კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რომელი ასტროლოგიური ქვისა და ფერის ტარება გაგიხსნით ბედნიერების კოდს

  ძვირფას ქვას, რომელსაც სამკაულად ატარებთ, ჯანმრთელობის, ერთგულების, სიმდიდრის დამცველის როლის შესრულებაც შეუძლია. თუ გსურთ, ძვირფასმა ქვამ თქვენი ეს ფუნქციებიც შეითავსოს, ჯერ ის ვიზუალურად უნდა მოგეწონოთ, შემდეგ კი მიგიზიდოთ. ქვა ტემპერამენტის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ – თუ ადვილად ფეთქდებით, მაშინ არ გირჩევთ, წითელი ფერის ძვირფასი ქვები ატაროთ, შესაძლოა, მან გაუაზრებელი ქმედებისკენ გიბიძგოთ. მაგრამ მისი ტარება კარგია გაუბედავი ადამიანებისთვის, რათა ამ ქვამ მათ ცხოვრებაში მეტი გამბედაობა და წარმატება შემოიტანოს. ზურმუხტისა და ფირუზის ქვების სამკაულების ტარება კი ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, რადგან ეს ქვები ადამიანში საუკეთესო თვისებების წარმოჩენას უწყობს ხელს. როდესაც მათ იკეთებენ, ისინი ჯერ ეგუებიან და ეჩვევიან თავის პატრონს, შემდეგ კი ცდილობენ, მისი დადებითი თვისებები წამოსწიონ წინ. ასევე, აუცილებელია, ქვები გაათავისუფლოთ უარყოფითი ენერგიისგან, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად აგროვებს. კვირაში ერთხელ მაინც შეუშვირეთ ასეთი ქვებით მოჭედილი სამკაული გამდინარე ონკანის წყალს, ნურც გააჩუქებთ და ნურც ვინმეს ათხოვებთ. თუ გსურთ, ახლობელ ადამიანს ძვირფასი ქვის სამკაული აჩუქოთ, ამეთვისტოს გირჩევთ. მას სიყვარულის ქვასაც უწოდებენ, რადგან შესწევს იმის უნარი, რომ უფრო მეტად გააღვივოს თქვენი რჩეულის გრძნობები თქვენ მიმართ. კარგია, თუ ის ოქროში კი არა, ვერცხლში იქნება ჩასმული და მისი პატრონი ყოველდღიურად არ ატარებს. ის მხოლოდ დროდადრო უნდა გაიკეთოს, რადგან, ამ ქვას მისი მფლობელისგან დასვენება უყვარს. მთის ბროლი ნებისმიერი ადამიანისთვის დადებითი ემოციებისა და სიკეთის მომტანი ქვაა. ის ძალიან კარგია შემოქმედი ადამიანებისთვის. მთის ბროლი აუმჯობესებს მეხსიერებას. ხანგრძლივი ნერვიულობის, გონებრივი გადატვირთვისა და ჯანმრთელობის გაუარესების დროს გირჩევთ ტურმალინი ატაროთ. ფირუზის ქვის სამკაულით კი ადვილად მიიზიდავთ თაყვანისმცემლებს. ეს ქვა აღვივებს ადამიანებს შორის ლტოლვას. ის ფინანსური შემოსავლების ზრდაშიც დაგეხმარებათ. მალაქიტის ქვა შთანთქავს და ანეიტრალებს უარყოფით ენერგიებს. მისი ტარება ფიზიკური ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. თუ გონებრივი მუშაობა გიწევთ, ონიქსის ქვის სამკაული შეიძინეთ და ატარეთ. ეს ქვა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, დაბრკოლებების გადალახვასა და პრობლემების ადვილად მოგვარებაში.
ასევე, აუცილებელია, ხშირად ჩაიცვათ იმ ფერის ტანსაცმელი, რომელიც ბედნიერების კოდს გაგიხსნით.
ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: ვერძი – წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ. ლომი – მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მუქი ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროს და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ და დამაჯერებლობას მატებენ მათ. მშვილდოსანი – ცისფერის და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები იდუმალებას აღძრავს და მსგავსი სიტუაციების გამორკვევას აიძულებს.
მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: კურო – ღია მწვანე, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი ფერის ტონები. აღნიშნული ფერები განაპირობებენ მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას. ქალწული – თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ამ ფერების საშუალებით, მუდამ აკონტროლებენ საკუთარ თავს. თხის რქა – ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფრიდან, დამთავრებული შავით. ამ ფერთა გამა ქმნის მათში კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს.
ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: ტყუპები – იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. ამ ფერთა გამა ოპტიმიზმს აღვივებს და დამაჯერებლობას მატებთ მათ. სასწორი – ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. აღნიშნული ფერები მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს, ხაზს უსვამს პიკანტურ ხასიათს. მერწყული – ყვითელი, ცისფერი, თეთრი. ეს ფერები ხაზს უსვამენ მერწყულების სათუთ და საკმაოდ ნაზ შინაგან სამყაროს.
წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: კირჩხიბი –  თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. ეს ფერები მათ ეხმარებიან ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ ენერგიით. მორიელი – მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი და ყვითელი. ეს ფერები, ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს და ამ ფერების საშუალებით ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან. თევზები – იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებენ და მათ რეალობისკენ აბრუნებენ.
скачать dle 11.3