კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№38 როგორ ამოიცნო სტალინმა იმპერიალისტების გლობალური გეგმები წინასწარ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინის ფენომენი დღემდე მრავალი დავისა თუ განხილვის საგანია. საბჭოთა ბელადი ათეული წლების წინ წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ ის დღემდე ცოცხლობს ათეულ მილიონობით ადამიანის გულებში... ისტორიულ მეცნიერებათა  დოქტორი, ოლესია სოლოვეი წერს: „თამამად და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სტალინის პოლიტიკური მემკვიდრეობა პლანეტარული მასშტაბისაა. მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ანტისტალინისტები და ზოგიერთი ბურჟუაზიული პუბლიცისტი ხატავს, არამედ ჭეშმარიტად სახალხო, ადამიანებისთვის სასიკეთო და მათი განვითარებისა და კეთილდღეობისკენ მიმართული, თანასწორობაზე ორიენტირებული.
  იოსებ სტალინი იყო ის ერთადერთი მსოფლიო ლიდერი მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წელის მეორე ნახევრის დასაწყისიდან (ჰიტლერული გერმანიის აღორძინება), ვინც საფუძვლიანად ჩასწვდა იმპერიალისტების გლობალური გეგმების ყველა ნიუანსს და აქტიური კონტრზომების მიღება დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი სწორედ სტალინმა ამხილა იმპერიალისტური გეგმის მეორე ნახევარი, რომელსაც მსოფლიო „მარშალის გეგმის“ სახელით იცნობს.
  1986 წლის 8 ნოემბერს მოსკოვში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა სტალინის უახლოესი თანამებრძოლი და თანამოაზრე ვიაჩესლავ მოლოტოვი. მას ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, აბსოლუტური მახსოვრობა და გონიერება ბოლო ამოსუნთქვამდე ჰქონდა შენარჩუნებული. გარდაცვალებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე მოლოტოვმა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ტელევიზიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ჟურნალისტის ყველა კითხვას უპასუხა. მაგრამ, მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებით ამ ჩანაწერს ტაბუ დაადეს, არქივში გამოკეტეს და დღემდე გასაიდუმლოებულია ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მსოფლიო ისტორიის მაშინდელი ცოცხალი მოწმე და კრემლის სამზარეულოში კარგად ჩახედული ვიაჩესლავ მოლოტოვი ისეთ ფაქტებს ასახელებდა, რომლებიც ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი დიდ ზიანს მოუტანდა იმპერიალისტებს. ეს კი მშვენივრად ესმოდა იმპერიალისტების დამქაშ გორბაჩოვს და ამ ინტერვიუს ამიტომაც დაადო ტაბუ. მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა და სხვადასხვა წყაროდან შესაძლებელი გახდა ამ ინტერვიუს თითქმის სრული ტექსტის ბეჭდური ვარიანტის მოპოვება, რაც უაღრესად საინტერესო და საგულისხმოა. ინტერვიუს ერთ-ერთ ფრაგმენტში მოლოტოვი ამბობს: „სტალინი იდეალისტი იყო და არალეგალური რევოლუციური მოღვაწეობაც იმიტომ დაიწყო, რომ დედამიწაზე თანასწორობა დამყარებულიყო. ამ მიზანს ის იდეალურად ემსახურებოდა და მზად იყო, საკუთარი თავი გაეწირა. მოგვიანებით, როდესაც უკვე ხელისუფლებაში მოვედით, სტალინმა დაინახა, რომ სხვა მისი იდეური კოლეგები სულაც არ იყვნენ მოწოდებული ხალხის სასიკეთოდ და ძალაუფლება მათ არა ხალხისთვის, არამედ პირადი კეთილდღეობისთვის სჭირდებოდათ. ამიტომ, სტალინს მათი განეიტრალება მოუწია. პარალელურად კი, ქვეყნის მოდერნიზაციას ახორციელებდა და ამასთან, გარე პოლიტიკურ შემოტევებსაც იგერიებდა როგორც პოლიტიკურ, ასევე, ზოგ შემთხვევაში, სამხედრო მიმართულებით და სტალინი ამასაც კარგად გაუმკლავდა. როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე (30-იანი წლების დასაწყისში) ჰიტლერი გამოჩნდა და თავდაპირველად არანაირი წონა არ ჰქონდა, სტალინმა მითხრა:
– კარგად დაიმახსოვრე, რომ ეს კაცი იმპერიალისტების ფავორიტია და მას კერპად აქცევენ, გააძლიერებენ და ბოლოს ჩვენზე გამოუშვებენ. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის ღირსეულად დასახვედრად.
