კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როდის არღვევს მოძრაობის წესებს სოსო შატბერაშვილი და რა მიაჩნია მას პოლიტიკოსის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად

ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი

 სოსო შატბერაშვილი – „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე და ერთ-ერთი დამფუძნებელი. შეუპოვარი, უკომპრომისო, სამართლიანი და უშუალო მისი პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის ყველაზე თვალსაჩინო ეპითეტებია. როგორია ცნობილი პოლიტიკოსის დღე, რა უყვარს, რა არის მისი ადამიანური სისუსტეები – მცხეთა-მთიანეთის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი სხვა რაკურსით, სხვანაირი სოსო შატბერაშვილი ჩვენს რუბრიკაში.
– ბატონო სოსო, ჩაი თუ ყავა? როგორ იწყება თქვენი დღე?
– ჩაი და მხოლოდ ჩაი! მე ჩაისტი ვარ. თან, ძალიან ცერემონიულად ვაკეთებ ამას. თურქეთში ერთ-ერთი ვიზიტის  შემდეგ მხოლოდ თურქული წესით დაყენებულ ჩაის გეახლებით. ეს არის ორ ჩაიდანზე მომზადების წესი. ორთქლზე დამუშავებულს ვასხამთ ადუღებულ წყალს და დაახლოებით, 20-25 წუთი ორთქლის ქვეშ  ვამყოფებთ. სტამბულში მასწავლეს დაყენება და იმდენად მივეჩვიე და მიყვარს, რომ დღის დასაწყისი მის გარეშე წარმოუდგენელია. თან,  ასეთ ჩაის საკუთარი ხელით ვამზადებ.
– რაიმე აკვიატება თუ გაქვთ ან რაღაც წესი, რომელსაც განუხრელად იცავთ?
– როგორც  მართლმადიდებელ ადამიანს, როგორც მაზიარებელ-აღმსარებელ ქრისტიანს, ზოგადად, ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ მეც, როგორც ყველა ადამიანს, მაქვს ერთი  წესი,  სახლიდან უკვე გამოსულს მალევე სახლში უკან  შებრუნება  არ მიყვარს. ჩემზე, თავის დროზე, გავლენა მოახდინა ცნობილმა  ეპიზოდმა  დოკუმენტური ფილმიდან  იური გაგარინის შესახებ. უკვე გამოსული სახლში უკან შებრუნებულა და  სწორედ იმ დღეს მოყვა ავიაკატასტროფაში. ვიცი, რომ ცრურწმენები არაქრისტიანულია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნივთიც რომ დამრჩეს, მაშინვე უკან არ შევბრუნდები. რა ვქნა, ასეთი სისუსტეებიც მაქვს (იცინის).
– ბატონო სოსო, პოლიტიკოსისთვის  აუცილებელ უნარებად რა მიგაჩნიათ?
– უშიშარი უნდა იყო. პოლიტიკოსობა საშიში პროფესიაა, რისკები ძალიან მაღალია: დაწყებული ციხეში ჩაჯდომიდან მკვლელობებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, უკომპრომისო პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ, რომლებიც  მაღალ საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებიან. ამავე დროს, პოლიტიკოსი უნდა იყოს განათლებული, შენ უკან უნდა იდგეს ასეულობით წიგნი და ამავე დროს, პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ამომრჩევლის წინაშე. სამწუხაროდ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები საქართველოში ცოტაა და როგორც წესი, ცრუ დაპირებებს იძლევიან. მოსახლეობასთან შეხვედრისას ვცდილობ, ცრუ დაპირებები არ მივცე მათ და ამის გამო სულ დაზარალებული ვარ. ვაკვირდები და როგორც წესი, ის კანდიდატი იმარჯვებს, ვინც ბევრ ტყუილ დაპირებას გასცემს! მე ვერ დავპირდები ხალხს, რომ დაგიგებთ ასფალტს, გაგიყვანთ გაზს, გადაგიხურავთ სახლს... ეს არაა მაჟორიტარის კომპეტენცია, ამას ჰპირდებიან, ხმებს მიიღებენ და მერე, უკაცრავად ჟარგონისთვის და „გადააგდებენ“, ატყუებენ   ხოლმე ამომრჩეველს..
– თქვენ კენჭს იყრით მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში. რატომ აირჩიეთ ეს ოლქი?
