კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ „გადაამტვრია თავზე“ ჯოხი გალაკტიონმა კონსტანტინე გამსახურდიას

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  მისი ლექსები ზეპირად იციან ქართული პოეზიის მოყვარულებმა. მსოფლიო პოეზიაში მე არ მეგულება პოეტი, რომელსაც ამდენი შედევრი ჰქონდეს. მისი განსაცვიფრებელი მუსიკით აჟღერებული „ლურჯა ცხენები“, „სილაჯვარდე“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „მე და ღამე“,  „მთაწმინდის მთვარე“, „მზეო თიბათვისა“. ეს გალაკტიონის მორიგი, ძალიან საინტერესო დღიურებია, სადაც ძალიან სიანტერესო ეპიზოდებს გოგლა ლეონიძე და კონსტანტინე გამსახურდია იხსენებენ.
  „გალაკტიონს გოგლა ლეონიძე ძალიან უყვარდა. ამ კაცს, გოგლას, ერთხელ არ უთქვამს, გალაკტიონი ლოთიაო. გალაკტიონი კი ამბობდა, გოგლა ვაჟკაცია, რამდენჯერ მთვრალი ვუნახივარ და საყვედური არ დასცდენია. ერთხელ მწერალთა კავშირში ჩემი ლოთობის საკითხი განიხილეს, ზოგი ჩემს გარიცხვას ითხოვდა კიდეც, თუ სმას არ დაანებებს თავს, გავრიცხოთო, გოგლა ამდგარა და უთქვამს: კარგი, დავუშვათ, გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო? ვიღაცას უთქვამს, მერე რა მოხდა, უგალაკტიონოდ მწერალთა კავშირი ვერ იარსებებსო? გოგლას გასცინებია, მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ ფხიზელ და არამსმელ მწერალთა კავშირი დავარქვათ, გალაკტიონი კი, გინდა კავშირის წევრი იყოს, გინდა არა, მაინც გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ, ათტომეულები რომ გამოუციათ უკვე და გალაკტიონის ერთი ლექსის საღირალი ჯერაც ვერ დაუწერიათო“ (ნ. ყურაშვილი). ირაკლი აბაშიძე ამდგარა, თემა დახურულია, ვერდიქტი გამოტანილია, გალაკტიონი რჩება კავშირის წევრადო. გოგლას გაუგრძელებია: რომც გარიცხოთ, რა უნდა წაართვათ გალაკტიონს, ერთი კაბინეტი აქვს ამ შენობაში და იქაც თვეში ერთხელ შემოივლის ხოლმე. ნიჭს მაგას ვერავინ წაართმევს და გალაკტიონი გალაკტიონად დარჩება, ჩვენ ვიკითხოთ მერე, მაგის ხელნაწერები კი ხელიდან ხელში გადავა ხალხში. არადა, დავუშვათ, გავრიცხეთ, უკეთესი ვინ უნდა მივიღოთ, იქნებ მითხრას ვინმემო, – ამით დაუმთავრებია გოგლას. მართლა ძალიან უყვარდა გოგლა გალაკტიონს. კახეთში თუ თბილისში, არ მახსოვს პურმარილი გაეკეთებინოს და გალაკტიონი არ დაეპატიჟოს. გალაკტიონიც პატივს თავისებურად სცემდა – სხვისი პურმარილი სულ ფეხებზე ეკიდა,
დათვრებოდა დილიდან, მთვრალი მიდიოდა და აურევდა კიდეც. გოგლა რომ დაპატიჟებდა იმ დღეს არ სვამდა, იძახდა, ჩემს გოგლას არ ვაწყენინებ, დღეს არ დავლევ, ფხიზელი უნდა მივიდე, სულ გათიშული მთვრალი რომ მიმიტანონ, მაინც არაფერს იტყვის და აი, სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ ნასვამი მივიდეო.
***
  საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული მწერლობის ორ ბუმბერაზს, კონსტანტინე გამსახურდიასა და პოეტთა მეფეს, გალაკტიონს საკმაოდ დიდი ხნის, კარგი ურთიერთობა აკავშირებდათ.
  თუმცა... ერთ დღეს, კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. შეცდომა, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ვერ აპატიებდა საკუთარ თავს. აი, ის ემოციური ჩანაწერი, რომელიც დიდმა მწერალმა გალაკტიონს მიუძღვნა:             
„მე წილად მერგო უბედურება – მუდამ ჩემთვის უსაყვარლესი მეგობრების გლოვა – ჩემი სიყრმის მეგობრები დავიტირო.....
მე დავკარგე ათეული წლების მანძილზე უძვირფასესი მეგობრები: გიორგი ნიკოლაძე, ალექსანდრე აბაშელი, კონსტანტინე ჭიჭინაძე... ჩემი საყვარელი ძმები ალექსანდრე და ვიქტორი. რა ვქნა, განგების ნებას ვინ გადაუვა! მას შემდეგ რაც გალაკტიონი დაგვეღუპა, იგი სიზმრებში მეცხადება ხშირად. ჩვენს მეგობრობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს.
