კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 პიროვნების იდენტიფიკატორი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  თქვენი პიროვნების უკეთ გასაცნობად  საინტერესო ტესტს გთავაზობთ.
ცხოვრებში ხშირად გვიწევს არჩევნის გაკეთება. ამ დროს გადაწყვეტილების მიღება ზოგჯერ მარტივია, ზოგჯერ კი – რთული. თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ადამიანებსაც უნდა გაუწიოთ ანგარიში. სწორედ, ამით განისაზღვრება ადამიანის პიროვნულობა.      
  ჩართეთ თქვენი წარმოსახვა და წარმოიდგინეთ,  რომ  ხართ  საზოგადოებრივ ტრანსპორტში.  უნდა დაუთმოთ ადგილი  იმ ადამიანს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება:
ა) მოხუც კაცს;
ბ) ფეხმძიმე ქალს;
გ) ბავშვს.
თუ არჩევანი გააკეთეთ, მოძებნეთ შესაბამისი პასუხი:
ა) სკამს მოხუცს დაუთმობთ – ეს მიუთითებს იმაზე, რომ პატივს სცემთ ღირებულებებს, კარგად აღზრდილი და კულტურული ადამიანი ხართ. მორალი და ეთიკა თქვენთვის  ყველაფერზე მნიშვნელოვანია. პატივს სცემთ ადამიანებს და გიყვართ ხანში შესულებთან საუბარი. მათი გამოცდილებიდანაც  ხომ  ბევრს სწავლობთ. არასოდეს ივიწყებთ წარსულს და ამასთან, ძალიან მგრძნობიარე ხართ.
ბ) ადგილს ფეხმძიმე ქალს დაუთმობდით – საოცრად მზრუნველი ხართ. ფეხმძიმე ქალისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საკმაოდ რთულია, თანამედროვე საზოგადოებაში ქალების დიდი ნაწილი მუშაობს და ფეხმძიმობის პარალელურად, ქალს უამრავ ყოველდღიურ სტრესთან უწევს გამკლავება. თუ ასეთ საკითხებზე ფიქრობთ, ეს თქვენს დიდ პასუხისმგებლობის გრძნობაზე მიუთითებს. ბედნიერი ხართ, როცა ადამიანებს ეხმარებით და არცთუ მარტივ რეალობას მცირედით მაინც უმსუბუქებთ.
გ) ადგილს ბავშვს დაუთმობდით – კეთილი ხართ და მარტივად შედიხართ ადამიანებთან კონტაქტში. გამოირჩევით კომუნიკაციის უნარით და განსაკუთრებით გეადვილებათ ბავშვებთან ურთიერთობა. ალბათ, იმიტომ, რომ მათსავით გულწრფელი და უშუალო ხართ. ახალგაზრდები თქვენი ინსპირაციის წყაროა. თქვენ ხართ ლიდერი, რომელიც ფიქრობს ადამიანებზე და განსაკუთრებით მომავალ თაობაზე.  

скачать dle 11.3