უნდა ყოფილიყვნენ ჩასაფრებული. ამიტომ თორნიკემ პატარა მეგობრისთვის დახმარების თხოვნა გადაწყვიტა. მეორე ტელეფონით დაურეკა მას, თან გაიფიქრა, ნეტავ არ ეძინოსო.
– დიახ. გისმენთ, – ტელეფონში ღამენათევი გურამ ობოლაძის ხმა გაისმა.
– გურო, თოკა ვარ. ხომ არ გაგაღვიძე?
– არა. ახლა ვაპირებ დაძინებას.
– შენთან ერთი თხოვნა მაქვს და ხუთიანზე უნდა შემისრულო. მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყო, გესმის?
– კი. მესმის. თქვი, რა გინდა, ნუ გეშინია, მაგრად შევასრულებ.
– შენი ფანჯრების წინ უცხო მანქანა უნდა იდგეს და შიგნით ასევე უცხოები ისხდებიან. ჯერ არ გაიხედო და ყურადღებით მომისმინე. შენიღბულად დაათვალიერე იქაურობა და ეს ყველაფერი, ასევე, ძალიან შენიღბულად გადაიღე მობილურზე, შეძლებ?
– რაზეა ბაზარი, რა თქმა უნდა, შევძლებ. აი, ვიხედები და თეთრ მიკროავტობუსს ვხედავ, რომელსაც ფანჯრები არ აქვს. წინა მხრიდან დგას და ნომერი ტალახითაა მოსვრილი. იქვე დგას სოფლელი კოტე და ვიღაც კაცს ებაზრება.
– ჰო და გურო, ეს ყველაფერი გადაიღე.
– გადავიღე უკვე.
– ვაა. ყოჩაღ, ხომ არ დაგინახეს?
– არა. აბა, როგორ დამინახავდნენ, როცა ჩემი ფარდა მაგრად მნიღბავს.
– მაგარი ხარ. ახლა კი ეს კადრები „ფეისბუქზე“ გამომიგზავნე და შენი ტელეფონიდან დროებით არ წაშალო.
– კარგი. უკვე ვაგზავნი. აი, გამოვუშვი. მეც ვინახავ. ალბათ, მეტყვი, რა ხდება.
– გეტყვი, ოღონდ მოგვიანებით. შენ კი სიტყვა არავისთან დაგცდეს. სახლში იყავი და ჯობია, დაიძინო.
– რა დამაძინებს, თოკა. ხომ მშვიდობაა?
– კი, კი, გურო. დამშვიდდი და ისე მოიქეცი, როგორც გითხარი. ფანჯრიდან ყურება არ დაიწყო, თორემ ყველაფერს ჩამიშლი. გესმის?
– კი. მესმის. არ დავიწყებ. დარდი ნუ გაქვს.
– მაშინ წავედი. დროებით, გურო, – თქვა თორნიკე მახარაძემ და თავის უმცროს ძმაკაცს ტელეფონი გაუთიშა. შემდეგ პირველი ტელეფონიდან ჯავახიამ დაურეკა.
– ჰო, თოკა. მე ვარ კოტე ჯავახია. გაგაღვიძე, ხომ? – მოისმა ტელეფონში ჯავახიას აღელებული ხმა.
– არა. არ მძინებია, უბრალოდ, დაკავებული ვიყავი. რა ხდება, ხომ მშვიდობა გაქვს? – მიუგო თორნიკემ.
– ბოდიში, ძმა, რომ ასე დილაუთენია გაწუხებ, მაგრამ ჩემი ძმაკაცის ცოლი მშობიარობს და ვიფიქრე, იქნებ რუსთავში წამიყვანოს-მეთქი. ტაქსი არ მიდის და სანამ მარშრუტკით ან ავტობუსით ჩავალ... – თქვა ჯავახიამ.
– კოტე, ძმაო, უბანში არ ვარ. გლდანში ვარ, მეგობარ გოგონასთან და მანქანა ეზოში დავტოვე. აბა, რით დაგეხმარო. მანდ რომ ვიყო, რაზეა ბაზარი, რუსთავში კი არა და სოხუმში წაგიყვანდი, – უთხრა თოკამ, თან კომპიუტერში გუროს გამოგზავნილ კადრებს ათვალიერებდა, ბოლოს დაამატა, – დღეს და ხვალ აქ დავრჩები და ზეგ გამოვალ უბანში.
