კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№39 რა გელით ქორწინებაში

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  ყველა ადამიანს ხელები თანაბარი ზომის არ აქვს. ბევრს მარჯვენა ხელი აქვს ოდნავ უფრო დიდი, ზოგსაც – მარცხენა. თურმე  ამით  შესაძლებელია, განისაზღვროს, რა ელის ადამიანს სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში.
  დააკვირდით თქვენს ხელებს, დააზომეთ და განსაზღვრეთ ნამგლისებრი ხაზების მდებარეობა – ერთმანეთს  ემთხვევა, მარცხენა ხელზე უფრო მაღალზეა, თუ მარჯვენაზე. შემდეგ ნახეთ შესაბამისი პასუხი:
1. თუ ორივე ხელზე ნამგლისებრი ხაზები ერთმანეთის თანხვედრაშია, დიდსულოვანი, თბილი, კეთილი ადამიანი ხართ. იდეალურად ახერხებთ ცხოვრებაში ბალანსის პოვნას. როცა საქმე სიყვარულს ეხება, ცდილობთ, იპოვოთ ადამიანი, რომელსაც თქვენი მსგავსი ღირებულებები  აქვს.
ყველაზე მეტად ადამიანში მის შინაგან სამყაროს აფასებთ. ფანტასტიკურად ეწყობით იმათ, ვინც არიან თბილები და კეთილები. უმნიშვნელოვანესია, რომ თითქმის ყველა საკითხთან მიმართებაში საერთო შეხედულებები გქონდეთ.
2. თუ ნამგლისებრი ხაზი მარჯვენა ხელზე უფრო მაღალზეა, ვიდრე მარცხენაზე – რაციონალური ადამიანი  ხართ. გამოირჩევით ანალიტიკური აზროვნების უნარით. არგუმენტირებულად და დამაჯერებლად გადმოსცემთ თქვენს აზრს. გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელთან ურთიერობაც თქვენთვის გამოწვევა იქნება  ინტელექტუალური თვალსაზრისით. რომელიც ყველაფერში კი არ დაგეთანხმებათ, არამედ იკამათებთ, იმსჯელებთ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებთ.
წარმატებული ქორწინება გელოდებათ იმ შემთხვევაში, თუ იპოვით ადამიანს, რომელიც ინტელექტუალურად თქვენი შესაფერი იქნება.
3. თუ მარცხენა ხელზე ნამგლისებრი ხაზი უფრო მაღალზე გაქვთ,  ვიდრე მარჯვენაზე – შემოქმდებითი აზროვნების უნარით გამოირჩევით, გიყვართ ფიქრი და ოცნება. ადამიანი, რომელსაც შეიყვარებთ, უნდა იყოს საინტერესო და შემოქმედი. უნდა უყვარდეს ხელოვნება, სხვა შემთხვევაში სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული ვერ იქნება.
  იპოვეთ ადამიანი, რომლისთვისაც თქვენი ყველაზე უცნაური ფიქრების გაზიარებასაც შეძლებთ. სხვა შემთხვევაში ბედნიერი ვერ იქნებით.

скачать dle 11.3