კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ ამოვიცნოთ გულის უკმარისობა და რა გზით ვებრძოლოთ მას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გულის უკმარისობის დროს გულის შეკუმშვის უნარი ქვეითდება, ის აორტაში უფრო ნაკლებ სისხლს გადაისვრის, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის გული. შედეგად მის ღრუებში წნევა იმატებს, სისხლი, რომლის გადატყორცნაც გულმა ვერ უზ რუნველყო, გროვდება ვენებში, რომლებიც ამ სიტუაციაში ერთგვარი დეპოს ფუნქციას ასრულებენ. ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები სათანადო კლინიკური ნიშნებით ვლინდება. ეს ნიშნებია:
* ქოშინი;
* საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა;
* გულის ფრიალი, გულის აჩქარების შეგრძნება;
* ქვედა კიდურების შეშუპება;
* მშრალი ხველა;
* შარდის ოდენობის შემცირება, ღამით შარდვის გახშირება.
  გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებათა  შორის  გულის უკმარისობის გამომწვევი უფრო ხშირი მიზეზი მაინც გულის იშემიური დაავადებაა – პათოლოგია, რომლის დროსაც გულის მკვებავი გვირგვინოვანი სისხლძარღვები ათეროსკლეროზის შედეგად ვიწროვდება და გულის კუნთს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია ანუ ჰიპერტონიული დაავადება. განსაკუთრებით მაღალია გულის უკმარისობის განვითარების რისკი, როცა პაციენტს წნევა წლების განმავლობაში აქვს მომატებული, მაგრამ არ მკურნალობს და წნევის მაჩვენებელიც სტაბილურად მაღალია. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების შერწყმა. გულის უკმარისობა გულის მანკის გამოც ვითარდება. გულის მანკის დროს შეცვლილია გულის სარქვლების აგებულება, რაც არღვევს ამ ორგანოში სისხლის მიმოქცევას, იწვევს მისი კამერების ცვლილებას და საბოლოოდ, გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის მოშლას. გულის უკმარისობის მიზეზი, ასევე, შეიძლება, გახდეს მიოკარდიტი, ანუ გულის კუნთის ანთება, კარდიომიოპათია, ზოგიერთი ჰორმონული დარღვევა (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, შაქრიანი დიაბეტი). ხშირად პაციენტებში, რომელსაც აღნიშნული პათოლოგიები აქვს, გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა მწვავდება სასუნთქი გზების ინფექციის (ბრონქიტი ან ფილტვების ანთება) ფონზე, რაც ამ დროს გულის გადატვირთვასთან არის დაკავშირებული.
  გულის უკმარისობის მკურნალობა მთელი სიცოცხლე გრძელდება, თუმცა მართებული და დროული ჩარევის შემთხვევაში სიმპტომები ქრება და ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მკურნალობის დროს უმნიშვნელოვანესია მიზეზთან ბრძოლა. პაციენტი, რომელსაც გულის უკმარისობა აქვს, შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოს ფსიქოემოციურ დაძაბვასა და სტრესულ სიტუაციებს. აუცილებელია სრულფასოვანი  ძილი. დაუშვებელია თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება. 15-20 წლის წინათ მიიჩნეოდა, რომ გულის უკმარისობისას დაუშვებელია ფიზიკური დატვირთვა. ამჟამად ეს შეხედულება შეიცვალა. დადგენილია, რომ დოზირებული ფიზიკური დატვირთვა არათუ ზიანს არ აყენებს პაციენტს, არამედ ზრდის მის ამტანობას და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტს. გარდა ამისა, მცირე ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს განწყობასა და ცხოვრების ხარისხს. ბუნებრივია, დატვირთვის ხასიათის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხისა და სუფრის მარილის ოდენობა. ეს უკანასკნელი პაციენტის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას 5-6 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო დაავადების გამწვავებისას, როცა შეშუპება მკვეთრად არის გამოხატული, საკვები უმარილოდ უნდა მომზადდეს.
скачать dle 11.3