– ჩემთვის ეს განსაკუთრებული ადგილია. მე მთიულეთში დავიბადე და გავიზარდე, იქ, სადაც შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის. ჩემთვის ეს ადგილები წმიდათაწმიდაა. მე მინდა, რომ მცხეთიდან, სადაც საქართველოს ცხელი გული ასვენია – ყაზბეგამდე, რომელიც მყინვარწვერის საოცარი ბუნებით ყოველთვის მაგონებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებს: „მარად და ყველგან, საქართველოვ,  მე ვარ შენთანა“ – ამ ძირძველ, მრავალჭირნახულ კუთხეს ვემსახურო, იმ მშრომელ ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. რას ვპირდები მე მათ? არა საოცნებო კოშკებს და ფერად-ფერად ტყუილებს, არამედ კონკრეტულ სამოქმედო პროგრამას, რომ  საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ რეგიონში მეცხოველეობის დარგის წინ წამოწევა, მისი სუბსიდირება. იმ მიკროსაწარმოებისა და ფაბრიკების ამუშავება, რომელიც მეცხოველეობის დარგის, მასთან დაკავშირებული  მსუბუქი მრეწველობის განვითარებას შეუწყობს ხელს.  მეცხვარეობის განვითარებით აყვავდა ავსტრალია, სადაც ცხვარი  ათჯერ მეტია, ვიდრე ადამიანი. ბრიტანეთში მეცხვარეობის, კერძოდ, შავი ინგლისური თივთიკის, წარმოებამ მოიპოვა პოპულარობა და მანუფაქტურის თვალსაზრისით, ინგლისი გახდა მსოფლიო სახელოსნო. ჩვენ, სწორედ რომ, სამკერვალოების, მატყლის გადამამუშავებელი ფაბრიკების გახსნით დავასაქმებთ უამრავ ადამიანს ამ რეგიონში. ასევე, აუცილებელია, ცენტრალური, სახელმწიფო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის გახსნა, რომ წელში გაიმართოს აღნიშნული რეგიონი, რომ  ტურიზმი და სოფლის მეურნეობა განვითარდეს. ზოგადად, დეპუტატის დანიშნულება ესაა. როცა თბილისის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, პირადად ჩემი ინიცირებულია თბილისში უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისი, რომელი კანონპროექტიც შემდეგ სააკაშვილს მოეწონა და მიითვისა. ასე რომ, მაჟორიტარის ამპლუაშიც ვეცდები, სწორედ, ასეთი ხელშესახები პროექტებით დავეხმარო ადამიანებს.
– ბატონო სოსო, განმიცხადეთ, ვჩქარობ, ინტერვიუს შემდეგ დუშეთში მივდივარო. თქვენ მართავთ მანქანას? როგორი მძღოლი ხართ?
– კი, აუცილებლად. ზოგადად, კანონმორჩილი ადამიანი ვარ, მაგრამ ვაღიარებ,  ღვედს ვერ ვეგუები. მგონია, მახრჩობს, მაგრამ კანონს ვემორჩილები. თქვენთან გამოვტყდები და ადრინდელ პერიოდში 2 ჭიქა  დალეულიც დავჯექი საჭესთან, მაგრამ ზოგადად, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და აღარც გამიმეორებია.  მაგალითად, გერმანიაში მიღებულია, რომ 1 კათხა ლუდზე მძღოლი არ ჯარიმდება, მაგრამ საქართველოში რომ კაცს უთხრა 1 კათხა დალიეო, კიდევ 4-ს მიაყოლებს და ამიტომ ვეთანხმები, რომ ნასვამი მძღოლი საჭესთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
– როგორი  მამა და   ბაბუა  ხართ?
- მკაცრი მამა ვიყავი და ვარ, მაგრამ ისეთი დამთმობი და ლოიალური  ბაბუა ვარ, ჩემს შვილებსაც კი  უკვირთ. ორი  შვილიშვილი მყავს – ქეთევან და ბარბარე ხუცურაულები და საოცრად ვათამამებ. რასაც მშობლები უშლიან, ხანდახან ჩუმად მიმყავს და  ვუსრულებ.  შვილიშვილები ჩემი ცხოვრებაა,  მეუღლის დაკარგვა მათ გადამატანინეს. შვილიშვილებთან ურთიერთობა – ეს საოცარი ფენომენია. თუმცა, არჩევნების გამო, ხშირად ვეღარ ვახერხებ მათთან ყოველდღიურ შეხვედრას. მინდა, რომ მომავალმა  თაობამ  ბედნიერ  და წარმატებულ საქართველოში იცხოვროს!


скачать dle 11.3