– კარგი, ბრატ, კარგი, კარგ გულაობას გისურვებ. პაკა! – თქვა ჯავახიამ და ტელეფონი გათიშა. შემდეგ იქვე მდგომ მახო შუხიანს უთხრა:
– დღეს და ხვალ ნაშასთანაა გლდანში და ზეგ მოვა.
– კარგი, ძმაო, მადლობა. წავედით, – უთხრა შუხიანმა ჯავახიას და მიკროავტობუსის მძღოლს გვერდით მიუჯდა.
მიკროავტობუსი რომ წავიდა, ჯავახია იმის მაგივრად, რომ სავარჯიშოდ წასულიყო, თორნიკეს ბინის სადარბაზოში შევიდა და მეხუთე სართულისკენ აიღო გეზი.
ჯავახია ყველაფერთან ერთად ქურდბაცაცა იყო და ნებისმიერი ხელსაყრელი მომენტის დროს ბინებს ქურდავდა. ამისთვის მას წინასწარ ჰქონდა მომარაგებული „ატმიჩკები“. ჯავახიამ ფრთხილად მოარგო კარებს გასაღები და გააღო. შემდეგ ფეხაკრეფით შევიდა ბინაში, კარი მიხურა და კატასავით ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა სასტუმრო ოთახისკენ. თუმცა კეფაში მძიმე საგანი მოხვდა და გათიშული დაეცა ძირს. ხოლო თვალები რომ გაახილა, ხელები შეკრული ჰქონდა, თავზე კი თორნიკე მახარაძე და უცნობი მამაკაცი ადგნენ. ეს უცნობი მამაკაცი ბესო გაბისონია იყო.
– აბა, თუ გინდა, სული არ ამოგხადოთ წამებაში, ყველაფერი ამოღერღე, თორემ არავის დაუნახავხარ, როგორ შემოხვედი აქ და ვერც ვერავინ შეიტყობს, ვინ გაიტანა აქედან იმ ვირთხის ლეშის ნაკუწები, რომელსაც კოტე ჯავახია ჰქვია, – უთხრა ჯავახიას გაბისონიამ, რომელიც მხოლოდ აშინებდა და მის მოკვლას, რა თქმა უნდა, არ აპირებდა.
ჯავახიამ თორნიკესა და გაბისონიას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და პატიებას ითხოვდა. გაბისონიამ კი, რომ არ ეყვირა, პირზე სკოჩი ააკრა. შემდეგ ბორკილებდადებული ჯავახია საიმედოდ მიაბეს რადიატორზე და გაბისონიამ მახარაძეს უთხრა:
– გახსოვს, თოკა, იმ დღეს რომ გითხარი, ეს ჯავახია გამოგვადგება-მეთქი, ხომ მართალი ვყოფილვარ.
– დიახ, ბატონო ბესო, – მიუგო გაბისონიას მახარაძემ და მასთან ერთად ბინიდან გავიდა.
***
იმავე დღეს ბესო გაბისონიამ გურამ მელაძე ინახულა და პირობა დაადებინა, რომ რაც უნდა მოესმინა, ნერვებს მოთოკავდა და არავის არაფერს ავნებდა, მით უმეტეს, ახლობლებს. ხოლო, როდესაც გურამისგან ეს პირობა მიიღო, ბესომ მას ნატოს ამბავი და დანარჩენი მოვლენებიც დაწვრილებით მოუთხრო, გარდა იმისა, რომ ნატო მელაძე ფეხმძიმედ იყო... პოლიციის მაღალჩინოსანი მოერია საკუთარ თავს და ბავშვობის ძმაკაცს უთხრა:
– კარგი. ახლა ის მითხარი, მე რა უნდა გავაკეთო?
– რა უნდა გააკეთო და საქმე ბოლომდე უნდა მიგვაყვანინო. სანამ შენთან მოვდიოდით, მე და თორნიკემ დაღუპულ ზეზვა გიგაურის დედისა და დისგან შევიტყვეთ, რომ ზეზვას მეგობარი ჰყოლია, ვინმე ვახო კირვალიძე. ის ბიჭიც კომპიუტერების ასი ყოფილა. ჰოდა, ეს კირვალიძე, თურმე, არც პანაშვიდს დასწრებია, არც დასაფლავებას და გაუჩინარებულა. როგორც ეტყობა, მან იცის ზეზვას მკვლელობის საიდუმლო და იმალება. დარწმუნებული ვარ, რომ მას გასტო.ნ პაპაშვილის ბოევიკები ეძებენ, – თქვა გაბისონიამ.
