კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ აკრძალა სტალინმა ლენინის ავადმყოფობის ისტორიის გამოქვეყნება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ბრწყინვალედ ერკვეოდა პიარტექნოლოგიებში და როგორც სხვა სფეროებში, არც აქ უშვებდა შეცდომებს... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გალინა კაზაკოვა წერს: „სტალინი, პირველ რიგში, პრაქტიკოსი იყო და რომ იტყვიან, ცოცხალ საქმეს პირველ ადგილზე აყენებდა. თუმცა, შესაშურად აუღო ალღო პიარის, მაშინდელი ტერმინით – პროპაგანდა-აგიტაციის ენას და იდეოლოგიასთან ერთად, მასების დარაზმვის საშუალებად გამოიყენა. ხოლო იმ პერიოდში რომ მასების დარაზმვა აუცილებელი იყო, რაც საბჭოთა ბელადმა უმაღლეს დონეზე განახორციელა, მთელი სამყაროსთვისაა ცნობილი.
  სტალინმა აამოქმედა მარტივი და გენიალური სქემა, რომელიც ასე გამოიყურებოდა: ლენინი – რევოლუციისა და მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი, მილიონობით ადამიანის მხსნელი, კომუნისტი წმიდანი, უნაკლო და მისაბაძი არსება – ფაქტობრივად, ღმერთი. მასზე უნდა სწორებულიყვნენ მშრომელები, მისი იმედი ჰქონოდათ და ხშირ-ხშირად ენახათ მავზოლეუმში დასვენებული. ეს სქემა თითქმის მთელი 70 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ლენინის მუმიას განსაკუთრებულად უვლიდნენ და ადიდებდნენ. მასზე გამოდიოდა მილიონობით წიგნი და თითოეული პუბლიკაცია ჰეროიკულად იყო შელამაზებული. არა და, ოქტომბრის რევოლუციის ბელადი – ლენინი, საკმაოდ ბოროტი, მშიშარა, უნებისყოფო, მრუში ადამიანი იყო და ეს სტალინმა ბრწყინვალედ უწყოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში კი ილიჩი სიფილისით დაავადდა, რამაც გონებასუსტობა გამოიწვია. თუმცა, სტალინმა აკრძალა ლენინის ავადმყოფობის ისტორიის (ნამდვილი ისტორიის) გამოქვეყნება და აგრეთვე, მისი იმ სურათებისაც, რომლებიც 1923-1924 წლებში  იყო გადაღებული. მათზე ილიჩს აშკარად ეტყობოდა, რომ გონება გათიშული ჰქონდა. ეს სურათები მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნეში ამოიღეს არქივებიდან და გამოაქვეყნეს. სტალინს ჭკვიანი, უცდომელი და კეთილი ბელადის სახე სჭირდებოდა და სწორედ იქ იყო დამარხული ძაღლის თავი.
  ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ლენინი რომ რევოლუციური გენია იყო, ამას წყალი არ გაუვა. ყველანი ვაღიარებდით და სტალინმა ეს ჩვენზე უკეთ უწყოდა. თუმცა, ილიჩი უბრალო ადამიანიც იყო და საკმაო სისუსტეებიც ჰქონდა. ამიტომ მას ვენერიული დაავადებაც დაემართა, გონებასუსტობაც და სტალინმა იმ მძიმე დღეებში, როდესაც ლენინს ვგლოვობდით, ყველა შეგვკრიბა და გამოგვიცხადა, განსაკუთრებით ექიმები გააფრთხილა, რომ ბელად ლენინის ავადმყოფობის ისტორია, ანუ ნამდვილი ისტორია, არავის გაემხილა და არც ბოლო ორ წელიწადს გადაღებული ფოტოები გამოექვეყნებინათ, სადაც რევოლუციის ბელადი საშინლად გამოიყურებოდა. სტალინმა ყოველგვარი მორიდების გარეშე, პირდაპირ გვითხრა, ფაქტობრივად, დაგვემუქრა: ამ განკარგულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამნაშავის საქმეს „ჩეკა“ მოჰკიდებს ხელსო. „ჩეკას“ ხელში ჩავარდნა კი კარგს არაფერს მოასწავებდა...“ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ, პირველ რიგში, თავად მოლოტოვი ასრულებდა სტალინის ამ ბრძანებას და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც არნახულ პროპაგანდას უწევდა ლენინის სახეს.
  მოლოტოვი რომ ამ ინფორმაციას ასაჯაროებდა, უკვე ღრმად მოხუცებული იყო და მალევე გარდაიცვალა, თანაც „პერესტროიკა“ მძვინვარებდა.
აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი: „ჩემზე და ჩემნაირებზე კაცი ვერ იტყვის, რომ ბრმა, გაუაზრებელი პროპაგანდის მსხვერპლი შეიძლება, ვყოფილიყავით. სხვა რომ არა იყოს რა, კულტუროლოგი ვარ და ამ თემაზე სადოქტორო დისერტაცია დავიცავი. მაგრამ პატიოსნად გამოგიტყდებით, რომ ლენინისეული კულტით მეც მოხიბლული, აღფრთოვანებული, უფრო სწორად კი მონუსხული ვიყავი. მინდოდა, რომ ამ მიუწვდომელ იდეალს ოდნავ მაინც მივახლოებოდი და აბსოლუტურად გულწრფელად მოგახსენებთ, რომ სწორედ ასეთმა მიზანდასახულობამ გამხადა მეცნიერი. სწორედ, ლენინის იდეალისკენ სწრაფვამ მიმიყვანა კომუნისტურ პარტიაში. არა და საკმაოდ გვიან გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის პიარი იყო. სტალინის მიერ ჩასახული და ტირაჟირებული, რამაც მას დიდ წილად ენთუზიაზმით ააშენებინა ის უდიადესი ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდებოდა. ახლა, საბჭოეთის დაშლის მერე, უფრო მშვიდად რომ ვიაზრებ ყველაფერს, ვრწმუნდები, რომ ლენინი უდიდესი ადამიანი მართლა იყო, მაგრამ ის სტალინთან ახლოსაც კი ვერ მიდის სიდიადით. ხატოვნად ვიტყვი – ლენინი დიადი ლილიპუტია, სტალინი კი – დიადი ტიტანი...“
  ძალიან საგულისხმო და საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა აწ უკვე გარდაცვლილმა აკადემიკოსმა. ამ მოსაზრებას არაერთი უცხოელი, ცნობილი მეცნიერი იზიარებს. ნიშანდობლივი კი ისაა, რომ თანამედროვე პიარტექნოლოგიები ემყარება სტალინის მიერ შემუშავებულ სქემებს, რომელიც 100 წლის წინ იქნა საქმეში ჩაშვებული. ფაქტობრივად, პრინციპი არ შეცვლილა, მხოლოდ ტექნიკა განვითარდა. გამოდის, რომ მოწინავე დასავლური პიარის მამა იოსებ სტალინი იყო“.

скачать dle 11.3