კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№39 როგორ გაიმარჯვა პარიზის მსოფლიო სილამაზის კონკურსში ქართველმა თავადის ქალმა და რის გამო მოკლეს მამამისი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ქართველი ქალების სილამაზის შესახებ არაერთი ლეგენდა გვსმენია.
  ცნობილია, რომ პარიზში ყოველ წელს ყვავილების დღესასწაული იმართებოდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის ლამაზი თავადიშვილები მონაწილეობდნენ. კონკურსის წესის თანახმად, მასში გოგონები ყვავილებით მორთულ ეტლში უნდა მსხდარიყვნენ და ხალხით სავსე პარიზის ქუჩებში ჩამოევლოთ. ისინი თავად მართავდნენ ეტლს, რომელსაც ჩანთიანი გოგონები მისდევდნენ. მაყურებელს კი ჩანთებში ქაღალდი უნდა ჩაეგდო, სადაც მათი რჩეულის სახელი ეწერებოდა. ბუნებრივია, გამარჯვებული ის გახდებოდა, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებდა.
  ამ კონკურსში მონაწილეობდა ქართველი ქალიშვილი ეკატერინე თარხან-მოურავი. ეტლში, რომელშიც 15 წლის ქართველი თავადის ასული იჯდა, მისი თვალების ფერი – ცისფერი ყვავილები ელაგა. ამასთან, ეკატერინეს კაბაც ცისფერი ყოფილა, რაც მისი ქერა თმის ფონზე  განსაკუთრებულად ლამაზად მოჩანდა. აღსანიშნავია, რომ ეკატერინესთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ. ეკატერინეთი მოხიბლულმა პარიზელებმა პირველობა ქართველ ლამაზმანს მიანიჭეს. მეორე ადგილზე ავსტრიის პრინცესა გავიდა.
  გამარჯვების ნიშნად ეკატერინეს ბრილიანტისთვლიანი სამკაული გადასცეს, რომელიც, სამწუხაროდ, დაიკარგა. თბილისის რკინიგზის სადგურზე მუშებმა, რომლებსაც კარგად აღზრდილმა ეკატერინემ სახლის მისამართი დაუტოვა, რათა მისთვის ბარგი ადგილზე მიეტანათ, იგი მოატყუეს და ბარგთან ერთად გაქრნენ.
  ეკატერინე თარხან-მოურავი გიორგი სააკაძის შთამომავლობის მეათე თაობას მიეკუთვნებოდა. დაღესტნიდან ჩამოსული მისი წინაპრები მოგვიანებით ქართლში, სოფელ ნოსტეში დასახლდნენ. გიორგი სააკაძე კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში ცხოვრობდა, ეკატერინე კი – მის მახლობლად, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა. მამამისი, გრიგოლ თარხან-მოურავი, სამხედრო სამსახურში იყო და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ეკატერინეს დედა, ეფემია, ცნობილი კრიტიკოსის, იაკობ მანსვეტაშვილის და იყო. იაკობ მანსვეტაშვილი ილია ჭავჭავაძესთან ერთად მუშაობდა „ივერიაში“. მშობლები ეკატერინეს ისე ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ თავადიშვილს და განსაკუთრებით ანებივრებდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე დედმამიშვილს შორის, ცოცხალი მხოლოდ ის დარჩა. ეკატერინეს და-ძმები სხვადასხვა ავადმყოფობის გამო სხვადასხვა ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც ეკატერინე წამოიზარდა, მშობლებმა ის განათლების მისაღებად პარიზში წაიყვანეს. თარხან-მოურავების ოჯახი საფრანგეთში 1903-1907 წლებში ცხოვრობდა.
  საოცარი სილამაზის ეკატერინეს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მასზე შეყვარებული ბევრი ყმაწვილი დატოვა საფრანგეთში, მათ შორის პარიზის გავლენიანი ადამიანების შვილებიც იყვნენ. თუმცა, მამამისს სასიძოდ მხოლოდ ქართველი უნდოდა. იგი ორჯერ ყოფილა გათხოვილი, მაგრამ მისი არც ერთი მეუღლე ქართველი არ იყო. პირველ ქმართან, თბილისში საცხოვრებლად გადმოსულ ფრანგ მიშელ სეგალთან ეკატერინემ მშობლებისგან მალულად დაიწერა ჯვარი. მოგვიანებით მასთან ვაჟი შეეძინა. სიძით უკმაყოფილო მამამ, გრიგოლმა, ქალიშვილი მეუღლეს გააშორა, მისი შვილი კი თავის გვარზე დაწერა. ეკატერინეს მეორე ქმარი რუსი თავადი მოროზოვი იყო.
  თავადის ქალი, პირველი „მის მსოფლიო“ თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. საბჭოთა ხელისუფლება თავადის ასულს ჟორდანიას მთავრობასთან კავშირში სდებდა ბრალს, თუმცა მისი ოჯახი 37 წლის რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა. სწორედ იმ პერიოდში ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც დასდეს ბრალი და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ეკატერინე მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ საზღვარგარეთ აღარ წავიდა და უკან დაბრუნდა. თავად ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. გასაოცარია, მაგრამ მისი ოჯახი 1924 და 1937 წლების რეპრესიებს მაინც გადაურჩა. 1937-ში ეკატერინეს მამა, გრიგოლი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სულ იმის მოლოდინში იმყოფებოდა, რომ დაიჭერდნენ. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. გრიგოლი, ალბათ, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, რომ არა მისი მეორე ცოლის ვერაგული საქციელი: ქონების გატაცების მიზნით, ქმარს ცხელი უთო ჩაარტყა თავში და მოკლა. თავად ეკატერინე კი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა (წყარო: „თბილისიპოსტი“, „სპუტნიკი“).

скачать dle 11.3