კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№38 როგორ გაიხსნა მსხვილი დანაშაული ოჯახური ეჭვიანობის წყალობით

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ძარცვების სერია
  1978 წლის ივნის-აგვისტოში თბილისში, ქუთაისსა და სოხუმში შემნახველი სალაროების ოთხი ძარცვა განხორციელდა. შესაბამისად, ორი ძარცვა თბილისში, თითო ძარცვა კი –  ქუთაისსა და სოხუმში. ძიების შედეგად დადგინდა, რომ ძარცვაში მონაწილეობდა ოთხი ბოროტმოქმედი, რომლებსაც სახეზე ნიღბები ეკეთათ. ისინი შეიარაღებულები იყვნენ პისტოლეტებითა და ორი ცალი ხელყუმბარით, ეგრეთ წოდებული, „ლიმონკებით“. როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტებით დადგინდა, თითოეული ძარცვა გრძელდებოდა 70-90 წამი. დანაშაულის სურათი კი ასე გამოიყურებოდა – ოთხი ნიღბიანი შევარდებოდა შემნახველი სალაროს შენობაში. ორი პისტოლეტ და ხელყუმბარამომარჯვებული მძარცველი შენობის შუაში დადგებოდა და იქ მყოფებს აფეთქებისა და დახვრეტის შიშით იატაკზე დაწოლას აიძულებდა. ერთი პისტოლეტმომარჯვებული მძარცველი სალაროს თანამშრომლებს მიუშვერდა პისტოლეტს, დაემუქრებოდა და ეუბნებოდა სასიგნალო ღილაკისთვის თითი არ მიეჭირათ და მეოთხე მძარცველისთვის, რომელსაც პისტოლეტთან ერთად ხელში უზარმაზარი ტყავის სპორტული ჩანთა ეკავა, ფული ჩაეყარათ. არცერთი ძარცვის დროს განგაში არ ატეხილა და მილიციას მხოლოდ მძარცველების წასვლის შემდეგ იძახებდნენ. დადგინდა ისიც, რომ მძარცველებს ქუჩაში მეხუთე ბოროტმოქმედი ელოდა. ის მოპარულიი მანქანის საჭესთან იჯდა და გაქცევა ამგვარად ხდებოდა. ოთხივე მანქანა ძარცვის დღეს გაიტაცეს. არცერთ მანქანაში არ აღმოჩნდა ხელჩასაჭიდი სამხილი, ვერ იპოვეს ბოროტმოქმედების ანაბეჭდები, რადგან ისინი ტყავის ხელთათმანებით მოქმედებდნენ. მილიციამ ვერც ბოროტმოქმედთა ფოტორობოტების შექმნა შეძლო, რადგან ნიღბებით იყვნენ და მათი სახის დანახვა შეუძლებელი იყო. ოთხივე ძარცვიდან გატაცებულმა თანხამ კი 146 ათასი მანეთი შეადგინა.
თვალთვალი
28 წლის თინა გოგიშვილი პროფესიით პედაგოგი იყო და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. თინა გათხოვილი იყო და ორი შვილი ჰყავდა – 3 წლის ნოდარი და 5 წლის ქეთევანი. ის პატიოსანი, ძალიან ჭკვიანი  და მშვენიერი გარეგნობის იყო, თუმცა უზომოდ ეჭვიანი გახლდათ და ის თავის მეუღლეზე, 31 წლის თამაზ მონიავაზე ეჭვიანობდა. თინას მეუღლე, პროფესიით ჭიდაობა-ძიუდოს მწვრთნელი იყო და რამდენიმე ადგილას მუშაობდა. ხშირად შეჯიბრებებზე უწევდა ხოლმე გამგზავრება და სანამ მეუღლე სახლში დაბრუნდებოდა, თინა ადგილს ვერ პოულობდა. თუმცა, არ იმჩნევდა, რომ ეჭვიანობდა და გადაწყვიტა, თავისი ეჭვები გადაემოწმებინა. დახმარებისთვის კი თინა გოგიშვილმა თავის საუკეთესო მეგობარს, თანაკლასელსა და დაქალს, ლია ქვლივიძეს მიმართა. ლია მილიციაში გამომძიებლად მუშაობდა და უფროსი ლეიტენანტის ჩინს ატარებდა. როდესაც დაქალის თხოვნა მოისმინა, მას უთხრა:
– დამიჯერე, თინიკო, რომ შენი თაზო არანაირი „ბაბნიკი“ არაა და პატიოსანი ბიჭია. მაგრამ, რომ დამშვიდდე, მე მას კუდზე დავაჯდები, ვუთვალთვალებ და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარ.
– ოღონდ ფრთხილად, ლია. თაზომ არ იცის, რომ მასზე ვეჭვიანობ და რომ შეგნიშნოს, ყველაფერს მიხვდება და არ მინდა, ვაწყენინო, – უთხრა თინამ დაქალს.
მილიციის უფროს ლეიტენანტს გაეცინა და უთხრა:
– გოგო, თაზოს კი არა, რეციდივისტებს ვუთვალთვალებ ხოლმე ისე, რომ აზრზე ვერ მოდიან და შენს ქმარს „დავაწვევინებ“ თავს?
მეორე დღესვე, ლია ქვლივიძე სახლიდან გასულ თამაზ მონიავას „კუდზე დააჯდა“ და თვალთვალი დაუწყო.
მძარცველების ბანდა
  თვალთვალის მესამე დღეს თამაზ მონიავა სახლიდან ადრე გამოვიდა, დიღმის მასივისკენ გაემართა და მეხუთე კვარტლის ერთ-ერთ „ხრუშჩოვკაში“ შევიდა. იქ ერთი საათი დაჰყო.  იქიდან გამოსულს კი ტანსაცმელი გამოცვლილი ჰქონდა, გარეგნობა კი – იმდენად შეცვლილი, ლიამ ძლივს იცნო. მას შავი სათვალე ეკეთა და გრძელი თმა და ულვაში ჰქონდა მორგებული. ლია პროფესიულმა ჟინმა შეიპყრო და ყურადღება გააათმაგა. თამაზმა კი დიდუბის ავტობუსით იმგზავრა. დიდუბეში ტაქსიში გადაჯდა. ტაქსით მთელი ქალაქი გაიარა და ორთაჭალაში, ციხეებთან ორი მგზავრი ჩაისვა, რომელთა შორის ერთი ქალი იყო. მათ გზა, ეგრეთ წოდებული, აფრიკის დასახლებისკენ განაგრძეს და ტაქსი  შემნახველი სალაროს შორიახლო გააჩერეს. მგზავრები მანქანიდან გადმოვიდნენ და შემნახველ სალაროში შევიდნენ. რამდენიმე წუთში კი უკან დაბრუნდნენ.  ლიამ დევნა აღარ გააგრძელა, რადგან მას საეჭვოდ მოეჩვენა მათი ქმედება და პირდაპირ მილიციის სამმართველოსკენ აიღო გეზი. იმავე საღამოს დააპატიმრეს თამაზ მონიავა და შემნახველი სალაროს მოუხელთებელი მძარცველთა ჯგუფის დანარჩენი წევრები.  მათ მიერ ნაძარცვი 146 ათასი მანეთი ბინების ჩხრეკისას ამოიღეს.
მძარცველებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა შეუფარდეს. ლია ქვლივიძეს კი მილიციის კაპიტნის რიგგარეშე ჩინი უბოძეს და სასწავლებლად მოსკოვში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაგზავნეს. როგორ გაგრძელდა მისი და თინას მეგობრობა, უცნობია.


скачать dle 11.3