კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№40 ჩახუტების მანერა და ხასიათი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  როცა საქმე ორი ადამიანის ურთიერთობას ეხება, არაფერია იმაზე მრავლის მთქმელი, ვიდრე ჩახუტება.  თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ, ეს ქმედება და არა, მაგალითად, კოცნა ითვლება ბედნიერების წყაროდ. ჩვენი ხასიათი რუტინულ  ყოველდღიურ ქმედებებში ვლინდება – სიარულიდან დაწყებული, ლაპარაკის მანერით დამთავრებული.  
  როცა პარტნიორი ზურგიდან  გხვევთ ხელებს წელზე – ასეთი ჩახუტება უსაფრთხოების შეგრძნებას გვიძლიერებს. ის, ვინც უკან დგას, თითქოს საკუთარ თავზე იღებს მცველის ფუნქციას.   ადამიანი პარტნიორს უგზავნის სიგნალს, რომ მასზე ზრუნვა მისთვის უმთავრესია ურთიერთობაში.  
 მხრებზე მოხვევა – ერთმანეთისთვის მხრებზე ხელების შემოხვევა სიმშვიდის სიმბოლოა. ადამიანები ზურგზე ხელების შემოჭდობით  ცდილობენ, აჩვენონ, რამდენად ძლიერად ზრუნავენ ერთმანეთზე. ძალიან თბილი და  ინტიმური ჟესტია.
  „ნელი ცეკვა“ – ასე  ჰქვია ჩახუტების ფორმას, როცა  პარტნიორი თქვენს კისერზეა ხელებით „ჩამოკიდებული“ და სახეში შემოგცქერით. ასეთი ჩახუტება  მთლიანად რომანტიკაა.  ფსიქოლოგების აზრით,  ეს დამახასიათებელია ახალგაზრდა, ადრეული სიყვარულისთვის, იმ დროისთვის, როცა მუცელში პეპლები დაფრინავენ. ზრდასრულ ასაკში კი ჩახუტების ეს ფორმა მიანიშნებს იმაზე, რომ ურთიერთობაში ჯერ კიდევ ცოცხლობს რომანტიკა.
  მეგობრული ხელის შემოხვევა – თქვენ ორი თანამზრახველი ხართ. ამ ჟესტთან ასევე არაფერი აქვს საერთო რომანტიკას და ის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობით აიხსნება. აღნიშნავს გვერდში დგომას, კეთილგანწყობას და გამბედაობას.
  „დახურული წრე“ – როცა პარტნიორები ისე ეხვევით ერთმანეთს  თითქოს, გეშინიათ, არ დაკარგოთ. როცა ადამიანი მეორე ადამიანს ასე ეხვევა, ეს იმას მიანიშნებს, რომ მასზე ძვრფასი არავინ  ჰყავს.  ღრმა გრძნობების და სულიერი სიახლოვის ნიშანია, როცა ერთმანეთის მხრებზე ხელები გიდევთ და თვალებით ეკონტაქტებით – ეს ძაფი ორივესთვის უმნიშვნელოვანესია. თქვენი ურთიერთობა ძლიერი და ურყევია.
  „ნაჭრის თოჯინა“ – როცა  ჩახუტების დროს ერთ-ერთი ძლიერად ეხვევა, ხოლო მეორე უფლებას აძლევს, რომ მოეხვიოს მას. ასეთი ჩახუტება – ქვეცნობიერად უბრალოებისა და კომფორტის ძიებაც შეიძლება იყოს. ხოლო  თუ  თითოეული თქვენგანი ხელებს ერთმანეთის უკანა ჯიბეში დებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. გილოცავთ – თქვენ იდეალური წყვილი ხართ!

скачать dle 11.3