კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 დაიკელით 5 დღეში 3 კილოგრამი

ნინო კანდელაკი ანი რევია

ადამიანი, რომელიც ბევრს მოძრაობს და ნორმალური კვების რეჟიმი აქვს, სასურველ წონას ინარჩუნებს. მაგრამ, ვინც ამას ვერ ახერხებთ და თანაც, მალე გსურთ ფორმაში ჩადგომა, გთავაზობთ დიეტას, რის დახმარებითაც შეძლებთ, ხუთ დღეში, დაახლოებით, სამი კილოგრამი ზედმეტი წონა დაიკლოთ. ამისთვის კი აუცილებელია, მკაცრად დაიცვათ ჩამოთვლილი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგის მიღწევა ძალიან გაგიჭირდებათ.
* არ მიიღოთ შაქარი და დღის განმავლობაში, რაც შეიძლება, ბევრი სითხე დალიეთ – წყალი, უშაქრო ჩაი ან ყავა;
* კვების რაციონიდან ამოიღეთ ნახშირწყლების შემცველი ყველა პროდუქტი: პური, ნამცხვრები, ნაყინი, გაზიანი სასმელები, შვრიის ფაფა, ბრინჯი, ცომეული, შოკოლადი, სასუსნავები და ასე შემდეგ;
* თავი აარიდეთ ზედმეტად მარილის მიღებასაც, რადგან მიღებული სითხის რაოდენობა, მარილების გახსნას მოხმარდება და არა ზედმეტი ცხიმების დაშლას;
* მიირთვით რძის ნაწარმი, რომელიც კუჭის მოქმედებას უწყობს ხელს;
* ნახშირწყლები მიიღეთ ბოსტნეულიდან და ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი ხილი.
* თუ დღის განმავლობაში ჭამთ სამჯერ, შეეცადეთ, ეს საკვები ხუთზე გადაანაწილოთ. ასე თქვენს ორგანიზმს საკვების გადამუშავებას გაუადვილებთ;
* აუცილებელია, მიიღოთ ცილები და ცხიმები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ორგანიზმში, ასე რომ მიირთვით ხორცი, კვერცხი და ყველა სახის თევზი.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ წესების დაცვით წონაში ვერ  დაიკლებთ თუ დღეში, 15 წუთი მაინც არ ივარჯიშებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მუცლის პრესს.
თუ 60 კილოგრამი ხართ, დალიეთ დღეში 2 ლიტრი წყალი, თუ 65 კილოგრამი – 3, ხოლო, და თუ 70 კილო გრამზე მეტი – 4 ლიტრამდე.
 დიეტა უნდა დაიცვათ მხოლოდ ხუთი დღე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ, ეს დიეტა არ არის განკუთვნილი რაიმე დაავადების მქონე პირებისათვის.
დაიცავით ეს დიეტა ზუსტად, შიმშილის გარეშე და აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.
скачать dle 11.3