კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: წამწამებზე ტუშს რამდენიმე ფენად ვისვამ, თუმცა, მაინც არ გამოიყურება ისე, როგორც მინდა. როგორ მირჩევთ მის წასმას, რომ წამწამები ლამაზად აიპრიხოს და ფორმა დღის ბილომდე შეინარჩუნოს?
პასუხი: ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ბევრი ქალი უშვებს, ტუშის რამდენიმე ფენის წასმაა იმის იმედით, რომ მაქსიმალურ შედეგს მიიღებთ. საბოლოოდ კი ისეთ წამწამებს ვიღებთ, რომლებიც საერთოდ არ გამოიყურება ლამაზად. თუ შეხედავთ, როგორ აკეთებენ ამას პროფესიონალი ვიზაჟისტები, დარწმუნდებით, რომ ტუშის წამწამებზე გადასმა მაქსიმუმ 30 წამს საჭიროებს. მთავარია, მისი წასმა წამწამების ბოლოებიდან დაიწყოთ და ფუნჯი ზემოდან ნაზი მოძრაობით გადაატაროთ. შემდეგ, გადაატრიალეთ ფუნჯი იმისათვის, რომ წამწამები უფრო მაღლა აწიოთ და შეჩერდით. ტუში უკვე წასმულია და წამწამები საღამომდე შეინარჩუნებს ლამაზ ფორმას.
კითხვა: მეგობრის მაცივარში აღმოვაჩინე ფრჩხილის ლაქი. მითხრა, რომ ბებიამ ასწავლა, რომ ასე შეინახოს. რამდენად სწორია, ლაქის მაცივარში შენახვა?
პასუხი: ფრჩხილის ლაქის მაცივარში შენახვა ეხმარება მის ფორმულას თქვენს ფრჩხილებზე დიდხანს და ლამაზად გამოიყურებოდეს. მზის სხივები და სიცხე კი ლაქების გასქელებასა და ფერის გახუნებას იწვევს.
კითხვა: ხშირად მისივდება ხელის თითები, მეჭედება ბეჭდები და მოხსნის დროს ვიტანჯები. როგორ გავიმარტივო საქმე?
პასუხი: თუ ბეჭედი გაგეჭედათ, წაისვით ვაზელინი და მარტივად მოიცილებთ.


скачать dle 11.3