კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№39 „საარჩევნო იუმორინა 2020“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძემ

ანცები

  მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას დიდი მნიშვნელობა აქვს სლოგანებს (აბა – პარტიის პროგრამებს არათუ აღარავინ კითხულობს, არამედ არც არავინ წერს, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკის ხერხემალი სიყვარულია: თვალი ჭამს და თვალი სვამს და უმეტესად ყურით უყვართ), როგორც ჩანს, ეს ამბავი ჩვენებურმა პოლიტიკოსებმაც იციან, ამიტომ წინასაარჩევნოდ ახალ-ახლებს გვთავაზობენ, თუმცა, საქმეს პლაგიატის პირიც უჩანს.
  ყველას გვახსოვს  „ლეიბორისტების“ ნოვაცია სლოგანი: „გუგავა მოვა“ (რაც, მაინც შეგახსენებთ, იმას ნიშნავდა, რომ „ლეიბორისტების“ კანდიდატი გიორგი გუგავა თითოეულ მოქალაქეს დაეხმარებოდა პრობლემების მოგვარებაში), რამაც ისე გაამხიარულა სრულიად ქართველი საზოგადოება, რომ ლამის „ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო (მაშასადამე, გუგავა)!“ შესაძლოა, ამ სლოგანის მიზანიც ეს ყოფილიყო, ვინაიდან საშუალო ინტელექტიც ეყოფოდა იმის გათვლას, რომ თემა ღლიცინში გადაიზრდებოდა.
  საშუალოა თუ მაღალი, იქნებ დაბალიც (ინტელექტი), აწ უკვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა მსგავსი სლოგანი, სახელდობრ: „დაავალე მიშას“, რომელმაც, ბუნებრივია, იგივე რეაქცია გამოიწვია, რაც გუგავას მოსვლის პერსპექტივამ, ამასობაში კი ალექსანდრე ელისაშვილის ბანერებიც გამოჩნდა, სლოგანით: „ალეკო გისმენთ“, ამის პარალელურად კი გიორგი ვაშაძე შემოგვძახებს ხოლმე (ლექსადა): „როგორც ღვინოს თავსახური, ხალხს სჭირდება სამსახური“. რაკი, წესითა და რიგით, პოლიტიკოსებს მიზნად ამომრჩევლის აბუჩადაც აგდება არ უნდა ჰქონდეთ (ანუ ეგზომ დაბალინტელექტიანებიც, იმედია, არ ჰგონიათ), მხოლოდ ის ეჭვი მიჩნდება, რომ „იუმორინას“ კონკურენტი გადაცემის შესაქმნელად იბრძვიან პარლამენტში სკამების დაკავებით.



скачать dle 11.3