კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ ვუშველოთ გაჭედილ ცხვირს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცხვირის გაჭედვას არა მარტო გაციება, არამედ ალერგიული ფონიც იწვევს.
  ცხვირის ლორწოვანი გარსი რომ დაიცვათ, მოერიდეთ სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ, დაბინძურებულ თუ ძლიერი ალერგიული რისკის მქონე გარემოს. ცხვირის გაჭედვა შეიძლება, სიცივისა და სითბოს მკვეთრმა მონაცვლეობამაც გამოიწვიოს. არ გაათბოთ ოთახი ზედმეტად – იდეალური ტემპერატურა 19-20 გრადუსია. დღის განმავლობაში ხშირ-ხშირად გაანიავეთ ბინა, ეცადეთ, ოთახებში ჰაერი არ გამოშრეს, მით უმეტეს, თუ ელექტროგამათბობელს იყენებთ. ამასთან, რეგულარულად მიიღეთ თბილი სითხე.
  გაჭედილი ცხვირის გასათავისუფლებლად სხვადასხვა მეთოდის გამოყენება შეიძლება.
ნივრის ღერო გაჭედილი ცხვირის დროს – ნიორი ხანგრძლივი ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება. მასში სასარგებლო ნივთიერებებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. საკვებში ნივრის რეგულარული გამოყენება და შესუნთქვა ბევრი დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკისთვის გამოგადგებათ – გაციებიდან დაწყებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით დამთავრებული. კულინარიაში გამოყენების გარდა ნივრისგან სამკურნალო ხსნარებსა და სპირტიან ნაყენებს ამზადებენ, იყენებენ მის წვენსა და ფაფასაც.
  ძალიან სასარგებლოა ნივრის ღეროს გამოყენება. კერძის მომზადების შემდეგ, მისი ღერო არ გადააგდოთ, შეინახეთ და გამოაშრეთ. სურდოს პირველივე ნიშნებისთანავე მშრალი ნივრის ღერო აიღეთ, ერთი ბოლო მოწვით (არ უნდა დაიწვას, არამედ ოდნავ უნდა იფერფლებოდეს) და კვამლი რიგრიგობით შეისუნთქეთ ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ნესტოთი. 5-7 შესუნთქვა საკმარისი იქნება. ფრთხილად იყავით! მიუხედავად იმისა, რომ კვამლს ნივრის დამახასიათებელი არომატი არ აქვს, შეიძლება, ოდნავ მომწარო იყოს. ბავშვისთვის კვამლის შესუნთქვა საჭირო არაა – საკმარისია, იმყოფებოდეს ოთახში, სადაც ნივრის ღერო იწვის. ამბობენ, რომ თუ ასეთ პროცედურას დაავადების დაწყებისთანავე ჩაიტარებთ, მეორე დღეს სურდოს კვალიც გაქრება.
  გამორეცხვა საშუალებას იძლევა, გათავისუფლდეთ უფრო ღრმად ჩამჯდარი ლორწოსგან. ნესტოებში სითხე სააბაზანოს ნიჟარასთან შეისხურეთ. თავი გვერდზე გადახარეთ. ქვემოთ მოქცეული ნესტო უნდა დაიცოთ, ზემოთა ნესტოში კი სითხე შეისხუროთ. ის მაშინვე წამოვა მეორე ნესტოდან. შემდეგ პირიქით გააკეთეთ, მერე კი ცხვირი მოიხოცეთ. ეს პროცედურა მანამდე ჩაიტარეთ, სანამ ცხვირ-ხახისთვის განკუთვნილ რომელიმე მედიკამენტს გამოიყენებდეთ.
გამოიყენეთ შემდეგი მეთოდები: არ გააღოთ პირი და ისე აღმართეთ ენის წვერი ზევით, შემდეგ კი ამ პოზიციის დროს საჩვენებელი თითი მიიჭირეთ შუბლზე წარბებს შორის და გააჩერეთ 20 წამით.
  გარდა ამისა, გადახარეთ თავი უკან, თითები მოიჭირეთ ცხვირზე, რათა ცხვირით სუნთქვა შეაფერხოთ მანამ, სანამ ამას შეძლებთ, უკიდურეს მომენტში კი ამოისუნთქეთ და ნახავთ, რომ თქვენი ცხვირი თავისუფალია და ჰაერის ნაკადს ადვილად შეისუნთქავთ.
скачать dle 11.3