კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№39 რატომ არის რთული რძლისა და დედამთილის ურთიერთობა და როდის იქცევიან ისინი ერთმანეთის მტრებად

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  რძალ-დედამთილს შორის არსებული დაპირისპირება კლასიკაა და თითქმის არავის აკვირვებს, როცა ისინი ერთმანეთს მტრობენ. თუმცა, როცა ერთი მათგანი მეორისთვის ცხოვრების დანგრევას ცდილობს და ამას ჩუმად, კეთილისმყოფლის ნიღაბს ამოფარებული აკეთებს, კიდევ უფრო უსიამოვნო ხდება. ძნელია, გაამართლო ბოროტება სიყვარულით.
  თინიკო (45 წლის): მტერ-მოყვრის გარჩევას დიდი სიფრთხილე სჭირდება. შესაძლოა, მტერი რომ გგონია, იმაზე უკეთესი მოყვარე არავინ გყავდეს. უნდა ვაღიაროთ, რომ სიყვარულის გაცემა გვიჭირს ან არ გვაქვს იმდენი სითბო, რომ სხვებსაც ვუწილადოთ. ჩემს ამბავს მოგიყვებით: ხომ იცით,  როგორი რთულია რძალ-დედამთილის ურთიერთობა. პატარა გავთხოვდი. ჩემს ოჯახში განებივრებული, უფრო სწორად, გატუტუცებული ვიყავი. ქმრის ოჯახი უფრო კონსერვატიული იყო, ჩემი დედამთილი მკაცრად იცავდა ტრადიციებს.
– მგონი, სწორედ, ეს „ტრადიციების“ დაცვა ქმნის მთავარ პრობლემებს.
– დიახ. მეც ასე ვფიქრობ. თან, ეს თაობებს ცუდად მოჰყვება.  მასაც ჰყავდა დედამთილი და ისე ექცეოდა, იფიქრებდი, ეს ქალბატონი მინისაა და ეშინია, არ დაემსხვრესო. დილა-საღამოს წნევას უზომავდა, თვითონ მუშაობდა, ძალზე დატვირთული იყო, მაგრამ თავის დედამთილს არაფერზე აწუხებდა, ყველაფერს გამზადებულ-გაკეთებულს ტოვებდა და დაუბარებდა – თქვენ არაფერზე გაისარჯოთო. თავიდან ეს რეალური არ მეგონა.  ვფიქრობდი, აფერისტობს-მეთქი. მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ მართლა უზომო პატივს სცემდა, მეტიც, უყვარდა დედამთილი.
– თქვენს დედამთილს უყვარდა თავისი დედამთილი და ამისი მოწმე იყავით?
– ასე იყო და ამან, არ ვიცი, რატომ,  მაგრამ საშინლად გამაღიზიანა. ჩემი დედამთილი შევიძულე. ახლა ვხვდები, რა ცუდად ვექცეოდი და როგორ ვცდიდი მის მოთმინებას. ჯერ მეზობლებში დავიწყე მისი ძაგება, მერე – ქმართანაც. ბოლოს ვიღაცამ ამბავიც მიუტანა. ამას იმით მივხვდი, რომ დედამთილის  დამოკიდებულება ჩემ მიმართ უფრო ოფიციალური გახდა. ერთხელ ჩემგან გაღიზიანებულმა ჩემმა ქმარმა დედამისს უყვირა: მაგ ბებერს გადაჰყევი და სხვა არავინ გახსოვსო. არ დამავიწყდება ჩემი დედამთილის გაოგნებული სახე – უზრდელი ხარ, შვილო და ეს ჩემი ბრალიაო. შებრუნდა, დედამთილს ხელი მოხვია და ოთახში შეიყვანა. იქიდან მესმოდა, როგორ სთხოვდა პატიებას და ისიც ამშვიდებდა, – ახალგაზრდები არიან, შვილო, შენც აპატიეო. საღამოს, როცა სამსახურიდან ჩემი მამამთილიც დაბრუნდა, დედამთილმა გამოგვიცხადა: ვხვდები, ჩემმა სიკეთემ ცუდი ნაყოფი გამოიღო. თქვენ გამო უსუსურ ადამიანს ხელს ვერ ვკრავ, ჩემთვის იგი მარტო დედამთილი არ ყოფილა, შვილივით გამზარდა. ასეთ სიძულვილში გამიჭირდება ცხოვრება. შვილის და რძლის მტრად მოკიდებას სჯობს, დავშორდეთ ერთმანეთს. ბინას გიქირავებთ და გადადით, ყველანაირად დაგეხმარებითო. თავზარი დამეცა, ორსულად ვიყავი და რა უნდა მექნა, ჩემს ქმარს შემოსავალი არაფერი ჰქონდა, როგორ უნდა გვეცხოვრა? ძალიან შემეშინდა.
– იფიქრეთ, რომ ამ  ფორმით გადაწყვიტა  შურისძიება?
– თავიდან, სწორედ, ეს ვიფიქრე. ძალიან გავბრაზდი დედამთილზე.  ჩემს მტრად გამოვაცხადე და ქმარს ვუთხარი, მაგას ვძულვარ, ჩვენი ოჯახის დანგრევა უნდა-მეთქი. ერთბაშად და მარტივად ვერ  მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემი ენის ბრალი იყო.   დედამთილი აღმოჩნდა უფრო ჭკვიანიც და ღირსეულიც. ადვილი არ არის, ჩემგან ამის აღიარება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ  საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა. მე ის  პერიოდი ცუდ მოგონებად დამრჩა. დრო და უაზრო ნერვიულობა დამჭირდა, ყველაფერს რომ მივმხდარიყავი. არ უნდა უყურო ადამიანს, როგორც მტერს. ახლა მეც გავხდი დედამთილი და ყველა შეცდომა გავიაზრე, რომელიც მაშინ დავუშვი. ახლა ვცდილობ, ჩემი შეცდომები რძალთან მაინც არ გავიმეორო.

скачать dle 11.3