კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№39 დაქორწინებული თუ უქორწინებელი

  ბევრი ახალგაზრდა მორწმუნე რთულ მდგომარეობაშია, ვერ გადაუწყვეტია, ცხოვრების რომელი გზა აირჩიოს: ოჯახი შექმნას თუ უქორწინებელი დარჩეს? ამ გზაჯვარედინზე ვიმყოფებოდი მეც სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ. სარგებლად მივიჩნიე, რჩევა მამა პაისისთვის მეკითხა. ჩემს წერილზე ასეთი პასუხი მივიღე:
„პატიოსანი ჯვარი, 1973 წლის 14 ივნისი.
გამარჯობა, საყვარელო ძმაო დიონისე!
  მივიღე შენი წერილი და მიხარია, რომ შენი ჯარისკაცური პური უკვე თითქმის გაათავე. დიდება და მადლობა უფალს. ვფიქრობ, ახლა კარგი იქნებოდა მოსაზრებები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, რამეთუ ორიოდე წერილიდან არაფერი გამოვა. მსურს დაგეხმარო, რათა ფრთხილად იყო და რაიმე გამოუსწორებელ განსაცდელში არ ჩავარდე.
  თუ გსურს, დაქორწინებული მღვდელი გახდე, მაშინ სასაუბროც არაფერია. თუ უქორწინებლობა გსურს, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, დამოძღვრა გჭირდება, სულიერად უნდა გაშიშვლდე, რათა სულიერად შეიარაღდე, ანდა სხვა უცოლო კლირიკოსთან ერთად უნდა იცხოვრო, რომ ერთმანეთს დაეხმაროთ.
  რაც შეეხება სტომიონის წმიდა სავანეს, შემიძლია, გაგაცნო ყველა სირთულე, რომელსაც შეემთხვევი როგორც მიტროპოლიის, ისე ხალხის მხრიდან. ყველაზე სახიფათო კი შენი ახალგაზრდობა, მონოზვნურ ცხოვრებაში გამოუცდელობა და ურიცხვი ხაფანგია მტრისა, რომლებსაც არ იცნობ; ამიტომ მალე განსაცდელში ჩავარდები. შენს ბავშვურ მოშურნეობას ნუ ენდობი. ამას ვგრძნობ და გწერ. რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი იქნებოდა, მოსულიყავი. რასაკვირველია, რასაც მოისურვებ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერში დაგეხმარები. მოგეხსენება, პირად სარგებელს არაფერში ვეძიებ, არამედ მხოლოდ სხვისი სულისა და ეკლესიის საერთო სარგებელი მსურს.
  მოხარული ვიქნები, თუ კარგი კლირიკოსი გახდები დედა-ეკლესიის შეწევნად, სადაც უნდა იყო, ამისთვის კი ცოლოსანიც გამოდგები და უცოლოც. ბუნებრივია, ძალიან გამიხარდება, თუ მღვდელმონოზონი გახდები სავანეში (მაგალითად, ზემოხსენებულ სტომიონში). სამწუხაროდ, მატერიკზე სამონაზვნო ცხოვრებაში გაუცნობიერებელნი არიან.
მეტად აღარ გადაგღლი. ეს ყოველივე ძმური თანაგრძნობითა და თანადგომით გითხარი. როგორც უფალი გიჩვენებს, ისე მოიქეცი“.
საინტერესოა შემდეგი წერილიც, რომელიც მეუღლეებს შორის ურთიერთობას ეხება.
„პატიოსანი ჯვარი, 1974 წლის 26 სექტემბერი.
გამარჯობა, ძვირფასო გიორგი!
შენი წინა წერილი მივიღე, მაგრამ არ გიპასუხე, რამდენადაც ეს თემა მღვდლისთვისაა. ლოცვის მეტი არაფერი შემიძლია.
  ეცადე, შეძლებისდაგვარად, მეუღლეს სულიერად მოეკიდო, რათა თქვენ შორის სიყვარული და ურთიერთგაგება იყოს, ისევე, როგორც ბავშვებთან. ჭეშმარიტად სულიერ ადამიანს დათმობა სჩვევია, როგორც წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს. ძლიერებმა სიმძიმეები უნდა ზიდონ, რათა უძლურთ შეისვენონ და არა ისე, რომ ძლიერმაც და სუსტმაც მხოლოდ საკუთარი ტვირთი ზიდოს.
სულ ესაა. მეტი არაფერი. ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეგეწიონ“.
მონაზონი პაისი
скачать dle 11.3