  1910 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოწაფე გალაკტიონი ჩემთან მოვიდა, მთხოვა: ქართულ გიმნაზიაში მოწყობაში დამეხმარეო. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. იგი ფიზიკურად ლამაზი იყო, სულით უმანკო და სათნო. მე მისი სიჭაბუკის ლექსები წაკითხული მქონდა და დაუყოვნებლივ ვეახელი ჩემს პედაგოგებს: ქართული გიმნაზიის დირექტორს, იოსებ ოცხელსა და სილოვან ხუნდაძეს. მათ დიდი სიამოვნება გამოთქვეს ამის გამო და დამპირდნენ: მას გამოუცდელად ჩავრიცხავთო მეშვიდე კლასში. გალაკტიონს ეს ვამცნე, მაგრამ მან რატომღაც არ ინდომა სკოლაში შესვლა. მე უცხოეთს გავემგზავრე, წასვლის წინ ქუთაისში ვეძიე ამაოდ. მრავალი წელი გავიდა ამის შემდეგ. გალაკტიონს შევხვდი ტბილისში 1918
წელს. იგი შეხვედრისას მუდამ მკოცნიდა: შენთან მოვალო, მპირდებოდა და ჩემს ბინაზე კი იშვიათად ყოფილა. საკმაოდ უცნაური იყო ჩვენი ურთიერთობა.
  ყოველი ჩემი წიგნის გამოსვლისას იგი დამირეკავდა და მომილოცავდა. მარწმუნებდა: სხვანიც რომ არ იყვნენ, ამ საუკუნეს მე და შენც ვეყოფოდითო. ძალიან სურდა ჩემთან ქეიფი, ჩემს სახლში ვიწვევდი, იგი რესტორნისკენ მიმეზიდებოდა. ერთხელ ასეთი სკანდალიც მომიწყო: „სახელგამის“ წინ მე ჩემს მანანას ვუცდიდი. გალაკტიონი დამეძგერა – წამოდი, დავლიოთო. მე მწერალთა კავშირში ვიყავი წასასვლელი იმ დღეს და არ გავყევი. იმჟამად ნადირობის დროს ფეხი მქონდა ნაღრძობი, ამიტომაც ჯოხს ვატარებდი, გამომტაცა ჯოხი და მიწაზე დაანარცხა... ასეთი იყო გალაკტიონი თავის მეგობრების მიმართ.  
დღესაც ვქირდავ კიდევაც ჩემს თავს, რომ მე ენერგიულად არ ჩავერიე მის ცხოვრებაში.
გადიოდნენ წლები. გალაკტიონი ყოველ ახალ წელს მილოცავდა, მპირდებოდა მოსვლას, მაგრამ დანაპირებს მაინც არ მისრულებდა.
მე არაერთხელ გამღვიძებია ღამით და გალაკტიონი მომლანდებია.
მე აქამდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის ერთი ამბავი: ირაკლი აბაშიძე, სერგი ჭილაია და მე სამკურნალო კაბინეტში შევდიოდით შალვა დადიანის გამოსასვენებლად, გალაკტიონი ფოიეს ერთ კუთხეში იჯდა, დამინახა თუ არა, წამოდგა და კოცნა მომინდომა, მე მას არ ვაკოცე და ცივად გავეყარე. შემეშინდა, დიდხანს არ გამაჩეროს-მეთქი. ეს დამრჩება სანანებლად მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე, რომ მე არ მეყო შორსმჭვრეტელობა და მასთან არ დავყოვნდი იმ დღეს. მერმე ის იყო, იმ დღეს დაგვეღუპა გალაკტიონი“.
საქართველო მუდამ იამაყებს სამი დიდი ქართველის სახელით: ესენი გახლავთ რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა და გალაკტიონ ტაბიძე. მე ხანდახან აგრე მგონია, რომ ვერც რუსთაველი, ვერც ვაჟა გალაკტიონის უფაქიზეს ლირიულ შედევრებს ვერ დასწერდნენ. მე პირადად, ასე თუ ისე, ვიცნობ მსოფლიო პოეზიას და გალაკტიონისთანა დიდი ვირტუოზი ლექსისა არც საქართველოს და არც ჩვენს პლანეტას არ მოეპოვება...
გალაკტიონ ტაბიძის დაღუპვაში ღვინის სმას განსაზღვრული წილი აქვს. ყოველი შემოქმედი თავისებურად იტანჯება, ყოველ ჩვენგანს ათასი დემონი უღადრავს გულს, მაგრამ ვიმეორებ: კულტურა სულისა, ეგ არის ვნებათა დაოკება. როცა გალაკტიონის გული გაკვეთეს ექიმებმა ჭაბუკური სიჯანსაღის აღმოჩნდა ეს გული...“

скачать dle 11.3