კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ ვერ უგებს ახალგაზრდა ქალების უმეტესობა დედამთილებს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  რძლისა და დედამთილის ურთიერთობა ერთ-ერთი  მარადიული და მტკივნეული თემაა. შეიძლება, გსმენიათ  იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დედამთილი   რძლის საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ეს იშვიათობაა. რეალურად დედამთილი არის ქალი, რომელთანაც მნიშვნელოვანი დამთხვევა გაკავშირებთ – მისი შვილი და თქვენი ქმარი ერთი და იგივე ადამიანია. შეეცადეთ, შეხედოთ თქვენს ურთიერთობას ამ თვალსაზრისით. საუკეთესო გზაა ქმრის მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, მაგრამ ეს ყოველთვის არ უშლის ხელს დედამთილს, თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს.  
  თაკო (31 წლის): გათხოვებამდე ქალებისთვის ჩემი „ოქროს“ რჩევა იქნება – წინასწარ მოემზადეთ იმისთვის, რომ არ იქნებით ერთადერთი ქალი, რომელსაც თქვენი მეუღლე უყვარს. არ უნდა მიიღოთ დედამთილის ყოფნა, როგორც თქვენი ბედნიერების შემაფერხებელი. სწორად გამოიყენეთ აქცენტები მასთან ურთიერთობაში – ეს ძალიან გამოგადგებათ კომუნიკაციისთვის, განსაკუთრებით ერთად ცხოვრებისას.
– მაგრამ როგორ? სწორ აქცენტებს ვერ დასვამ ურთიერთობაში, თუ ამის მზაობა ორივე მხარეს არ ექნება
 – სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. თანაც დავაკვირდი – რაც უფრო დიდია ასაკობრივი სხვაობა თქვენსა და თქვენი მეუღლის დედას შორის, მით უფრო გამოხატულია თაობათა კონფლიქტი. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცეოდა დედამთილი ახალგაზრდობაში, ახლა ისინი სხვაგვარად ცხოვრობენ. წამიკითხავს, რომ  თქვენს მომავალ დედამთილთან პირველ შეხვედრაზევე უნდა გაამჟღავნოთ პასუხისმგებლობის გრძნობა.  თითქოს რა ადვილია!  მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ  თქვენი ქორწინების მომავალი დამოკიდებულია თქვენი მეუღლის მშობლებთან ურთიერთობაზე.  ყურადღებით მოუსმინეთ დედამთილს, დაუსვით მას კითხვები და მიიღებთ ფასდაუდებელ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ ქმართან სწორი ურთიერთობის დალაგებაშიო – სისულელეა. თუ ჩემი დედამთილისნაირი თვალთმაქცი შეგხვდებათ, ვერაფერშიც ვერ დაგეხმარებათ. სამი წელი დამჭიდა, რომ მივმხვდარიყავი მის მაქინაციებს.
– ალბათ უნდა გაეცნოთ მომავალი ქმრის ოჯახურ ცხოვრებას, ტრადიციებს, ჩვევებს, სავარაუდოა, რომ თქვენი მომავალი მეუღლე ზუსტად იმ ურთიერთობების მოდელს აიღებს, რომელიც ოჯახში ჰქონდა.
– ეგ ნაკლები პრობლემაა. ჩემს დედამთილს ესმის, რომ მისი შვილი იდეალური არ არის, მაგრამ მისი გაზრდილია და როგორ იკადრებს საკუთარი დანაშაულის აღიარებას.
– ესაა თქვენ შორის კონფლიქტის მიზეზი?
– მოდი, ასე გიპასუხებთ – მე დავქორწინდი იმ ოცნებით, რომ მეყოლებოდა მშვენიერი ქმარი და მშვენიერი შვილები, რომლებიც პატივს მცემდნენ და ვეყვარებოდი. მაგრამ  ჩემს ქმარს დედა ჰყავს და ირევა მასზე. არ ვარ ეგოისტი, მაგრამ მეც მინდა, ისეთივე თბილი გრძნობით მომექცეს. პრობლემა ისაა, რომ  ჩემი დედამთილი ვერასოდეს შეძლებს, გადალახოს მის სულში უკმაყოფილებისა და მტრობის განცდა. მეუბნება, მთავარი, რასაც  ჩემს მიმართ უნდა გრძნობდე, მადლიერებაა. ასეთი ქმარი ჩემი დამსახურებით გყავსო. თითქოს მე ასე, ციდან ჩამოვვარდი.  ძალიან მწყინს და ამას უკვე ვეღარ ვმალავ. ოჯახში ჩხუბიც  ძირითადად  ამის გამოა.
