კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 თამუნა გომართელი: იმდენად სხვანაირი დავხვდი ქმარს, ვერ მიცნო და გვერდით ჩამიარა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  თამუნა გომართელი ის ადამიანია, ვინც ცხოვრების ყოველდღიურობისგან მხოლოდ პოზიტივს იღებს. ცდილობს, ყველა წამით დატკბეს და ამაში საყვარელი მამაკაციც უწყობს ხელს. მართალია, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების გამო, წყვილს ხშირად უწევს განშორებები, თუმცა ეს მათ სიყვარულს უფრო ამყარებს და მონატრებაც სხვა ფაზაში გადადის.
 თამუნა გომართელი: ზაფხულის სეზონი ჩემი სიცოცხლის, არსებობისა და ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი და მასტიმულირებელი დროა. სხვათა შორის, ზაფხულში ვარ დაბადებული და სულ ვამბობ: მე ნამდვილი ზაფხულის გოგო ვარ-მეთქი (იცინის). ამ დროს ვარ ყველაზე მეტად შრომისუნარიანი, ნაყოფიერი, ემოციურად დამუხტული და ბედნიერი. ეს ზაფხულიც დაგეგმილად გავატარე, მოვიარე შავიზღვისპირეთი. ასე რომ, ჩემი მზე და ზღვა თან მქონდა მთელი ორი თვის განმავლობაში (იცინის). მოვახერხე ბედნიერი დასვენება.
– ანუ, ერთი წლის ენერგია აკრიფე?
– იმდენად დიდი ინტიმია ჩემი ზღვასთან ურთიერთობა, რომ ის ენერგია, რაც მან მომცა, ერთი წელი არ მეყოფა. თუმცა, რას ვიზამთ, ზაფხული გავიდა და ახლა უნდა ველოდო, როდის მოვა. კარგადაც გავირუჯე, მაგრამ ესეც სიყვარულივითაა – რაც მეტი გაქვს, მეტი გინდა (იცინის).
– სიყვარული ახსენე, თუმცა, ეს ზაფხული საყვარელი მამაკაცის გარეშე გაატარე, ხომ ასეა?
– მართალია, მალხაზის გარეშე მომიწია საზაფხულო შვებულების გატარება, რადგან ავსტრიაში იყო. თუმცა, მაინც სულ ერთად ვიყავით და ვართ, ყოველდღიური, ვირტუალური ვიდეოზარებით. მაინც იმდენად მაკლია, მის გარეშე სახლში გაჩერებაც კი დიდი სასჯელია ჩემთვის. სულ ვცდილობ, სახლიდან გავიქცე, დროს ვწელავ, რომ სანამ ის დაბრუნდება, მარტო ყოფნა არ მომიწიოს. მიჭირს მის გარეშე, ფრთებმოტეხილივით ვარ. ისიც, ასეა. უკვე, 15 წელია, ერთად ვართ და ის რომანტიკა, გრძნობა და ვნება დღითიდღე იმატებს.
– რომ ამბობენ, ეს ყველაფერი დროსთან ერთად ხუნდება და ნელდებაო?
– ასი ათასჯერ უფრო ძვირფასია დღეს ჩვენი ურთიერთობა, ვიდრე ეს, თუნდაც, შეყვარებულობის და თუნდაც, ქორწინების პირველ თვეებში იყო. რომ ამბობენ, წლებთან ერთად სიყვარული და რომანტიკა ხუნდებაო, ტყუილია. ამას, ალბათ, ისინი ამბობენ, ვისაც თავიდანვე, საწყის ეტაპზევე არ ჰქონდა ეს. არ მიწყინონ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.
– მტკივნეულ თემას მინდა, შევეხო და იმედია, არ მიწყენ. ამბობენ, ოჯახი, სადაც პატარა არ არის, მყარი არ არისო. ანუ, ბავშვი წყვილის ურთიერთობასა და ოჯახურ თანაცხოვრებას ამყარებს. შენ როგორ ფიქრობ?
– ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება, ბევრმა ჩათვალოს, რომ ვტყუი, ან ვალამაზებ, ან ვცდილობ თვალებში ნაცარი შევიყარო. ბავშვის საკითხი, ჩვენს შემთხვევაში, არა თუ მტკივნეულად, არამედ, საერთოდ არ დგას. ჩვენ მივიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც გვაქვს, ვცდილობთ, ყოველდღიურობით დავტკბეთ და შევეცადეთ, ეს ყველაფერი ერთმანეთისთვის საჩუქრად გვექცია. არავინ იცის,  როდის დასრულდება ცხოვრება, ამიტომ თავი არაფრის გამო არ უნდა დაიმძიმო. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საყვარელი მამაკაცის გვერდით შეიძლება, უბედურად იყო. მე მჯერა, რომ რეალურად, ადამიანები ნახევრებად იყოფიან და ზოგჯერ ისე გადის ცხოვრება, ეს ნახევრები ერთმანეთს ვერ ხვდებიან ან სხვის ნახევარს ხვდებიან და ეს კავშირი არ არის ისეთი ორგანული, როგორიც უნდა იყოს, როგორიც შენს ნახევართან გექნებოდა. მე ვთვლი, რომ ჩემი ნახევარი ვიპოვე და შეუძლებელია, რამემ, თუნდაც, იმან, რომ ბავშვი არ გვყავს, ეს ურთიერთობა გააუფერულოს. ჩვენ არ გვყავს შვილი და ეს აბსოლუტურად არ აყენებს ჩრდილს ჩვენს ბედნიერებას. მეტსაც გეტყვით, იმდენად ვავსებთ ერთმანეთს, არასოდეს ყოფილა მომენტი, რომ რაიმეს ნაკლებობა გვეგრძნო. ბევრი უშვილო წყვილია, რომლებიც განიცდიან და ოჯახის დანგრევის ეშინიათ. არ შეიძლება, ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდეს და უბედურად იგრძნონ თავი, თუნდაც იმის გამო, რომ შვილი არ ჰყავთ.
– მახსოვს, შენი მეუღლე უცხოეთში იყო, გადაწყვიტე მისთვის სიურპრიზი გაგეკეთებინა, წონაში საკმაოდ ბევრი დაიკელი და ჩამოსულმა ვერც კი გიცნო. ახლა თუ უმზადებ რაიმე სიურპრიზს, ავსტრიიდან დაბრუნებულს?
– (იცინის) კი, ნამდვილად ასეა. იმდენად სხვანაირი დავხვდი ქმარს, ვერ მიცნო და გვერდით ჩამიარა. 20 კილო მქონდა დაკლებული. ახლა ვერ ვუმზადებ სიურპრიზს, რადგან ათი წელია, ჩემი წონა „მიჭირავს“. თან დღეში რამდენიმეჯერ ვუყურებთ ერთმანეთს ვიდეოზარებით და იმიჯის ცვლილებაც რომ დავგეგმო, სიურპრიზი არ გამომივა.
– როდესაც საყვარელი მამაკაცი შორსაა, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვიანობის მომენტი. სულ ფორმაში ხარ, საზოგადოებაში ტრიალებ, საკმაოდ თამამადაც გაცვია და მალხაზი ამაზე არ ეჭვიანობს?
– ჩვენ ეჭვიანობა და ერთმანეთის „კონტროლი“ გადავლახეთ და ძალიან ყოჩაღად დავძლიეთ (იცინის). როცა სიყვარულზე დაფუძნებული ნდობა მყარდება, ურთიერთობა სხვა ფაზაში გადადის. ეს უცნაური ფაზაა და ძნელია, სიტყვებით ახსნა. უფრო ერთიანობის ფაზაა, როცა ეჭვიანობა განზე დგება და ორ ადამიანს შორის სრული ნდობაა.  როცა უჯრედულ, ორგანულ დონეზე ერთნი ხდებით, ერთი მონატრება გაერთიანებთ, ერთი თვალებით იყურებით... უბრალოდ, თავში აზრად არ მოგვდის, ერთმანეთზე ვიეჭვიანოთ. საკმაოდ თამამადაც ვიცვამ და ჩემს ქმარს ამ მხრივაც არ აქვს პრეტენზია. პირიქით, მოსწონს, როცა მე ყველას მოვწონვარ. თუ მე მომწონს ჩემი თავი, მასაც მოვწონვარ. ყოველთვის ემთხვევა ჩვენი აზრები – ამაში გამიმართლა. ბედნიერება და სიამოვნებაა, როცა მამაკაცის მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ გაქვს.
– თუმცა, როცა საყვარელ მამაკაცთან თანაცხოვრებას იწყებ, გარკვეულ დათმობებზე წასვლაც გიწევს. იყო ასეთი შენს შემთხვევაში? რისი დათმობა მოგიხდა?
– ალბათ, ის იყო ყველაზე დიდი დათმობა, მივლინებაში რომ მიდის და მე ამის ატანა მიწევს (იცინის). მონატრების მოთმენის ატანა მიწევს, სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ. თუმცა, ყოველი მისი დაბრუნების შემდეგ სიყვარული თავიდან ახლდება, ახალ ფერებს იჭერ, ახალ შეგრძნებებს გრძნობ. ზოგადად, საყვარელ ადამიანებს შორის პატარა-პატარა განშორებები, აუცილებელია და სასარგებლო. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ. არავინ თქვას, თვალი თვალს რომ შორდება, გული ცივდებაო. ესეც, მორიგი ტყუილია.

скачать dle 11.3