კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№39 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა დაიზღვიოს ქრისტიანმა თავი ცდუნებებისგან?
პასუხი: ცდუნებებისგან რომ თავი დავიზღვიოთ, იმას კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ იქცევიან სხვები, არამედ გულისყური უნდა მივაპყროთ, რას გვასწავლის უფლის სიტყვა – წმიდა სახარება. მზერა და სმენა მოარიდეთ უკეთურებას, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და განმარტოვდით საკუთარ თავთან.
კითხვა: რა განსხვავებაა ვნებასა და ცოდვას შორის. თუ შეიძლება, განგვიმარტეთ ორივე ცნება?
პასუხი: ვნება არის გაღიზიანება, პატივმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა და სხვა. ხოლო ცოდვა არის ამ ვნებების ჩვენზე ზემოქმედება, როდესაც ადამიანი საქმით აღასრულებს მათ. ანუ, ხორციელად აკეთებს იმას, რისკენაც მას ვნებები უბიძგებს. შეიძლება, გქონდეს ვნება და არ იმოქმედო მისი კარნახით. თუ ასე მოიქცევი, ცოდვაში არ ჩავარდები.
კითხვა: რას გვეტყვით კრემაციის შესახებ. რამდენად ეწინააღმდეგება ეს ქმედება მართლმადიდებლობას?
პასუხი: ადამიანის ამქვეყნიური ყოფნის დასასრულს ბიბლიური განჩინებაა – „მიწა ხარ და მიწად იქეც!“ ეს გახლავთ იმის საფუძველი, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანი მიწას მივაბაროთ. ხოლო, როდესაც გარდაცვლილს წვავენ, ეს ცოდვა მოეკითხებათ ამის ჩამდენთ და არა თვითონ იმ პიროვნებას, ვისი კრემაციაც ხდება.
კითხვა: მინდა, რომ ჩემი შვილი ეკლესიურად გავზარდო. ვესაუბრო სარწმუნოებაზე, ვატარო ტაძარში, ვაზიარი, მაგრამ ვგრძნობ, რომ არ აქვს ამის ინტერესი და ზეწოლა და ძალდატანება გამომდის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ბავშვებთან, რა თქმა უნდა, ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო ნებისმიერ საკითხში და რა თქმა უნდა, სარწმუნორებასთან მიმართებაშიც. ცხადია, დაუშვებელია ზეწოლა და მათზე რაღაც საკითხის, თუნდაც ისეთი ჭეშმარიტების, როგორც სარწმუნოებაა, თავს მოხვევა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არც თვითდინებაზე მიშვებაა სწორი საქციელი. ამიტომ ბავშვის რელიგიურ საკითხებში გათვითცნობიერება ზომიერების დაცვით უნდა მოხდეს და რაც მთავარია, ბავშვი საკუთარი მაგალითის საფუძველზე უნდა აღზარდოთ. ეს ყველაზე სწორი იქნება.
კითხვა: თითქმის ყოველ ღამით მესიზმრებიან ჩემი გარდაცვლილი წინაპრები. უკვე ძალიან განვიცდი, მგონია, რომ მეც თავისთან მიხმობენ. თქვენ რას მეტყვით?
პასუხი: ნუ მიანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სიზმრებს. შეგიძლიათ, უფრო გულმოდგინედ ილოცოთ თქვენი გარდაცვლილი ახლობლების სულებისთვის. სწორედ ამაზე მიგითითებთ თქვენი სიზმრები.
скачать dle 11.3