– თუ დედამთილს  უნდა, რომ რჩევა ჰკითხოთ და თუ  ეს მას დააკმაყოფილებს, რატომ არ უნდა დაძლიოთ ამბიცია. ნახავდით მაინც,  რა შედეგს მიაღწევდით ამის შემდეგ.
– ანუ,  ჩემი  ცხოვრება მშვენიერი გახდება მას მერე,  რაც მის ბრძნულ მითითებებს მივყვები? არ მჯერა. გგონიათ, არ შევეცადე, დავმეგობრებოდი მას?  დახმარებაც ბევრჯერ  შევთავაზე.
– გულწრფელი იყავით ამ დროს?
– რამდენადაც შემეძლო. ნიჭი აქვს, ყველა მოტივაცია გაგინადგუროს. რამდენჯერმე შევეცადე დამემტკიცებინა,  რომ მისი ვაჟის „ღირსი“ ვარ, თუმცა შედეგად მხოლოდ  ნერვები „გავიფუჭე“. რა ვქნა, ვერ დავამყარე განსაკუთრებული ურთიერთობა დედამთილთან. სიტუაცია დაიძაბა, მივიღე  კონფლიქტი, რომელშიც უდანაშაულო ვარ.
– ისიც ხომ ქალია. შეეცადეთ, გახსნათ იგი  ქალთა თემებით.
– არაფერი გამოვა. ყველა მცდელობის მიუხედავად,  შეუვალია და ვერ მიტანს. რა თქმა უნდა, ვიზიარებ იმ აზრს, რომ დედამთილთან ყველა წესის დაცვით უნდა მოიქცე. მაგრამ  დამიჯერეთ – ჩემი დედამთილის ტიპის ქალებთან ეს არ დაგეხმარებათ. მე  მართლა არ ვიცი, რატომ იქცევა დედამთილი ასე.  თავაზიანი ვარ, ყურადღებას არ ვაკლებ, საჩუქრებს არ ვინანებ. კიდევ რა უნდა? ვხვდები, რომ წინ ბრძოლის ახალი ეტაპია – ჩემი  შვილების „სწორი“ აღზრდისთვის. დაიწყო უკვე სიტყვით გამოსვლები,  რომ ამ საკითხში მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
– გეთანხმებით.  შვილის მიმართ, უეჭველად, მთავარი ხართ და ის მხოლოდ ბებიაა. თავიდანვე აუცილებელია, მკაფიოდ გამოსახოთ მისი გავლენის საზღვრები.
– აბა, სცადეთ! კონფლიქტების თავიდან აცილების მხოლოდ ერთი გზაა – ტერიტორიის გაყოფა. მაგრამ ამაზე ქმარს ვერ  ვითანხმებ. აფეთქება გარდაუვალია. გაღიზიანება გროვდება მანამ, სანამ არ დადგება „შესაფერისი“ მომენტი. ვიცი, რომ აფეთქების კატალიზატორი შეიძლება,  მარტივი რამეც იყოს.
–  წარმატების საფუძველი შეიძლება, მოლაპარაკებები იყოს.
– ყველას ხომ  აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც თავად სურს. თოჯინა ხომ არ ვარ, როგორც უნდა, ისე მომექცეს,  მაგრამ  დედამთილი არ ცნობს ამ პოსტულატს. კონფლიქტი გარდაუვალია და ის დამანგრეველია. რატომ არის  დამანგრეველი? იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, მიკარნახოს, რა უნდა გავაკეთო. რატომ მეუბნება ყოველთვის, როგორ უნდა ვიცხოვრო. ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მეც მაქვს საკუთარი მოსაზრება.  ჩემი ქმარიც რთულ მდგომარეობაშია, მან უნდა გააკეთოს არჩევანი.  რა უნდა გავაკეთოთ მსგავს სიტუაციაში?

скачать dle 11.3