კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ნიშნავს თუ არა კაცად შედგომა ადამიანური ვნებების დათრგუნვას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მეშვიდე თავს ასე ასრულებს: „სხეული მიწისაა, სული – ზეცის, თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს“. დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის მღვდელმსახურთან, მამა გურამთან (ოთხოზორია) ვისაუბრებთ თემაზე, თუ როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს თიხის ჭურჭელში ღვთიური, ანუ სულიერი და სხეულებრივი, ანუ მიწიერი და, საერთოდაც, არის თუ არა ეს შესაძლებელი.
– სხეულს თავისი სურვილები აქვს, სულს – თავისი, როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ეს ორი შეუთავსებელი რამ?
– ალბათ, სწორედ, ეს არის ადამიანის ბედისწერა, თუნდაც, მისი გამორჩეულობა ყველა სხვა ქმნილებისგან, რომ ის ამ ორგვარი ელემენტებისგან შედგება. ერთი მხრივ, ეს არის მიწიერი, ცხოველური საწყისი, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის დაშლისკენ, განუკითხაობისკენ, არეულობისკენ და მეორე მხრივ, ადამიანში არსებობს სულიერი, ცეცხლოვანი საწყისი. რატომ არის ადამიანში მოცემული ეს ორი ურთიერთსაპირისპირო სტიქია შეურევლად, შეურწყმელად და ტოლ-ტოლ ნაწილად?! რომელიმე საწყისს რომ ჰქონდეს უპირატესობა და შეეძლოს, სრულად ამოჭამოს მეორე საწყისი, მაშინ დაირღვეოდა ადამიანის თვითმყოფადობა, რაც გამოიხატება მისი თავისუფალი არჩევნით. ამიტომაც ორივე ტოლ ნაწილადაა მოცემული და ორივეს თანაბრად აქვს უფლება, გამოავლინოს თავისი თავი. მაშინ სად არის თვითონ ადამიანი?! ადამიანი აწონასწორებს... ეს ორი მარჯვნივ და მარცხნივ დევს სასწორის პინებზე და ადამიანი იმთავითვე არც არის ამ მოცემულობაში. ის არის შესაძლებლობა და ამ ორიდან უნდა შედგეს ის, რასაც ჰქვია ადამიანი დიდი ნიშნით: როდესაც ის ამ წარმავალ, სხეულებრივ სტიქიებზე გაიმარჯვებს გონითი, სულიერი საწყისით. ეს არის, რაც ქრისტეში მოხდა ადამიანური სხეულით, როდესაც მან საბოლოოდ გაიმარჯვა მატერიაზე, ხრწნადობაზე, წარმავლობაზე. გააუქმა ისინი თავის თავში და ახლა უკვე ეს ჩვენც შეგვიძლია ქრისტეშივე. ახლა ცოტა უკან გადავინაცვლოთ: სანამ სამოთხეში ცოდვა არ მოხდა, მანამდე ბოროტება გარეთ იყო, ისევე, როგორც სიკეთე. ღმერთმა გააფრთხილა ადამი და ევა და, ამდენად, ადამისთვის ადვილი იყო სამოთხეში ამ წონასწორობის დაცვა, მაგრამ, როდესაც მან იგემა აკრძალული ნაყოფი; იგემა, ანუ უკვე მის შიგნით შემოვიდა ბოროტისა და კეთილის განსხვავების უნარი, ამოცანა გართულდა. ადამიანს უკვე ყოველწამიერად საკუთარი თავის შიგნით აქვს გადასაწყვეტი, გაარჩიოს, რა არის ბოროტი და რა – კეთილი. შესაბამისად, ბოროტებამ, ანუ მეორე მხარემ, მატერიამ, ქაოსმა იმძლავრა. სწორედ აქედან მოდის, თავდაპირველად, რჯული, როგორც ყავარჯენი, რომელიც ადამიანს იცავს შიშით, რომ ის არ გადავარდეს მატერიაში: არ იმრუშოს, არ იპაროს...
– ანუ ისევ გარედან მიეცა რჯულით კეთილისა და ბოროტის განსხვავება?
