კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ქმარს გავშორდი, საყვარლისგან შვილი გავაჩინე და ბედნიერი დედა ვარ

  გათხოვება რომ გადავწყვიტე, მეგონა, ჩემი რჩეულის ხასიათი კარგად ვიცოდი. შეხვედრებისა და შეყვარებულობის პერიოდში ყურადღებიანი, თბილი და მოსიყვარულე იყო და რას წარმოვიდგენდი, თუ ეს მხოლოდ ნიღაბი იყო. აი, რომ გავთხოვდი, მერე დაიწყო ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთური ცხოვრება: მისი დაჟინებული მოთხოვნით, სამსახურიდანაც წამოვედი, სადაქალოსაც ჩამოვშორდი და  სანათესაოსაც. სახლის ქალად მაქცია. ორი წელი ვიტანდი ქმრისგან ეჭვიანობის სცენებს, დედამთილისგან ცინიკურ მზერას, მამამთილისგან კი – შეურაცხყოფებს. მართლა არ ვიმსახურებდი ამას. ისე გავიზარდე, არც აკრძალვა მქონია, არ იყო ამის საჭიროება, მშობლებმა ოჯახის წევრების პატივისცემაც მასწავლეს და უფროს-უმცროსთან მოქცევაც. ერთი სიტყვით, ასეთ ოჯახში ამოვყავი თავი და ისე დამაწყვიტეს ნერვები, ვფიქრობდი, ნეტავ საერთოდ არ გავთხოვილიყავი-მეთქი. სახლში ფეხი შევდგი თუ არა, ჩემი მამამთილი თითქმის იმ წუთიდან ყოველდღე მეკითხებოდა: ჰა, როდის უნდა მაჩუქოთ შვილიშვილი, იმისთვის მინდოდა რძალი, რომ ბავშვებს ერბინათ ოთახებშიო. დედამთილი კი სულ იმაზე წუწუნებდა: ამ გამხდარმა გოგომ რა შვილები უნდა გააჩინოსო. მოკლედ, ისე დამთარსეს, მართალა არ დავრჩი ორსულად. ექიმთანაც ვიყავი, პრობლემა არ აღმომაჩნდა და ახლა რომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ტრავმების გამო მჭირდა. მოკლედ, ვერ გავუძელი ასეთ დამოკიდებულებას, ჩემი ქმარიც დღითი დღე უფრო აუტანელი ხდებოდა და გაშორება გადავწყვიტე. რომ გამოვაცხადე, მე ასე აღარ შემიძლია, უნდა წავიდე-მეთქი, თვალებში ამოვიკითხე, რომ გაუხარდათ. უშვილო ვეგონე და იფიქრეს, დროზე მოშორდეს აქაურობასო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გავშორდი ქმარს და მივხვდი, რა არის ის  ბედნიერების შეგრძნება, როცა დილით თავისუფალი იღვიძებ, არც მამათილის შეურაცხმყოფელ ირონიულ გამოთქმებს ისმენ და არც დედამთილი გიყურებს გამჭოლი მზერით. ჩემს ქმარს იმედი ჰქონდა, უკან მივბრუნდებოდი, თუმცა, გამორიცხული იყო. რომ დავმშვიდდი და გავაანალიზე, მივხვდი მსგავს სიტუაციას ვეღარ გადავიტანდი. გავიჩინე საყვარელი და ორსულადაც დავრჩი. დღეს არაჩვეულებრივი შვილის დედა ვარ, მიხარია ყოველი წამი და წუთი, ბედნიერი ვარ და მომავლის იმედიც უფრო და უფრო მემატება. რომ ვუფიქრდები, სულაც არ არის საჭირო, თავი დაიტანჯო, აიტანო დაუმსახურებელი პრეტენზიები და გამოიკეტო სახლში იმის გამო, რომ ქმარს ასე უნდა. სამსახურიც მაქვს, საყვარელი მამაკაციც მყავს და ულამაზესი შვილიც. სხვათა შორის, ბავშვი რომ გამიჩნდა, რამდენიმე დღეში დამირეკა ჩემმა ყოფილმა ქმარმა და მოლოცვის ნაცვლად, მწარედ მითხრა: არ იყავი შენ ოჯახის ქალი, ასე გინდოდა ცხოვრება, იცვალე ახლა მამაკაცები და აჩინე უკანონო შვილებიო. სულაც არ ვთვლი, რომ ჩემი შვილი უკანონოა. გვარიც მისცა მამამ და ყურადღებასაც აქცევს. ხოლო ჩვენთან რომ არ ცხოვრობს, ეს სულაც არ მიქმნის დისკომფორტს. დეგენერატი ქმრის გვერდით თანაცხოვრებას, ასე ყოფნა მირჩევნია. მინდა, ჩემს დედამთილს და მამამთილს ახლა ჩავხედო თვალებში და დავინახო, ახლა რას გრძნობენ, ხომ ამბობდნენ: კიდევ კარგი, დროულად წაეთრა, უშვილო რად გვინდოდაო. ისხდნენ ახლა და ელოდონ ახალ რძალს, როდის შევა მათ სახლში, აიტანს მათ ქცევებს, დამოკიდებულებას, ცინიზმს და გაუჩენს ბევრ შვილიშვილს.
ნინი, 29 წლის.
скачать dle 11.3