კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს ინფორმაცია პრეპარატ ნალკრომის შესახებ. მითხრეს,  კარგია ორგანიზმის გასაწმენდად ტოქსინებისა და შლაკებისაგანო. 25 წლის ვარ და ექიმის დამიშნულების გარეშე თუ შეიძლება მიღება? მინდა, გავიგო ზუსტი დოზირებაც.
პასუხი: ნალკრომი ანტიალერგიული საშუალებაა, ინიშნება ექიმის მიერ კვებითი ალერგიების, ალერგიული ბრონქიტების, ბრონქული ასთმისა და სხვადასხვა დაავადების დროს.
კითხვა: ვარ 20 წლის გოგო, დილაობით მტკივა კუჭი და როგორ მოვიქცე? რისი ბრალი შეიძლება, იყოს?
პასუხი: დაუყოვნებლივ მიმართეთ გასტროენტეროლოგს, გამოსარიცხია დუოდენიტი (12-გოჯა ნაწლავის ანთება).
კითხვა: გულის ამოვარდნები მქონდა, ალბათ, დღეში – ერთი-ორი. გული გამოვიკვლიე და ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ კალიუმი მაქვს 3.6 – ზღვარზე. ექიმმა პანანგინი დამინიშნა 10 დღით. საშიშია რამე ან რას მირჩევთ და რომელი საკვებია კალიუმით მდიდარი?
პასუხი: ექსტრასისტოლური არითმია არითმიის ყველაზე გავრცელებული ტიპია. მას ადამიანი შეიგრძნობს როგორც გულის „შეფრთხიალებას“, ძლიერ დარტყმას. თუ ადამიანი ახალგაზრდა და ჯანმრთელია, არითმია განსაკუთრებულ ჩარევას არ მოითხოვს. მიზეზი შეიძლება, იყოს როგორც პათოლოგიური – კარდიული (გულთან დაკავშირებული), ისე არაკარდიულიც (გულთან დაუკავშირებელი) და არაპათოლოგიურიც. ექსტრასისტოლა შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც აღენიშნებოდეს სხვადასხვა ვითარებაში, თუნდაც ემოციის გავლენით, დიეტაზე ყოფნის ან ზედმეტი ვარჯიშის გამო. დიფერენცირებისთვის კარდიოლოგის კონსულტაცია აუცილებელია. კალიუმით მდიდარია რძის ნაწარმი, ბანანი, კარტოფილი, ატამი, გარგარი, ფორთოხალი, მარწყვი, ქლიავის ჩირი, ფინიკი, ლობიო, ბარდა.
კითხვა: ექიმის გარეშე 9 წლის ბავშვს რომ სტატურანი დავალევინო, რამე პრობლემას ხომ არ გამოიწვევს? თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება და როგორც ვიცი,  ეს პრეპარატი ზრდაში ეხმარება. ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია გავიარეთ მან მხოლოდ აქვადეტრიმი დაუნიშნა D ვიტამინის ნაკლებობის გამო, სხვა ყველაფერი ნორმაში აქვს.
პასუხი: სტატურანი არის ზღვის ღრუბელას ექსტრაქტი, არსებული ანოტაციის თანახმად, პრეპარატის მიღებისას სიმაღლეში ზრდა მიმდინარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგების გზით. სტატურანი იოდის შემცველი პრეპარატია, ამიტომ მისი მიღების უკუჩვენებას წარმოადგენს იოდის აუტანლობა. უმჯობესია, დადგინდეს ზრდის შეფერხების მიზეზი და მედიკამენტის მიღება შეთანხმებული იყოს ენდოკრინოლოგთან.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3