კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 მფარველი ანგელოზის შესახებ

  ღმერთს არ უნდა განვეშოროთ, რამეთუ ეს ტანჯვის გარეშე როდი ხდება. იფიქრეთ, რომ მფარველი ანგელოზი მთელი ცხოვრება ცდილობს, ადამიანს კარგი ზრახვები შთაუნერგოს, ითმენს, იტანჯება, განაწყენდება, როცა კაცი სცოდავს, თავად ანგელოზი კი, ბოლოს და ბოლოს, ღმერთთან ხელცარიელი მიდის. იფიქრეთ ამაზე! ეს ძალზე მწარეა. თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზით ღვთისგან არავინ უნდა გაიქცეს. ანუ, ღვთის მცნებათა დარღვევა არ შეიძლება. მოდით, მცირეოდენი გულმოდგინება გამოვიჩინოთ.
***
  თავისი მფარველი ანგელოზი ბევრმა იხილა. როგორც კი კაცი მას დაინახავს, სხვა აღარაფერი სურს. პატარა ბავშვები სიცილისას თავიანთ მფარველ ანგელოზს ხედავენ. პატარებს ლოცვა უნდა ასწავლოთ, რამეთუ ღმერთი მათსას შეისმენს.
***
  უფალი ყველა ადამიანზე ზრუნავს და მფარველობს მათ. მახსენდება ერთი ქრისტიანი, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავდა. ერთხელ ის ღამისთევის მსახურებაზე ცოლთან და რამდენიმე ბავშვთან ერთად წავიდა. იქ კი ყველა ეკითხებოდა: „სად არიან უმცროსი ბავშვები?“ მამამ მიუგო: „ისინი შინ დავტოვეთ. უფალმა ხომ ჩვენს ბავშვებს მფარველი ანგელოზები დაუდგინა, რადგან ჩვენ ღამისთევის მსახურებაზე წამოვედით და არა გასართობად“. ხედავთ, როგორ მსჯელობდნენ ისინი? ჩვენ, ადამიანებიც ასევე უნდა მოვიქცეთ – უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, შემდეგ კი უფალი ყველაფერს მოაგვარებს“.
***
  რომ გვენახა, რამდენად ახლოსაა ჩვენი მფარველი ანგელოზი, მაშინ მარტოობას არასოდეს ვიგრძნობდით. ჩვენ ხომ მეგობრებიც გვყავს: იოანე ნათლისმცემელი, წმიდანები, ქერუბიმები და სერაფიმები და, განსაკუთრებით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.
თავისუფლების შესახებ
  ის სულაც არაა თავისუფლება, როცა ადამიანს ვეუბნებით, რომ ყველაფერი დაშვებულია. ეს მონობაა. წინსვლისთვის სიძნელეები უნდა გადავლახოთ. მოგიყვანთ მაგალითს: დგას ხე, რომელსაც ვუვლით, ვამკობთ, თოკით ვაბამთ. მას მავთულით არ ვაბამთ, რათა არ დავაზიანოთ. განა ხეს ასე არ უვლით? სწორედ ასე და არა სხვაგვარად. ახლა ბავშვსაც შეხედეთ. მას თავიდანვე ვუზღუდავთ თავისუფლებას. ჩასახვისთანავე საბრალო დედის საშოშია გამომწყვდეული და ცხრა თვე იქ რჩება. დაბადებისთანავე ჩვრებში ახვევენ და გაკოჭავენ. როგორც კი ოდნავ წამოიზრდება, „მანეჟში“ ათავსებენ და ასე შემდეგ. ეს ყოველივე მისი ზრდისთვის აუცილებელია. მას, თითქოს, თავისუფლებას უზღუდავენ, მაგრამ ამ დამცავი ზომების გარეშე ბავშვი პირველივე წუთს მოკვდებოდა.
სქემმონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა
скачать dle 11.3