კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ფერადი ლაქის გამო ფრჩხილების ფერი შემეცვალა – გაყვითლდა და თუ ლაქის გარეშე ვარ, ცუდი შესახედია. როგორ დავუბრუნო ფრჩხილს თავისი ფერი?
პასუხი: ლაქის საღებავი, ფრჩხილში ღრმად ჯდება და მას მოყვითალო შეფერილობას აძლევს. შეიძლება, სიყვითლე რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი არ მოგშორდეთ. თუმცა, ფერადი ლაქების გარდა, ფრჩხილის გაყვითლებას ბევრი სხვა ფაქტორი იწვევს. გასწავლოთ ხრიკს, რომლის დახმარებითაც ფრჩხილებს ბუნებრივ ფერს მარტივად დაუბრუნებთ: ფრჩხილების გასათეთრებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება უმი კარტოფილია. უბრალოდ, გაჭერით და ფრჩხილებზე შეიზილეთ. თუ ამ პროცედურას  ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე ჩაიტარებთ, შედეგს ნამდვილად მიიღებთ.
კითხვა: მითხრეს, რომ ძილის წინ სახის კანზე ზეთის შეზელვა, ძალიან კარგია და რას მირჩევთ?
პასუხი: ზეთის შეზელვა ძილის წინ სახის კანზე, ნამდვილად კარგია. თუმცა, ზეთი სწორად უნდა შეარჩიოთ, გამოიყენოთ ის, რომელიც თქვენ კანს ყველაზე მეტად მოუხდება. ზოგადად კი,  ძალიან კარგი მკვებავია არგანისა და ჟოჟობას ზეთები. ისინი კანს ანახლებენ, საერთოდ არ ტოვებენ ცხიმიანობის შეგრძნებას და ამავე დროს, ყველა ტიპის კანს ერგებიან.


скачать dle 11.3