კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№39 როგორ ახადა ფარდა ბერიამ რაულ ვალენბერგის იდუმალ ისტორიას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას ჯერაც არ აქვს ჩამორეცხილი სისხლიანი ჯალათის იარლიყი, ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ისტორიკოს-პუბლიცისტი ანტონ პანკრაშკინი წერს: „რომ იტყვიან, შუიდან დავიწყებ და ვიტყვი: იყო ასეთი პიროვნება, შვედი დიპლომატი რაულ გუსტავ ვალენბერგი. ახლა მისი მრავალი მემორიალია მთელი მსოფლიოში. თითქმის ყველა დიდ ქალაქში მისი სახელობის ქუჩები არსებობს. შეერთებულ შტატებში მისი სახელობის პრემიაა დაწესებული. ერთი სიტყვით, ამ ადამიანის სახელი უკვდავყოფილია და დაფასებული. მან ეს პატივი იმით დაიმსახურა, რომ თითქმის ერთი მილიონი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. მეორე მსოფლიო ომის დროს ვალენბერგი ოკუპირებულ უნგრეთში შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენელი იყო. მისი გმირობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ვალენბერგი ებრაელებს ყოვლად უანგაროდ ურიგებდა შვედურ პასპორტებს. მათ შვედეთის (ნეიტრალური ქვეყნის) მოქალაქეებად ასაღებდა და ამით საშუალებას აძლევდა, გარიდებოდნენ ფაშისტებს. 1945 წელს კი ვალენბერგი ბუდაპეშტში შესულმა საბჭოთა არმიის სამხედრო დაზვერვა „სმერშმა“ შეიპყრო. ის მალე მოსკოვში გადააფრინეს. 1947 წელს კი ის უშიშროების ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა, ვერ გაუძლო რა მძიმე დაკითხვებსა და წამებას, რასაც მის მიმართ აბაკუმოვის ბრძანებით ახორციელებდნენ.
  გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „რაულ-გუსტავ ვალენბერგი პირადად ვიქტორ აბაკუმოვის ტყვე იყო და მან იმდენი მოახერხა, რომ ამის შესახებ არც სტალინმა იცოდა და არც ბერიამ. რა თქმა უნდა, გარკვეულ დრომდე. საქმე კი ის იყო, რომ ბუდაპეშტიდან ჩამოყვანილი შვედი დიპლომატი უბრალო, პატიოსანი ადამიანი იყო, აბაკუმოვს კი ის ძალიან დიდი, გადამალული ქონების პატრონი ეგონა. 1945 წლის გამარჯვების მერე ბერია მთლიანად ატომურ პროექტებში იყო ჩაფლული და აბაკუმოვისთვის არც კი ეცალა, რომელიც ბერიას დაუძინებელი მტერი იყო. სტალინს ძალიან დაუახლოვდა და არც თუ ისე იშვიათად ატყუებდა კიდეც – ცრუ ინფორმაციებს აწვდიდა. როდესაც ვალენბერგი სხვა ტყვეებთან ერთად მოსკოვში ჩამოიყვანეს და აბაკუმოვმა შეიტყო მისი ისტორია, თავისი მოკლე ჭკუით ივარაუდა, რომ შვედი დიპლომატი ებრაელებს ოქროს საფასურად ეხმარებოდა. ოქრო და ძვირფასი თვლები კი გადამალაო და სწორედ, ამიტომ განახორციელა მისი იზოლაცია. 2 წლის განმავლობაში აბაკუმოვის ჯალათები სასტიკად აწამებდნენ შვედს და მას გადამალული ძვირფასეულობის გამოჩენას აიძულებდნენ. ვალენბერგმა წამებას ვეღარ გაუძლო და ციხეში გარდაიცვალა...“
  ამასობაში სიკვდილს გადარჩენილმა მადლიერმა ადამიანებმა, რომელთა შორისაც არაერთი ცნობილი და გავლენიანი პიროვნება იყო, რაულ ვალენბერგის ტოტალური ძებნა დაიწყეს. ებრაელები თხოვნით მიმართავდნენ ყველა ქვეყნის მთავრობას. მათ შორის სტალინსაც და როდესაც საბჭოთა ბელადმა შვედი მოიკითხა, აბაკუმოვმა იმდენი მოახერხა, რომ სტალინს უთხრეს – ასეთი ადამიანი ჩვენთან არ მოხვედრილაო. სტალინს ეს სიმართლე ეგონა და ასეთივე პასუხი გაუგზავნა შვედეთის მთავრობას. თავდაპირველად მაძიებლებმა დაიჯერეს, რომ ვალენბერგი საბჭოეთში არ ყოფილა და სხვა ქვეყნებში განაგრძობდნენ ძებნას. თუმცა, ისინი დარწმუნდნენ, რომ საბჭოთა მთავრობა იტყუებოდა. ამიტომ, დასავლეთის პრესაში სტალინის შეურაცხმყოფელი პუბლიკაციები გაჩნდა. საბჭოთა ბელადს კი – მატყუარას უწოდებდნენ. ამით შეშფოთებულმა სტალინმა ამ საქმის მოკვლევა ბერიას დაავალა. ბერიამ კი სულ მალე შეიტყო, სინამდვილეში რაც მოხდა და ყველაფერი სტალინს აუწყა. განრისხებულმა სტალინმა კი აბაკუმოვის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამასთანავე, ბერია გააფრთხილა, რომ ვალენბერგის ისტორია არ გაესაჯაროებინა და მკაცრი საიდუმლოება დაეცვა. აბაკუმოვი 1951 წლის 12 ივლისს დააპატიმრეს. ბერიამ კი გარკვეულ დრომდე საიდუმლოდ შეინახა ვალენბერგის ისტორია.
  როგორც კი სტალინი გარდაიცვალა და ბერიამ დასავლეთთან კავშირების ძებნა დაიწყო და ახლო ურთიერთობის დამყარებას შეუდგა, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ მან შვედეთის მთავრობას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა ვალენბერგზე, რაც შესაბამისი საბუთებით იყო განმტკიცებული და თქვა, რომ მთავარი დამნაშავე, გენერალი ვიქტორ აბაკუმოვი დაპატიმრებულიაო.
  მართალია, აბაკუმოვი ბერიას შემდეგ დახვრიტეს, მაგრამ იმ მომენტში ლავრენტი პავლოვიჩმა ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა – მოიშორა მოსისხლე მტერი (ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე) და დასავლეთისთვის მისაღები პერსონაც აღმოჩნდა.
  ძნელი სათქმელია, ბერია იტყოდა თუ არა სიმართლეს შვედი დიპლომატის შესახებ, მას რომ დასავლეთთან კონტაქტები არ დასჭირვებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბერიამ ეს გააკეთა. სიმართლეს ფარდა ახადა და სწორედ ბერია იყო პირველი სტალინის სიკვდილის მერე, ვინც საბჭოთა მანკიერების მხილება დაიწყო.“

скачать dle 11.3