კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი 2007 წლის 23 ივლისს, დილის 8 საათსა და 20 წუთზე დაიბადა. რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიაში ელის წარმატება?
პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისია უკავშირდება მის ხასიათში არსებული ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევასა და განვითარებას, როგორებიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, ნებისყოფა, სისუფთავე და წესრიგი. ასევე, უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, ჰქონდეს საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, იყოს დემოკრატი, სხვებსაც დაუტოვოს თავისუფალი არჩევნის უფლება. ისწავლოს ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიურობა ურთიერთობაში. სადაც საჭიროა, უნდა შეძლოს სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება. უნდა დაეყრდნოს უანგარო პრინციპებს. ამით ის შეასრულებს კოსმიურ მისიას და წინ წავა ცხოვრებაში. პროფესიებიდან მისთვის კარგი და წარმატების მომტანია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტექნიკა-მექანიკის, ავტომატიკის, კავშირგაბმულობის სხვადასხვა სფეროები, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო, ასევე, პროგრამული სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, საინჟინრო საქმიანობა. ეს პროფესიები მისთვის მეტად მისაღებია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 17 აპრილს. გთხოვთ, გვითხრათ, რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ელის წარმატებები?
პასუხი: რაც შეეხება კარმულ-კოსმიურ მისიას, მისთვის აუცილებელია ხასიათის ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორებიცაა: აქტიურობა, ინიციატივიანობა, ენერგიულობა. უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზატორული ნიჭი. იმავდროულად, უნდა იყოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების ადამიანი, ეყრდნობოდეს კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს. ასევე, შეეძლოს შუამავლის როლის შესრულება ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს შორის. მისი კარმული მისია უცხოეთია. ამიტომ, იქ გამგზავრება და ცოდნის, კაპიტალისა და გამოცდილების დაგროვება დაეხმარება, სამშობლოში წარმატებების მიაღწევაში. პროფესიებიდან კი მისთვის მისაღებია და კარგი: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი, ქორეოგრაფია და იურისპრუდენცია.
скачать dle 11.3