– იქნებ ის კირვალიძეც მოკლეს? – იკითხა პოლკოვნიკმა. გაბისონიამ კი უთხრა:
– არა, არ მგონია. ზეზვას დასაფლავების მეორე დღეს იმ ვახო კირვალიძეს ზეზვას დედისთვის დაურეკავს და ბოდიში მოუხდია. შემდეგ კი ტელეფონი გაუთიშავს. თუ ამის მერე არ მიაგნეს და მოკლეს, ვფიქრობ, იმალება და ეს ბიჭია პირველ რიგში მოსაძებნი და დასაცავი. თავს დავდებ, რომ ის და ზეზვა ერთად ემსახურებოდნენ გასტონს და კირვალიძემ, უბრალოდ, მიმალვით უშველა თავს.
– კარგი. ჩემს თანამშრომლებს დავავალებ კირვალიძის მოძებნას. კიდევ რა უნდა გავაკეთო? – იკითხა გურამ მელაძემ.
– მალხაზ შუხიანი უნდა ავიყვანოთ და დავამუშაოთ. ის იყო ამ დილით თორნიკეს სახლთან სხვებთან ერთად და სავარაუდოდ, გატაცებას უპირებდნენ. მათი იქ ყოფნის კადრები გვაქვს გადაღებული და მათი საშუალებით მოვახდინეთ იდენტიფიცირება, – უთხრა გაბისონიამ.
– კარგი. ახლავე დავიწყებ ოპერაციას და ერთ საათში იმ შუხიანს ყველაფერს დავაფქვევინებ. თუ არაფერია მეტი, მაშინ მე წავედი, – თქვა გურამ მელაძემ, გაბისონიამ კი უთხრა:
– თოკას ბინაში ერთი ვირთხა გვყავს გამომწყვდეული. ვინმე კოტე ჯავახია და შეგიძლია, წაიყვანო. მიზეზიც გვაქვს, მან თორნიკე მახარაძის ბინაში უკანონოდ შეაღწია, ჩვენ კი დავაკავეთ.
– კარგი. წავედი ახლა. კავშირზე ვიქნები და საჭიროების შემთხვევაში დაგირეკავთ. თუ თქვენთან იქნა სიახლე, მაშინ თქვენ დამირეკეთ. აბა, შეხვედრამდე, – თქვა პოლიციის პოლკოვნიკმა გურამ მელაძემ და ფართომასშტაბიანი პოლიციური ოპერაცია, რომელიც მიზნად „გაპას“ სინდიკატის ლიკვიდაციას ისახავდა, დაიწყო.
***
პოლიციურ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ძალები მონაწილეობდა და ამან შედეგი გამოიღო. ეს ოპერაცია რამდენიმე მიმართულებით წარიმართა, ოპერატიულმა ჯგუფებმა დიდი ეფექტურობით იმუშავეს. დაკავებულმა მახო შუხიანმა ხელი გიზო გენძეხაძეს დაადო და როდესაც ჯვებე კორიანის პირადმა ჯალათმა კორიანს დაადო ხელი, სულ მალე მას ჯვებეც მიუსვეს გვერდით. მათი მეშვეობით გახდა ცნობილი, რომ ბოევიკთა ჯგუფები ვახო კირვალიძეს სამეგრელოში ეძებდნენ. სამძებრო ჯგუფი გაგზავნა სამეგრელოში გურამ მელაძემაც და ვახო კირვალიძე პოლიციელებმა ბოევიკებს, რომ იტყვიან, ხელიდან გამოსტაცეს და თბილისში ჩამოიყვანეს. ადგილზე მომხდარ შეტაკებაში კი ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა, ერთი ბოევიკი დაიღუპა, სამი დაიჭრა და შვიდიც დააპატიმრეს.