გენიალური გათვლა იყო და შედეგმა ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომი არ იყო დამთავრებული და პოდსტამის კონფერენციაზე მივემგზავრებოდით, როცა სტალინმა მითხრა:
– პოდსტამშიც, ისევე, როგორც იალტასა და თეირანში, დიპლომატიურ წარმატებებს მივაღწევთ და ჩვენს დასავლელ, ჯერჯერობით, მეგობრებს ჩვენს სასიკეთო შეთანხმებებზე მოვაწერინებთ ხელს. თუმცა, ისინი მალევე დაარღვევენ მათ, დაგვიპირისპირდებიან და თავიანთი იმპერიალისტური გეგმის მეორე ნახევარს ნაწილობრივ შეასრულებენო.
და მართლაც, ბრიტანო-ამერიკელებმა უკვე 1946 წელს დაარღვიეს მთავარი შეთანხმებები და ცივი ომი გამოგვიცხადეს. არა მარტო გერმანია, ევროპაც შუაზე გაყვეს და „მარშალის გეგმა“ აამოქმედეს, რომელიც სამოციანი წლების მეორე ნახევარში შეწყვიტეს და სტალინის პროგნოზი აქაც სრულიად გამართლდა...“
„მარშალის გეგმის“ მიხედვით, შეერთებული შტატები დანგრეულ ევროპას დაეხმარა და ფეხზე წამოაყენა, სინამდვილეში კი, არასოციალისტური ბანაკის ევროპულ ქვეყნებთან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისეთი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს ყოველგვარი საბაჟო გადასახადი ეხსნებოდა. ნედლეულს ამ ქვეყნებიდან ჩალის ფასად ყიდულობდნენ, ხოლო მისგან დამზადებულ პროდუქციას კი ძალიან ძვირად აწვდიდნენ იმავე ქვეყნებს. თანაც, ამერიკული დოლარით იყო გადახდა და ამ ქვეყნების ვალუტებს ფასი არ ჰქონდათ. ამგვარად, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე იმპერიალისტები ნახევარი ევროპის ბატონ-პატრონები გახდნენ. უმთავრესი და საგულისხმო კი ისიც იყო, რომ ამერიკული დაფინანსება ძირითადად იმ ოქროთი წარმოებდა, რომელიც ფაშისტებმა 1939-1945 წლებში მოიპოვეს ოკუპირებული ქვეყნების ძარცვის შედეგად, აგრეთვე, ადამიანების დახოცვისა და მათი ოქროს კბილების გადადნობის შედეგად. ეს, ეგრეთ წოდებული, „რაიხსბანკის ოქრო“ 1945 წლის დასაწყისში ამერიკულმა არმიამ საიდუმლოდ გადაზიდა შტატებში და შემდგომ კი „მარშალის გეგმის“ დასაფინანსებლად გამოიყენა. 1949 წლის ნოემბერში მოსკოვში ჩატარებულ საერთაშორისო-პოლიტიკურ ფორუმზე, რომელსაც ყველა მოწინავე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სტალინმა ასეთი ფრაზა თქვა: „კარგად დაიმახსოვრეთ, მეგობრებო, რომ „მარშალის გეგმა“ მოკლული ებრაელების პირიდან ამოგლეჯილი ოქროს კბილებით ფინანსდებაო. ამაზე ოფიციალური პროტესტი არავის გამოუთქვამს, რადგან ყველამ იცოდა, რომ სტალინის მიერ წარმოთქმული მამხილებელი სიტყვები სიმართლე იყო“.

скачать dle 11.3