– დიახ და თუ გარედან შიში არ ექნება ადამიანს, მაშინ ის საერთოდ დაკარგავს გონით ნაწილს და მატერია შეჭამს. პავლე მოციქული ამბობს, რჯული კი არ სრულყოფდა ადამიანს, არამედ აკავებდა გადაგვარებისგან. რუსულადაა: ეóøჭ, ეóõ, რåëî, ქართულად გვაქვს: სული, სამშვინველი (ოღონდ დაიკარგა ეს სიტყვა, თუმცა წმიდა მამების წერილები ამ ტერმინს იყენებდნენ) და სხეული. ებრაულად კი სულს 5 სიტყვა აღნიშნავს (სულის ბოლო ორი მდგომარეობა ძალიან მაღალია და ამჯერად არ შევეხებით), პირველი სამია: ცხოველური, ანუ სისხლისმიერი საწყისი; გულისმიერი, ანუ შუაში მყოფი და გონითი, ამაღლებული სული. ორი მამაკაცი რომ იბრძოდეს ერთი ქალის დასაპყრობად, ასევე, ეს ორი საწყისი: სისხლისმიერი (რომელშიცაა ვნებები, მრისხანება, ბოღმა, შური, ჭამა, სმა, სექსი, მომხვეჭელობა) და გონითი, ამაღლებული იბრძვიან და მოქმედებენ გულზე. ქართულში „გული“ განიხილება, როგორც შუა ნაწილი. სხვათა შორის, რუსულადაც ასეა, „შუას“ ნიშნავს. ქართული კი უფრო ზუსტადაც გამოხატავს ამ დაპირისპირების არსს გამონათქვამებით: შენი გულისთვის, ჩემი გულისთვის, მისი გულისთვის... ამ გულისთვის იბრძვიან სისხლისმიერი, ქვედა და გონითი, ამაღლებული საწყისები. ადამიანში ეს ორი ძალა ბობოქრობს, მაგრამ მათი ჭიდილი უნდა დასრულდეს, გონით საწყისს უნდა დაექვემდებაროს ვნებები და გული უკვე არის გამომცხვარი ადამიანი – კაცი, რაზეც ჩვენ წინა ნომერში ვისაუბრეთ. ანუ, ვინ არის კაცი? ის კი არა, ვინც ჩაკლავს ვნებებს, არამედ  ის, ვინც ამ ვნებებს გააკეთილშობილებს გონითი საწყისით.
– ის, რაც მიწიერია ჩემს სხეულში, ხუთი გრძნობის ორგანო, მომეცა, რომ დავძლიო, თუ მათაც აქვთ თავიანთი დანიშნულება?
– რა თქმა უნდა, აქვთ დანიშნულება, მათი ჩახშობა არ შეიძლება, ამიტომაც არ გამოდის ასკეტიზმი. შეიძლება, ჩვენ ისინი ჩავახშოთ, მაგრამ მაშინ მივიღებთ ადამიანის მკვდარ მაკეტს, რომელიც არაფერს აშავებს, მაგრამ არც აკეთებს. მკვდარი არ მრუშობს, არ იპარავს, არ კლავს... ამიტომ ვნებები, გრძნობის ხუთი ორგანო უნდა ვმართოთ გონით. თუ ვნებები გამოვრთეთ, არაფრის უფლება არ მივეცით ადამიანს, ის მკვდარია უკვე, ამიტომ იესო არ ახშობს ვნებებს. ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ უფრო მეტი ძალა შეიძინეს სტიქიებმა და ადამიანებს უჭირთ მათთან ბრძოლა. როდესაც ვეღარ შეძლო ცოდვისგან დაუძლურებულმა რჯულმა ცოდვების შეკავება, მაშინ ღმერთმა თავისი ძე გამოაგზავნა ცოდვილ სხეულში, რომ ჩვენში თვითონ აღასრულოს რჯული. რჯული ეუბნება ადამიანს, არ ჩაიდინო ცოდვაო, ადამიანი მას ემორჩილება, მაგრამ იტანჯება. ამას პავლე მოციქული ადარებს სასტიკ ქმარს, რომელთან დაშორებაც ცოლს არ შეუძლია. ერთადერთი, რაც უნდა მოხდეს, ქმარი უნდა მოკვდეს, რათა გათავისუფლდეს ცოლი, რომ მერე სხვა ქმარს გაჰყვეს და პავლე მოციქული ამბობს, ჩვენც მოვუკვდით რჯულს ქრისტეს სხეულით, ანუ მოვუკვდით „ქმარს“, რომელიც გვავიწროებდა და გულში სულით ვიღებთ ქრისტეს! რწმენა ნიშნავს ქრისტეს ისევე შობას შენს წიაღში, როგორც მარიამმა მამაკაცის ვნების გარეშე სულიწმიდით მიიღო ძე ღვთისა. მარიამის საშო ხდება ჩემი წიაღი და ისეთივე წინაპირობაა საჭირო ჩემთვის ქრისტეს სულის მისაღებად, როგორც მარიამის სამშვინველი იყო მზად, მიეღო ქრისტე!


скачать dle 11.3