ოპერაციის ბოლო კი გასტონ პაპაშვილის დაპატიმრება, მის ოფისებში ჩხრეკის ჩატარება და იქ დიდძალი იარაღის, ნარკოტიკებისა და სხვადასხვა ვალუტის ამოღება იყო. თავდაპირველად „გაპას“ მეპატრონე დიდ გულზე იყო და პოლიციელებს არ ეპუებოდა. მათ განადგურებითაც კი ემუქრებოდა. თუმცა, როდესაც მას უთხრეს, რომ ვახო კირვალიძე საღსალამათი იყო, თან დიდძალი მამხილებელი ფაქტები ჰქონდა და კორიანი კი ჩვენებებს იძლეოდა, გასტონ პაპაშვილი ერთბაშად მოტყდა და ამოილუღლუღა, დუმილის უფლებას ვიყენებო.
– ეს თქვენი უფლებაა, თუმცა, არაფერში წაგადგებათ. თქვენს წინააღმდეგ უტყუარი ფაქტები გვაქვს, ხოლო თქვენი მთავარი მფარველი, მინისტრის მოადგილე შალვაშვილი კორუფციის ფაქტზეა დაპატიმრებული და შველა თავად მას სჭირდება, – უთხრა გასტონ პაპაშვილს გურამ მელაძემ.
***
„გაპას“ სინდიკატის საქმის გამოძიება რვა თვე გრძელდებოდა და მხოლოდ ამის მერე გადაეცა სასამართლოს. უამრავი ფაქტობრივი მასალითა თუ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა გასტონ პაპაშვილისა და მისი დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალეულობა. პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს და ასევე დიდი ხნით, ფაქტობრივად, სამუდამოდ ჩასვეს სხვადასხვა  მკვლელობის შემსრულებელ-დამგეგმავები. ზეზვა გიგაურის ეპიზოდთან დაკავშირებით კი ვახტანგ კირვალიძემ სასამართლოზე თქვა:
– მე და ზეზვა გიგაური გასტონ პაპაშვილთან უკანონო საქმიანობით ვიყავით დაკავებული. ჩვენი პროფესიული ცოდნის გამოყენებით ვაღწევდით სხვადასხვა თანამდებობის პირთა ელექტრონულ სისტემაში, ვიპარავდით მათ პირად ინფორმაციებს. ვიღებდით მათი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და პაპაშვილს ვაწვდიდით. ის კი მათი მეშვეობით ამ ხალხს აშანტაჟებდა. ზოგისგან დიდ თანხებს იღებდა, ზოგსაც მფარველად იყენებდა. ერთხელ ზეზვამ გადაიღო ინტიმური სცენა, რომლის დროსაც მინისტრის მოადგილეს მაზოხისტური სექსის დროს არასრულწლოვანი გოგონა შემოაკვდა. ზეზვას ამ ფირის პოლიციაში წაღება უნდოდა, მაგრამ პაპაშვილმა არ მისცა უფლება და უთხრა: ჯერ ფულს გამოვართმევ და მერე დავაჭერინოთ ტექნიკურადო. ზეზვამ დაუჯერა და ფლეშკა მისცა, თუმცა ის მოკლეს. მაგრამ ზეზვას ამ ფირის ასლი ჩემთვის ჰქონდა მოცემული. პაპაშვილი დაეჭვდა და მკითხა, მაგრამ მე უარვყავი, თუმცა შემეშინდა და მივიმალე. ამის მერე მე მეძებდნენ, რომ ფირი წაერთმიათ და მოვეკალი და რომ არა პოლიცია, ალბათ, მეც ზეზვასავით გამანადგურებდნენო.
სასამართლოს ბოლო სხდომაზე გასტონ პაპაშვილის განაჩენი უნდა წაკითხულიყო და სავსე დარბაზი გასუსული უსმენდა მოსამართლეს. „გაპას“ მეპატრონის დანაშაულთა ჩამოთვლას თითქმის ნახევარი საათი დასჭირდა. ბოლოს, როდესაც მოსამართლემ თქვა – მიესაჯოს უვადო პატიმრობა, განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო, გასტონს  სახე გაუთეთრდა. შემდეგ ყელზე იტაცა ხელები და წამოდგომა სცადა. მაგრამ გაშავდა და გულგახეთქილი იქვე უსულოდ დაეცა..
იმ ადგილიდან, სადაც გასტონ პაპაშვილს გული გაუსკდა, სულ რაღაც რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, ჟორდანიას სახელობის სამშობიაროში ნატო მელაძემ ვაჟი გააჩინა, რომელსაც ზეზვა დაარქვა.
დასასრული
скачать dle 11.3