კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 თანამედროვე ადამიანი

  ახლანდელი ადამიანები თავიანთ მოძღვრებს დაშორდნენ და მათ  ზრახვები და სხვადასხვა ვნებები ახრჩობთ. ისინი აღსარებისთვის ფსიქიატრთან დადიან. იღებენ აბებს, რათა დაივიწყონ პრობლემები, რომლებიც აწუხებთ. მცირე ხანი გაივლის და პრობლემა კვლავ თავს იჩენს, ისევ იგივე ქმედებები მეორდება. მაშინ, როდესაც ყველას რომ თავისი შინაგანი მოეწესრიგებინა, კრავივით იძინებდა და აბების ყლაპვაც არ მოუხდებოდათ.
***
  სამყარომ ცხოვრების აზრი დაკარგა და მისი პოვნაა საჭირო. ურწმუნოებას უზარმაზარი ზიანი მოაქვს. ყველაფერი ამით იწყება.
***
  ბოროტებამ ჯაჭვი აიწყვიტა და გადახნული მინდორივით ყველგან სიშავეა. თუ ყანაში დავთესავთ, ის მწვანედ აბიბინდება და გაზაფხულზე ნაყოფს გამოიღებს. ახლა სამყაროც ბოროტების წყვდიადში ცხოვრობს. შეიძლებოდა, უკეთესი დროც დამდგარიყო. მაგრამ ამისთვის თესვაა საჭირო.
***
  მეორე მხრივ, კეთილ ფუსფუსსა და მონასტრებში დაბრუნებას ვაკვირდები. უფალი შეეწიოს ამ დაბრუნებას. ყოველ შემთხვევაში, ახლა ბნელ ჟამს ვცხოვრობთ. ადამიანები დაბრუნდებიან. მიჭირს იმის   გაგება, რომ განათლებული ადამიანები დიდ სისულელეებს სჩადიან.
***
  ალბათ, დადგა ჟამი, რომ ერთნი დალევენ და იმღერებენ ცენტრებში, მეორენი კი ღამისთევის მსახურებაზე ეკლესია-მონასტრებში წავლენ!
***
  დაე, ყველა შეძლებისდაგვარად, მოშურნედ და მადლიერებით ემსახუროს უფალს. ერის ადამიანებს თავი დავანებოთ. ამ საბრალოებმა საგანთა ერული გაგებითა და მიღებით ფსიქიატრიული საავადმყოფოები აავსეს. ისინი ამბობენ: ესა და ეს ადამიანი ბედნიერია, რადგან დიდი საკუთარი სახლი აიშენა. მე კი ცხოვრებაში არ გამიმართლა და ასე შემდეგ. და შეუსვენებლივ მუშაობას იწყებენ. არ ესმით, რომ სწორედ, იმას არ გაუმართლა, ვინც საჭიროზე დიდი სახლი აიშენა. ისინი თავდაუზოგავად მუშაობენ, ყველაფერი ღლით, მხოლოდ უბედურება და მელანქოლია აქვთ. მაგრამ ისინიც, ვისაც „გაუმართლა“, იგივეს განიცდიან, რადგან ყოველივეს ერულად იღებენ. როცა ადამიანებში ეგოიზმი მეფობს, მათ საღვთო მადლი განეშორება!
***
  ჩვენს დროში ადამიანები მატერიალურით ხარობენ. გული უცემთ, თუ ახალი ავტომობილი ჰყავთ. გული უცემთ, თუ შესანიშნავი სახლი აქვთ. თუ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა მსგავსი აქვთ, გული უცემთ. კატერის ყიდვას თუ შეძლებენ, ისევ გული უცემთ. ანუ, ყოველგვარი მატერიალურით ხარობენ. ისინი კი, ვინც ანგელოზებრივად ცხოვრობენ, ამას ისე უყურებენ, როგორც ნაგავს.
***
  ახალი ადამიანები მხოლოდ დემონსტრაციებისთვის თუ გამოდგებიან და არა ბრძოლისთვის. მათ ბრძოლაზე ნუ დაელაპარაკები. მაგრამ, შესაძლოა, ქარმა დაუბეროს, ქარიშხალი ამოვარდეს და ყველაფერი შეიცვლება. ახლა კი საჭიროა, მოოქრულის ქვეშ სპილენძი გამოჩნდეს.
სქემმონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა
скачать dle 11.3